ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი დააკავა
2013-01-24 24 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი დააკავა. მას გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობაში ადანაშაულებს. კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, ცეზარ ჩოჩელი გუბერნატორობისას უკანონოდ მონაწილეობდა შპს "ნიუ ენერჯის" საქმიანობაში. "იგი მფარველობას უწევდა აღნიშნულ შპს-ს და ხელს უწყობდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული კონტრაქტების გაფორმებაში. აღნიშნული საქმიანობის სანაცვლოდ იგი უკანონოდ იღებდა დიდი ოდენობით შემოსავლებს და ფულის გათეთრების გზით აძლევდა კანონიერ სახეს. 27 იანვარს ჩოჩელი გლდანის ციხიდან გირაოს გადახდის შემდეგ გამოუშვეს. ცეზარ ჩოჩელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 337-ე მუხლებით წაუყენეს, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, ანუ ფულის გათეთრებას და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე