ზეწოლა-მუქარა პოლიტიკური ნიშნით
2018-10-30 30 ოქტომბერს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო დაიხურა დამოუკიდებელი მედია-სააგენტო „იმერეთი ნიუსი“. სააგენტოს დამფუძნებელი, კოტე ცირეკიძე, რომლის დედა ელეონორა არჩაია ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეა, აცხადებს, რომ ქუთაისის ვიცე-მერის, გიორგი იობაშვილისა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილის, გრიგოლ დალაქიშვილის მიერ მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ გაჟღერებული პირდაპირი და ირიბი მუქარის ფაქტების გამო იძულებული გახდა დროებით შეაჩეროს „იმერეთის ახალი ამბების სააგენტოს“ ფუნქციონირება.
ქუთაისის ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა საინფორმაციო სააგენტო „იმერეთი ნიუსზე“ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის შესახებ ბრალდებებს საგანგებო ბრიფინგით უპასუხა. ვიცე–მერი უარყოფს სააგენტოს მიმართ ზეწოლას და აცხადებს, რომ თუ სააგენტოს მფლობელი მტკიცებულებას წარმოადგენს, იგი მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს. მოგვიანებით, მედია-სააგენტოს დამფუძნებელმა კოტე ცირეკიძემ ზეწოლის კონკრეტულ მაგალითებზე ისაუბრა