„ქართული ოცნების“ აქტივისტების, გიორგი ხახოშვილის და ვლადიმერ სუჯოშვილის ცემის ფაქტი გორში

2012-09-24 24 სექტემბერს გორში კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ აქტივისტებს გიორგი ხახოშვილს და ვლადიმერ სუჯოშვილს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ და რკინის ხელჯოხებით სასტიკად სცემეს.