1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023
  30. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  31. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - არჩევნების დღე
    2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - არჩევნების დღე



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
აგიტაცია სოციალური ქსელით
ISFED-ის მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 15
1

ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა


2021-09-26
26 აგვისტოს მოქალაქე ილხამ ნაბიევმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანდა „ქართული ოცნების” ქალაქ მარნეულის მეორე უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ ხახუაშვილი. ნაბიევი აცხადებდა, რომ ხახუაშვილმა ამ ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას გზის დაგების პირობა მისცა და ახლა ამ პირობას ასრულებს. ვიდეოში ჩანს რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები, რომლებიც მაჟორიტარობის კანდიდატს მადლობას უხდიდნენ. ხახუნაშვილის თქმით, გზას ერთ-ერთი ადგილობრივი ბიზნესმენი აგებდა და ის უბრალოდ მადლობის სათქმელად მივიდა....

ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა


2021-09-26
„ქართული ოცნების" წევრმა, საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა და ოსიაურის მაჟრიტარობის კანდიდატმა ლევან გამრეკელმა ხაშურში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს შეშა მიუტანა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად მოქალაქემ დაწერა. „მთელი ოჯახი მადლობას ვუხდით ბატონ ლეო გამრეკელს რომელმაც გაგვიწია დახმარება და მოგვიტანა შეშა რისთვისაც ვუხდით დიდ მადლობას ღმერთმა ამრავლოს ბატონი ლეოს ნაირი ქველმოქმედი ადამიანები,ვუსურვებთ ბევრ წარმატებას და დიდხანს სიცოცხლეს თავის ლამაზ ოჯახთან ერთად"...

ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა


2021-09-26
20 სექტემბერს, ფონდი „აფხაზეთი"-ს საქველმოქმედო ღონისძიებაში, რომელიც შშმ პირისათვის შესაბამისი ინვენტარის გადაცემას ითვალისწინებდა, მონაწილეობდა „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შამადელას ადმინისტრაციულ ერთეულში, ედიტა კოდუა....

ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა


2021-09-26
9 სექტემბერს, „ქართული ოცნების" წალენჯიხის მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას მხარდამჭერ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ასახულია პარტიის აქტივისტების მიერ საკვები პროდუქტების შეძენისა და მოქალაქეებისთვის დარიგების ფაქტი. ამ ფაქტის შესახებ, „სამართლიანმა არჩევნებმა" განცხადებით მიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, უფლებამოსილი ორგანოების მონაწილეობით, შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით. პროკურატურის განცხადებით, დანაშაულის ნიშნების არს...

სავარაუდოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებად განხორციელებული აქტივობები


2021-08-30
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ივნისისა და ივლისის თვეებში მთავრობის მიერ დაგეგმილი ინიციატივების და პროგრამების შესახებ აცნობა საზოგადოებას. მათი დიდი ნაწილი პირთა ფართო წრეს მიემართება და წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქმება, როგორც ამომრჩეველთა გულის მოსაგებად გამოყენებული ხერხი.
ერთ-ერთი ინიციატივა ჯარიმების და დავალიანებების ჩამოწერას, მათ შორისა კოვიდ-რეგულაციების დარღვევების გამო ფიზიკური და იურიდიული პირების ...

მმართველი პარტიის კანდიდატების არაოფიციალური კამპანია


2021-08-30
28 ივლისს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 36 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. მათ საცხოვრებელი ფართები, რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დაუკანონდათ. აღსანიშნავია, რომ 20 ივლისს კახა კალაძე „ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა. ...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა


2021-09-07
ხაშურის საკრებულოს წევრი ლევან გამრეკელი საკუთარი სახსრებით სოფელ კოდისწყარომდე გზის რეაბილიტაციას გეგმავს. სამუშაოები უკვე დაწყებულია და მოიხრეშება გზა. ასევე, ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის ცნობილი გახდა, რომ ლევან გამრეკელმა სოფელ მიწობში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციაც საკუთარი ხარჯით განახორციელა. გამრეკელმა რამდენიმე კვირის წინ სოფელ ოსიაურის სკოლას მთავარი კარი საჩუქრად გადასცა და დაუმონტაჟა. ...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა


2021-09-07
19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, ხაშურის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ვალერი გელაშვილის შტაბის წევრები „მომავლის სახლს" ესტუმრნენ, დღესასწაული მიულოცეს და პროდუქტები მიუტანეს. ვიდეო სოციალურ ქსელში შტაბის წევრმა გაავრცელა, სადაც „მომავლის სახლის" თანამშრომლები ვალერი გელაშვილის დახმარებაზე საუბრობენ და მას წარმატებას უსურვებენ. ვიდეო ამჟამად აღებულია სოციალური ქსელიდან. ...

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა


2021-09-07
შუამთობის სახალხო ზეიმზე, ახალდაქორწინებულ წყვილს ორი ოქროს სამკაული გადასცეს. ერთი ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ, რომელიც მერობის კანდიდატია „ქართული ოცნებიდან", ხოლო მეორე დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ. ხულოს მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსმა „სამართლიან არჩევნებს" უთხრა, რომ სამკაული შეისყიდეს და წყვილის გადასცეს, მაგრამ ღირებულება არ დაასახელა. ანზორ ბოლქვაძემ „სამართლიან არჩევნებს" უთხრა, რომ სამკაული გამოატანეს და გადასცა, არ იცის ვინ იყიდა.

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა


2021-09-07
ტვ პირველის ინფორმაციით, 8 აგვისტოს, ოზურგეთში, „ქართული ოცნების" შტაბში ფულის დარიგების კადრები დააფიქსირეს. შტაბის წევრი გელა ჭანუყვაძე მოქალაქეს ფულს, 400 ლარს გადასცემს. შენობაში ასევე იმყოფებოდა გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე. მისი განმარტებით, მოქალაქეს ფული წყლისა და პროდუქტის საყიდლად მისცეს.
...

სავარაუდოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებად განხორციელებული აქტივობები


2021-08-30
19 ივლისს, ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის პირად Facebook გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი და ფოტოები, რომლის მიხედვითაც, ჩოხატაურში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს სასურსათო პროდუქტები გადაეცათ. სასაჩუქრე პაკეტების გადაცემაში მონაწილეობდა „ქართულო ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მერობის კანდიდატი, დავით შარაშიძე.
...

მმართველი პარტიის კანდიდატების არაოფიციალური კამპანია


2021-08-30
ივლისიდან დედაქალაქში კახა კალაძის პოსტერები გამოჩნდა. ოფიციალური წინასაარჩევნო კამაპანიის დაწყებამდე, მუნიციპალურ ორგანოებს არ განუსაზღვრავს ადგილები ან/და არ დაუდგამს სტენდები სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად. ასევე, არ განუსაზღვრავს იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია. შესაბამისად, მმართველი პარტიის კანდიდატი და მოქმედი მერი უპირატეს მდგომარეობაშია ოპოზოციურ კანდიდატებთან შედარებით. ...

მმართველი პარტიის კანდიდატების არაოფიციალური კამპანია


2021-08-30
31 ივლისს, რეაბილიტირებულ ფოთის ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკის გახსნაში მონაწილეობდნენ ფოთის, ხობის, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ირაკლი ხახუბია და საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე. აღსანიშნავია, რომ 30 ივლისს ბექა ვაჭარაძე „ქართულმა ოცნებამ" ფოთის მერობის კანდიდატად წარადგინა. ...

მმართველი პარტიის კანდიდატების არაოფიციალური კამპანია


2021-08-30
219 ხარაგაულელი პირველკლასელი ხარაგაულის მერისგან, კობა ლურსმანაშილისგან საჩუქრად წიგნ-რვეულ „პირველკლასელთა აკადემიას" მიიღებს. წიგნები საგანმანათლებლო პროექტის „ეტალონი" ფარგლებში მომზადდა. წიგნ-რვეულს საჩუქრად 2021 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის „IZRUNE.GE"-ის ორთვიანი VIP...

სავარაუდოდ საარჩევნო მიზნით განხორციელებული დახმარების აქციები


2021-08-30
შუახევში, „კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის" მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, უფასო სამედიცინო მომსახურება 80-ზე მეტ ადამიანს გაეწია. ასევე, მოსახლეობას უფასოდ გადაეცა საჭირო მედიკამენტებიც. აქცია კერძო კომპანიებისა და პარტია „კანონი და სამართლის" თანადგომით განხორციელდა.
„სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, პროექტი ორგანიზებულია პოლიტიკური პარტია „კანონი...