2021-09-30
ფოთში, ნაბადის ტერიტორიულ ერთეულში, „მესამე ძალა–სტრატეგია აღმაშენებლის" პლაკატები დააზიანეს. პარტიაში აცხადებენ, რომ გასულ წელს როცა სამართალდამცველებს მიმართეს, პასუხად მიიღეს, რომ თვითონვე უნდა უდარაჯონ და დაიცვან მათი პარტიის პლაკატები....
2021-09-28
ფოთის საკრებულოს აპარატის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა თამარ გუგუშვილმა, 30 აგვისტოს, სამუშაო დროს, სოციალურ ქსელში გააზიარა „ქართული ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის სტუდენტებისადმი მიმართვა....
2021-09-28
ფოთის საკრებულოს აპარატის სპეციალისტის თანაშემწე პიარის მხრივ სალომე სორდიამ 30 აგვისტოს, სამუშაო საათებში გააზიარა „ქართული ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის მილოცვა სტუდენტებისადმი....
2021-09-28
ფოთის მუნიციპალიტეტის კუნძულის ადმინისტრაციული ერთეულის ფეისბუქგვერდზე განთავსდა ვიდეო, სადაც ამ ერთეილში მერის ყოფილი წარმომადგენელი და ამჟამად მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი, სანდრო ქუშაშვილი აღნიშნავს, რომ მერობის კანდიდატთან ერთად დაიწყეს მოსახლეობასთან შეხვედრები, ადგილზე ეცნობიან პრობლემებს....
2021-09-28
27 აგვისტოს, ფოთში, საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ეზოში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის წარდგენა გაიმართა. წარდგენა სამუშაო დროს, 14 საათიდან დაიწყო და მას ესწრებოდნენ როგორც მერიის, ასევე საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და მერიის იურიდიულ პირებში დასაქმებული პირები. ”სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს ღონისძიებაზე დასწრების საშუალება არ მიეცა. ...
2021-09-06
სალომე სორდია, საკრებულოს აპარატში სპეციალისტი პიარის კუთხით, სისტემატურად ეწევა მმართველი პარტიისა და მისი მერობის კანდიდატის აგიტაციას სოციალური ქსელით. მან, სამუშაო დროს. სოციალური ქსელით გააზიარა ფოთის მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის სააგიტაციო პოსტი.
...
2021-09-06
მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ჯგერენაიამ 2 აგვისტოს, სამუშაო დროს თავის ფეისბუქის გვერდზე გააზიარა "ქართული ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის წარდგენის ამსახველი პოსტი.
...
2021-09-06
ფოთის მერიის, კუნძულის ადმინისტრაციული ერთეულის სოციალური ქსელის facebook–ის გვერდზე, 2 აგვისტოს, სამუშაო დროს, „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას გვერდიდან გაზიარდა ამავე პარტიის ფოთის მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის წარდგენის შესახებ პოსტი.
...
2021-09-05
ფოთის მერიამ, 30 ოჯახისათვის სამშენებლო მასალები _ 739 ცალი სახურავის ფილა და 6.9. კბ.მეტრი ხის მასალა შეიძინა, რაშიც 19 275 ლარი გადაიხადა. სამშენებლო მასალები ფოთში, განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელ პირობებში მცხოვრები მოქალაქეების დახმარების მიზნით შეიძინეს. პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ეს უკვე, მეორე შეძენაა, პირველად მასალები მოსახლეობას 29 ივლისს გადასცეს. აღნიშნული პროგრამა ფოთის მერიამ მიმდინარე წელს დაამატა და მისთვის ბიუჯეტ...
2021-09-05
პარტია „საქართველოსთვის" ფოთის ოფისის ხელმძღვანელის კონსტანტინე თოფურიას ინფორმაციით, პარტიის ახალგაზრდული ფრთისთვის, მოწყობილ გასართობ სივრცესთან, 6 აგვისტოს საღამოს, შკოდას ფირმის ავტომობილიდან პარტიის ახალგაზრდა მხარდამჭერებს ფოტოები გადაუღეს. მისი თქმით, ავტომობილში სამოქალაქო ფორმაში მყოფი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. თოფურია ვარაუდობს, რომ ფოტოგადაღების მიზანი იქ მყოფი ახალგაზრდების მშობლების დაშინებაა.
...
2021-09-05
„სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშში, მოყვანილი იყო ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრში ქუჩების მოვლა-პატრონობისა და კეთილმოწყობის განყოფილების ყოფილი უფროსის მინდია ბარამიას სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი, ფოთის მერის ყოფილ მოადგილეებთან მეგობრობის გამო,...
2021-09-04
ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაციის” სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა ხვიჩა დოლბაია. მას გახარიას თანამოაზრეებთან მეგობრული კავშირის ბრალდების გამო მოსთხოვეს პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობის დატოვება, რაზეც უარი განაცხადა, რის შემდეგაც ხელშეკრულება შეუწყვიტეს. გათავისუფლების ბრძანებაში ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები მითითებული არ ყოფილა.
ხვიჩა დოლბაიას ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები" იცა...
2021-08-30
31 ივლისს, რეაბილიტირებულ ფოთის ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკის გახსნაში მონაწილეობდნენ ფოთის, ხობის, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ირაკლი ხახუბია და საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე.
აღსანიშნავია, რომ 30 ივლისს ბექა ვაჭარაძე „ქართულმა ოცნებამ" ფოთის მერობის კანდიდატად წარადგინა. ...
2021-08-30
29 ივლისს, ქალაქ ფოთის მერიამ პროგრამის - „განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელ პირობებში, ასევე უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარება" ფარგლებში, 23 ოჯახს სამშენებლო მასალები (ხის ფიც...
2021-08-30
სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლებაზე საუბრობს მინდია ბარამია, რომელსაც ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრში ქუჩების მოვლა-პატრონობისა და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსის პოზიცია ეკავა. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ფოთის მერის მოადგილესთან, პაატა ლაგვილავასთან და ვიცე-მერ კონსტანტინე თოფურიასთან.
მას შემდეგ, რაც კონსტანტინე თოფურია და პაატა ლაგვილავა გიორგი გახარიას პოლიტიკურ პარტიას შეუერთდნენ, ფოთის მ...