|
თარიღი: 2013-10-25
ოლქი: ქედა , ქედა
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2013-10-24
15 ოქტომბერს გაიმართა ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, რომელზეც განიხილებოდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის - ჯემალ შარაძის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა და ასევე საკონკურსო კომისიის თავჯდომარის პოზიციიდან გადაყენების საკითხი. აღნიშნულ საკითხს ბიურომ მხარი არ დაუჭირა, მაგრამ 18 ოქტომბერს საკრებულოს ათმა დეპუტატმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩაატარა. საკრებულოს აპარატიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სხდომის შესახებ არ იყვნენ ინფორმირებულნი საკრებულ...
2013-10-15
15 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმის რამდენიმე უბანში, დაფიქსირდა კოალიცია "ქართული ოცნების" კარავი საარჩევნო სიმბოლიკით, სადაც სააგიტაციო მასალის დარიგება ხდებოდა. როგორც მერიის აპარატში განაცხადეს, ნებისმიერი სახის კარვის განთავსება სპეციალურ ნებართვას საჭიროებს, თუმცა აღნიშნული კარვებისთვის მერიის მხრიდან ნებართვა გაცემული არ ყოფილა, ხოლო კოალიცია "ქართული ოცნებისგან" მოგვიანებით შესული მოთხოვნა კარვების განთავსებაზე მერიამ დააკმაყოფილა....
2013-10-22
22 ოქტომბერს შუახევის რაიონულ ცენტრში სახალხო დღესასწაული -„ფოლკლორის დღე - შუახევი 2013“ გაიმართა. ღონისძიება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ იყო ორგანიზებული და შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსდა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი - არმაზ ახვლედიანი, ასევე, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი - მურმან დუმბაძე ესწრებოდნენ. მურმან დუმბაძე ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა და მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებში მო...
2013-10-07
კოალიცია ,,ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის - გიორგი მარგველაშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრა 7 ოქტომბერს ქ. ფოთის მეორე საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა. ,,სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის დაკვირვებით, წინასაარჩევნო კამპანიაში სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები - ქ. ფოთის მერის თანაშემწე - ოთარ ხარჩილავა, ასევე, ქალაქ ფოთის მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი სამსახურის ორგანოების სტრ...
2013-10-21
21 ოქტომბერს, ლანჩხუთის ცენტრში მდებარე ყოფილი სასტუმროს შენობის პირველ სართულზე გაკრულ დავით ბაქრაძის პლაკატებს კოალიცია “ქართული ოცნების” აქტივისტებმა - ნუგზარ ცინცაძემ და გიორგი ზენაიშვილმა გიორგი მარგველაშვილის პლაკატები გადააკრეს. ამ ფაქტს კოალიციის წარმომადგენლებსა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს - კახა ასკურავას შორის დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ...
2013-10-21
21 ოქტომბერს სოფელ ბაკურციხეში “ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის - ნინო გელაშვილის განცხადებით, ბაკურციხის მცხოვრებმა, კოალიცია “ქართული ოცნების“ აქტივისტმა - ნოდარ სამადაშვილმა, ორ დაუდგენელ პირთან ერთად დავით ბაქრაძის პლაკატები ჩამოხია. ამ ფაქტის გამო მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება ნინო გელაშვილსა და ნოდარ სამადაშვილს შორის, რაც „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს თვითმხილველმაც დაუდასტურა. ...
2013-10-08
7 ოქტომბერს ბათუმის ცენტრში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის - დავით ბაქრაძის საარჩევნო პლაკატები ჩამოხიეს, ნაწილი კი სხვადასხვა წარწერებით გააფორმეს.
მომხდარში ბათუმის მერიის ავტოტრანსპორტის თანამშრომელი და ასევე, პარტია "თავისუფალი საქართველოს" აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე - მერაბ ღოღობერიძე მონაწილეობდა. აღნიშნული ფაქტი მერაბ ღოღობერიძემ თავადაც დაადასტურა სატელევიზიო ინტერვიუში . მისი თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წი...
2013-10-21
21 ოქტომბერს კოალიცია "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი - გიორგი გვილავა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი - დავით დარცმელიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გვილავას განცხადებით, ის საკუთარ ჭიშკართან იმყოფებოდა, როდესაც დარცმელიძემ, თანმხლებ პირებთან ერთად, მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს თვითმხილველებმა აცნობეს, აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და განსაკუთრ...
2013-10-23
14 ოქტომბერს ,,დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს’’ აქტივისტის - ვახტანგ კოშაძის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კოალიცია ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა - სოსო მარტინენკომ და ირაკლი მუმლაძემ. როგორც ,,სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს ვახტანგ კოშაძის ოჯახის წევრებმა განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება....
2013-10-18
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრის - ცირა ჯავახაშვილს განცხადებით, მის მიერ 16 ოქტომბერს მცხეთაში, სამხედრო ქუჩაზე გაკრული დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო პლაკატები 18 ოქტომბერს ჩამოხეული დახვდა და მის ადგილზე გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო პლაკატები იქნა გაკრული. როგორც ცირა ჯავახიშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს აცნობა, ის პლაკატების ხელახლა გაკვრას შეეცადა, თუმცა, ამ დროს მას მანქანიდან მცხეთის რაიონის გამგებლის მდივანმა - ოლიკო სოლოღაშვილმა გაურკვეველი საგ...
2013-10-21
სოფელ ბაკურციხეში მცხოვრებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ მაყვალა ბეჟაშვილზე ბაკურციხის სოფლის რწმუნებულის აპარატის სპეციალისტის - მარიამ მიჩიტაშვილის მხრიდან მუქარა განხორციელდა.
მაყვალა ბეჟაშვილის თქმით, 19 ოქტომბერს იგი გურჯაანის კულტურის სახლში დავით ბაქრაძესთან გამართულ შეხვედრას დაესწრო, რასთან დაკავშირებითაც მას 21 ოქტომბერს მარიამ მიჩიტაშვილმა აგრესიული ტონით მოსთხოვა პასუხი და დაემუქრა, რომ მის ოჯახს სოციალური დახმარება მოეხსნებოდა.
„სამართლიანი არჩევნებ...
2013-10-20
წყალტუბოს საკრებულოს წევრის - ხათუნა წერეთლის ინფორმაციით, მასზე მიმდინარეობს ზეწოლა საკრებულოს თავჯდომარის - ნოდარ კაპანაძის მხრიდან. მისი განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება საკრებულოს თავჯდომარემ რამდენჯერმე მოსთხოვა, რაზეც მან უარი განაცხადა.
ხათუნა წერეთელი საკრებულოს თავმჯდომარეს, ასევე, ადანაშაულებს მისი შვილის - საჩხეურას ტერიტორიულო ორგანოს სპეციალისტის, პოზიციიდან გათავისუფლებაში.
,,სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორთან საუბარში ნოდარ კაპანაძე აღნიშნულ ...
2013-10-06
საანგარიშო პერიოდში მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, მარტვილის N65-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლის შესახებ. „გურია ნიუსის“ ცნობით, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ მარტვილის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი - ლევან სურმავა საოლქო საარჩევნო კომისიაში მივიდა სიით, სადაც მითითებული იყო იმ პირთა მონაცემები, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის, მოადგილისა და მდივნის თანამდებობაზე უნდა აერჩიათ. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ დაუშვებელია საარჩევნო ადმინ...
2013-10-17
2013 წლის 9 სექტემებრს თბილისში, ქვემო ფონიჭალის დასახლებაში, პრეზიდენტობის კანდიდატის - დავით ბაქრაძის შეხვედრის ჩაშლას, ,,ქართული ოცნების“ მაისურებში გამოწყობილი პირები პროვოკაციული ქმედებებითა და შეძახილებით შეეცადნენ. შეხვედრა შეხლა-შემოხლასა და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა...
2013-10-17
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თეთრიწყაროს რაიონის, სოფ. ასურეთში გამართულ შეხვედრაზე "ქართული ოცნების“ წევრმა ადგილობრივმა მოსახლეებმა - თემურ ბეგიაშვილმა და ნუგზარ ჩომახაშვილმა, პროვოკაციული ქმედებებით და შეძახილებით შეხვედრის ჩაშლა სცადეს. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით ინციდენტის აღმოფხვრა მოხერხდა....
2013-10-16
,,სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის ინფორმაციით, 2013 წლის 11 სექტემბერს ქ. ზუგდიდში, პრეზიდენტობის კანდიდატის - დავით ბაქრაძის ამომრჩევლებთან შეხვედრის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვის მიზნით, სამეგრელოს რეგიონის სოფლებიდან მოქალაქეები ჩამოიყვანეს, რასაც ორგანიზებას ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისათვის“ თავჯდომარე - ლალი ანთია და ,,დაიცავი საქართველოს“ აქტივისტი კახა მიქაია უწევდნენ. საპროტესტო აქციის გამართვის მიზნით, აღნიშნული აქტივისტების
მობილიზება მოხდა ქ. ზუგდიდის...
2013-10-06
ჩუღურეთის რაიონის N37–ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის - გივი არჩუაძის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებზე განხორციელდა ზეწოლა. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს - მაია თევდორაძეს, კომისიის სხდომიდან სათითაოდ გაჰყავდა სხვა წევრები და საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარისა და მდივნის კანდიდატურებზე მისთვის სასურველი პირების დანიშვნას ავალდებულებდა....
2013-09-09
„ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ველისციხეში, გურჯაანსა და საგარეჯოში გამართა. მარგველაშვილს ძირითადად საჯარო სკოლების პედაგოგები და საჯარო მოსამსახურეები დაახვედრეს. ...
2013-10-01
„ქართული ოცნებიდან“ პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში სკოლის მოსწავლეები დაახვედრეს. პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრა, სკოლის წინ, 13:30 საათზე იყო დაანონსებული, ბავშვები სკოლის გარეთ 12:30 საათიდან შეიკრიბნენ, რის გამოც ზოგიერთ კლასში სასწავლო პროცესი ჩაიშალა....
2013-09-09
წინასაარჩევნო შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, მათ შორის, საკრებულოს აპარატის უფროსი თემურ ბასილაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მატერიალურ-ტექნიკური საკითხთა განყოფილების უფროსი ბართლომე შელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი ლევან მაქაცარია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული საკითხთა განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ანა წითლიძე....
იხილეთ ყველა (2) კომენტარი