სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) მიუკერძოებელი, არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა 1995 წელს. ორგანიზაციის მუშაობის ძირითადი სფერო არჩევნების მონიტორინგია. "სამართლიანი არჩევნები" მიზნად ისახავს არჩევნების გამჭვირვალობის, საარჩევნო პროცედურების ეფექტურად განხორციელების უზრუნვეყოფასა და არჩევნების შედეგებისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებას.
"სამართლიანი არჩევნების" სტრატეგიის ძირითადი მიმართულებებია:
დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციას განხორციელებული აქვს მონიტორინგი საქართველოში გამართულ ყველა მნიშვნელოვან არჩევნებსა და რეფერენდუმებზე. "სამართლიან არჩევნებს" წარმატებულად აქვს განხორციელებული ხმების პარალელური დათვლა ბოლო 7 უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე საქართველოში 2003, 2004, 2006, 2008 წლებში. ასევე ხმების პარალელური დათვლა განხორციელდა 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო და 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ორგანიზაციის წევრები მონაწილეობდნენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებში და განახორციელეს არჩევნების მონიტორინგი: უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყირგიზეთში, ალბანეთში, ყაზახეთსა და ნორვეგიაში.
"სამართლიანი არჩევნები" არის "არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციების ევროპული ქსელის" (ENEMO) წევრი და აღიარებს საერთაშორისო დეკლარაციას ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ქცევის კოდექსის შესახებ.
არჩევნების დანიშვნის დღიდან, ორგანიზაცია აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღესა და არჩევნების დღის შემდგომ პროცესებს, შედეგად ორგანიზაცია საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას სრული საარჩევნო პროცესის ხარისხობრივ და რაოდენობრივ ასპექტებთან დაკავშირებით. ასევე ორგანიზაციას განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი, რომელიც მიმართული იყო წინასაარჩევნო პერიოდში ფართო საინფორმაციო კამპანიის წარმოებისკენ.
სადამკვირვებლო მისიების განხორციელების პროცესში ორგანიზაციამ ტრენინგი ჩაუტარა სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური წარმომავლობის 14 000-ზე მეტ მოხალისეს, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს არჩევნების მონიტორინგში.
ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულებების შესაბამისად, გარდა არჩევნების მონიტორინგისა, "სამართლიან არჩევნებს" განხორციელებული აქვს სხვადასხვა სახის საქმიანობები, დემოკრატიული პროცესის განვითარებისათვის საქართველოში.
იხილეთ დამატებითი ინფორმაცია "სამართლიანი არჩევნების: შესახებ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე: www.isfed.ge
|