2012-09-27
პ/გ "ახალი მემარჯვენეების" მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო პლაკატები სოფელ დიმში მასიურად არის ჩამოხეული და მის მაგივრად გადაკრულია ნაციონალური მოძრაობის, კერძოდ მისი მაჟორიტარი კანდიდატის თემურ კოხოძის საარჩევნო პლაკატები.
იხილეთ ფოტოები:
[url]http://minus.com/lbjUW1TKAmGDeA[/url]
[url]http://minus.com/l2gFHYgHJJXnv[/url]...
2012-09-26
26 სექტემბერს სამტრედიაში კახი კალაძის შტაბის ხელმძღვანელი, დავით თევზაძე დააკავეს. მისი დაკავების კონკრეტული მიზეზები უცნობი იყო, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ თევზაძეს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აქვს წაყენებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მიერ კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. თევზაძეს სასამართლო 60 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა....
2012-09-26
26 სექტემბერს კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკში სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა და „ნაციონალური მოძრაობის“ კასპის მაჟორიტარი კანდიდატის წარმომადგენელმა გია იორდანაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტსა და“სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკირვებელს ირმა კიტრიაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ირმა კიტრიაშვილი ცდილობდა გადაეღო თუ როგორ ურიგებდა გია იორდანაშვილი სეტყვით დაზარალებულ მოსახლეობას ფქვილსა და შაქარს. გია იორდანაშვილმა ირმა კიტრია...
2012-09-25
25 სექტემბერს "ქართული ოცნების" აქტივისტების ახალგაზრდული ფრთის
წარმომადგენლები - ნიკა პატარქლიშვილი და გიორგი ნადაშვილი გურჯაანში აკრავდა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატის მანანა ბერიკაშვილის სააგიტაციო მასალას, მათთან მოულოდნელად მივიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტები - თორნიკე სიბაშვილი და თეიმურაზ ბუწაშვილი, რა დროსაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც „ქართული ოცნების“ აქტივისტმა, ნიკა პატარქლიშვილ...
2012-09-25
25 სექტემბერს, ღამით, ქობულეთში უცნობმა პირებმა 16 წლის დათო როყვა სასტიკად სცემეს. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. პირები, რომლებმაც დათო როყვა სცემეს, ეუბნებოდნენ, რომ მისმა მამამ და ძმამ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას თავი უნდა დაანებონ....
2012-09-24
24 სექტემბერს გორში კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ აქტივისტებს გიორგი ხახოშვილს და ვლადიმერ სუჯოშვილს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ და რკინის ხელჯოხებით სასტიკად სცემეს....
2012-09-23
22 სექტემბერს, შუა დღეს ქართული ოცნების აქტივისტები შეამჩნიეს ახალი მემარჯვენეების სარეკლამო პლაკატების მასიურ ჩამოხევისას, კერძოდ სოფ. დიმის ცენტრში გაჩერებაზე და ბაღდათში აკ. წერეთლის 18 კორპუსზე. მომდევნო დღეს კი დაზიანებულ პლაკატებზე გადაკრულ იქნა ქართული ოცნების საარჩევნო პოსტერები.
იხილეთ ფოტო:
[url]http://minus.com/lLE47FWYJ1Axs[/url]...
2012-09-23
23 სექტემბერს მესტიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიაში, კახა ჟორჟოლიანი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. დაკავების მოტივად სახელდება კახა ჟოროლიანის სიტყვიერი კამათი ამავე კომისიაში ცესკოს წარმომადგენელთან, არჩილ სოფრომაძესთან. სასამართლომ, რომელიც ზუგდიდში გაიმართა, კახა ჟორჟოლიანს 40 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა....
2012-09-23
23 სექტემბერს გორში, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით სოფელ შინდისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭრები ზვიად საბანაძე, გიორგი ჯანქანიძე და პეტრე თავლიაშვილი დააკავეს. მათი დაკავების მიზეზი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და შინდისში მცხოვრები ირმა პაპუნაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფა გახდა. ზვიად საბანაძეს, გიორგი ჯანქანიძეს და პეტრე თავლიაშვილს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, წაეყენათ, რაც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს. სასამართლომ ზვიად საბანაძე 100...
2012-09-23
23 სექტემბერს, კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ხოვლეში მცხოვრები კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მამუკა ჯანანაშვილი დააკავეს. დაკავების ოპერაცია დილის 6 საათზე განხორციელდა, დაკავებულის დედის განმარტებით, ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს. თუმცა როგორც ჯანანაშვილის დედა, აცხადებს მის შვი...
2012-09-23
23 სეტემბერს, ღამით "ქართული ოცნების" მხარდამჭერს, ბუბა დვალს სახეში გაურკვეველი სითხე შეასხეს. კოალიციაში ვარაუდობენ, რომ ეს მჟავა იყო, რადგან დვალმა დაზიანებები მიიღო და მას ოპერაცია ჩაუტარდა. დაზარალებულის ინფორმაციით, უცნობი პირები ღამით სადარბაზოსთან დახვდნენ და სახეში მჟავა შეასხეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან "შკოდის" მარკის ავტომობილით მიიმალნენ. ბუბა დვალმა ავტომანქანის სანომრე ნიშნების გარჩევა ვერ შეძლო....
2012-09-23
23 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ აქტივისტები (სალომე ნავროზაშვილი, ანა
დოლაბერიძე, დათო როყვა, შოთა ჩარკვიანი, ლაშა ონიანი) განათების ბოძებზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, პაატა ზაქარეიშვილის პლაკატებს აკრავდნენ. ამ დროს მათთან მიიჭრა მოქალაქეთა ჯგუფი, მათ შორის: მამუკა საღარეიშვილი (საკრებულოს თავჯდომარე), ჯამბულ შუღლაძე (საკრებულოს წევრი), გაგა კვიცარიძე, დათო და თენგო ხიდაშელები, თენგიზ გოგელია, ზურაბ ჯანელიძე, იურა საღარეიშვილი და სხვანი. ისინი არაფხიზელ მდგომარ...
2012-09-22
22 სექტემბერს რუსთავში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დააკავეს. დაკავებულები არიან ძმები ზაზა და თორნიკე შენგელაიები, დავით დარბაიძე და ზაზა ზურაბიანი....
2012-09-22
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, 22 სექტემბერს, დაბა წნორში საქართველოს პარლამენტის წევრმა, სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნუგზარ აბულაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ქართული ოცნების“ მაისურში ჩაცმულ პირებს - გელა და ვახტანგ დარჩიაშვილებს. მოგვიანებით, გელა დარჩიაშვილი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.
ამ ფაქტს შეესწრო კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ნუკრი კიკილაშვილი და შოთა ხუციშვილი. როგორც „სამართლიან არჩევნებს“ „ერთი...
2012-09-21
„სამართლიანმა არჩევნებმა“ გასულ კვირას ამბროლაურის რაიონში დააფიქსირა კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისების დარბევის 3, ხოლო რუსთავში 1 შემთხვევა. კერძოდ,21 სექტემებრს დაბა ამბროლაურში, სოფელ ნიკორწმინდაში და ჭრებალოში ჩამსხვრეული იქნა ოფისის მინები, ხოლო ამბროლაურში დაზიანებულია ოფისის კარი. 22 სექტემბერს რუსთავში დარბეულ იქნა კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი....
2012-09-20
საგარეჯოში ამომრჩევლებთან შეხვედრა ჰქონდა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ თინა ხიდაშელს. ყველა ის ადამიანი, ვინც ესწრებოდა აღნიშნულ შეხვედრას, აღმოჩნდა მუქარის და შეურაცხყოფის მსხვერპლი გამგებელ გია ჩალათაშვილის მიერ. იგი გამუდმებით ზეწოლას ახდენს მოსახლეობაზე, ითხოვს მათგან, რომ ხმა ნაციონალურ მოძრაობას მისცენ. რაიონში მსგავსი მუქარების გამო ადამიანებს ეზღუდებათ არჩევანის უფლება....
2012-09-20
კასპის ცენტრში "თავისუფალი საქართველოს” კასპის მაჟორიტარი კანდიდატი, ლაშა ფავლენიშვილი სცემეს. ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი ლაშა ფავლენიშვილს გაესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ არ იცის ვინ და რატომ სცემეს ის....
2012-09-20
„სამართლიანი არჩევნების “გრძელვადიანი დამკვირვებლის ცნობით, გორის რაიონის სოფელ დიცში უცნობმა პირებმა კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, მერაბ ბოლაშვილი სცემეს და მისი მაღაზია დაარბიეს. უცნობი პირები სოფელში ავტომანქანით მოძრაობდნენ. როგორც მერაბ ბოლაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, დამრბევებმა მას კოალიციის წევრობა აუკრძალეს. ინციდენტს ამირან მძინარაშვილი შეესწრო. მან საკუთარი თვალით დაინახა მერაბ ბოლაშვილის ცემის და მისი მაღაზიის დარბევის ფაქტი. ბიძინაშვილიც ამბობს, ...
2012-09-20
20 სექტემბერს, ნინოწმინდაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ალბერტ ნურბეგიანი, საინიციატივო ჯგუფთან ერთად სოფელ სათხაში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებოდა. ექსცესების თავიდან აცილების მიზნით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს დაეტოვებინათ სოფელი. ამ დროს მათ უკნიდან მიეპარნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ენზელას მკოიანის ნათესავები (ბიძაშვილები) და „ქართული ოცნების“ აქტივისტს, სოკოლოვს თავში ქვა ჩაარტყეს. სოკოლოვმა...
2012-09-21
გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში ნაცმოძრაობის შტაბის უფროსმა პაატა თეთრაულმა მასწავლებლებს განუცხადა შემდეგი: "თქვენი ხმა ყველა ჩვენია, ჩვენ გამარჯვებულები ვართ და არაფერი შეგეშალოთ".
სოფელ სართიჭალის სკოლის დირექტორს ქალბატონ ირინა მაისურაძეს მისცეს დავალება, რომ უკლებლივ ყველა მშობელი და პედაგოგი აიძულოს შაბათს გარდაბანში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე ბავშვებით მივიდნენ. გარდაბნის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ასეთ დავალებებს აძლევს რაიონის ყველა სკოლის დირექტორს....