2013-09-05
5 სექტემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა აბრამიშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. წასვლის მიზეზი არ სახელდება, თუმცა მუნიციპალიტეტში უკვე დიდი ხანია გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ცენტრალური ხელისუფლება და ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილი იყო მისი მუშაობით.
6 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე არჩეულ იქნა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ თოფჩიშვილი.
გამგეობაში აგვისტოში გამგებლის ორი მოადგილეც შეიცვალა.
...
2013-08-30
30 აგვისტოს ომარ (ოლეგ) იაძემსაკრებულოსგადადგომის თაობაზე პირადი განცხადებით
მიმართა. კენჭისყრაში მხოლოდ ერთი, ომარ იაძის წარდგენილი კანდიდატი - გოჩა
გოჩიტაშვილი მონაწილეობდა, რომელიც ერთხმად იქნა არჩეული.
3 სექტემბერს, როდესაც გამგეობის თანამშრომლებს კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა -
დავით ონოფრიშვილმა ახალი გამგებელი წარუდგინა, შეხვედრას „ქართული ოცნების“
ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი რამაზ ბერიანიძეც დაესწრო.Qartli.Ge -ზე
გავრცელებულ ვიდეომასალიდან ჩანს, რომ რამაზ ბე...
2013-08-29
29 აგვისტოს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელად ზაზა გულიაშვილი წარადგინა. დეპუტატებმა მის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი. გულიაშვილი ადრე ქარელის პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. გამგებლის თანამდებობაზე კონკურსი არ გამოცხადებულა.
შეგახსენებთ, რომ გამგებლის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ივანე გოშაძე სამართალდამცავებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს....
2013-08-27
27 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ადიგენის გამგებელი, სიმონ პარუნაშვილი დააკავა. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი გულგრილობა.
29 აგვისტოს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სიმონ პარუნაშვილს 3000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა da გამგებელს უფლებამოსილება დროებით შეუწყვიტა. გამგებლის მოვალეობას კი მოადგილე არსენ ბალახაშვილი ასრულებს.
...
2013-08-27
27 აგვისტოს ზესტაფონის გამგებელმა კახა გეწაძემ გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა. აღნიშნული განცხადება საკრებულომ 29 აგვისტოს გამართულ სხდომაზე დააკმაყოფილა. ამჯერად გამგებლის თანამდებობა ვაკანტურია და მის დასაკავებლადაც კონკურსი უკვე გამოცხადდა. ...
2013-08-26
21 აგვისტოს კოალიცია ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერების მიერ დაანონსებული
აქცია გამგებლის გადადგომის მოთხოვნით აღარ შედგა, ვინაიდან 22 აგვისტოს გამგებელი - ვაჟა ბოლქვაძე შვებულებაში გავიდა. შვებულებაში, ასევე, გავიდა საკრებულოს
თავმჯდომარე ბადრი დიასამიძე.
26 აგვისტოს შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ გამგებელმა გადადგომის თაობაზე
საკრებულოს განცხადებით მიმართა. 29 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე საკრებულოში 24
სხდომა გაიმართა და ყველა მათგანი ქვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. 12-მა
...
2013-08-23
23 აგვისტოს გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც გადააყენეს
გამგებელი
- ზაზა ლიპარტელიანი. გამგებლის გადაყენების მიზეზად მისი
არაკომპეტენტურობა დასახელდა. საკრებულოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს გამგებლის
მხარდამჭერებმა. მათ მთელი კვირის განმავლობაშისაკრებულოსშენობა პიკეტირებული ჰქონდათ.ზაზალიპარტელიანმა კი რაიონულ სასამართლოში შეიტანა საჩივარი
საკრებულოს წინააღმდეგ.
მოგვიანებით საკრებულო ფარულად შეიკრიბა და გამგებლის მოვალეობის
შემსრულებლელად გურგენ ფურლიანი (კოალიცი...
2013-08-23
23 აგვისტოს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გურამ ხოზრევანიძემ, საკრებულოს პირადი განცხადებით მიმართა გაეთავისუფლებინათ დაკავებული თანამდებობიდან. განცხადება იმავე დღეს დაკმაყოფილდა. ყოფილმა გამგებელმა გათავისუფლების მიზეზად, სამუშაო ადგილის შეცვლა დაასახელა.
აღსანიშნავია ის, რომ იმავე სხდომაზე განიხილეს და დააკმაყოფილეს ბესიკ ბაუჩაძის განცხადება გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის თაობაზე. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 22 დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი ორივე განცხადებ...
2013-08-23
23 აგვისტოს გამგებელი თამაზ დავითაძე პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. ამავე დღეს ჩატარდა საკრებულოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდა 18 დეპუტატი, სხდომაზე გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ტარიელ ებრალიძე დანიშნეს. დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ახალი გამგებლის დანიშვნას. სხდომას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველის პარლამენტში ომარ მეგრელიძეც.
ყოფილმა გამგებელმა “სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას აღნ...
2013-08-23
23 აგვისტოს ქობულეთის საკრებულოში გაიმართა სხდომა, სადაც გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე გიორგი რომანაძის კანდიდატურას საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი.
მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობას ინარჩუნებს, გამგებლის ახალ კანდიდატურას, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის კადრად მოიაზრება, საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი.
ყოფილი გამგებელი, თენგიზ ზოიძე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახუ...
2013-08-22
22 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახაბერ ბენიძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მიზეზად დაასახელა სხვა სამსახურში გადასვლა. დროებით მოვალეობის შესრულება პირველ მოადგილე ბადრი ჯობავას დაეკისრა.
26 აგვისტოს კი მუნიციპალიტეტში ჩატარდა საკრებულოს სხდომა, სადაც ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად გოჩა ქაჯაია დაინიშნა.
...
2013-06-24
24 ივნისს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თენგიზ ადამიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. 28 ივნისს საკრებულომ განიხილა აღნიშნული განცხადება და დააკმაყოფილა. ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი არ გამოცხადებულა. 9 ივლისს საკრებულომ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა გოჩა დგებუაძე. იგი „ქართული ოცნების“ კანდიდატად მოიაზრება. სხდომაზე დამსწრე 21 დეპუტატმა მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას. პროტესტის ნიშნად სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ 3 დეპუტატი არ დაესწრ...
იხილეთ ყველა (2) კომენტარი
2013-06-17
17 ივნისს, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ ყურაშვილმა საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით მიზეზი სხვა სამსახურში წასვლას უკავშირდება. ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი 5 ივლისს თელავის მუნიციპალიტეტში ჩატარდა, რომლის შედეგადაც შეირჩა 5 კანდიდატი, რომლებიც აკმაყოფილებდნენ საკონკურსო წესდებაში მითითებულ მოთხოვნებს.
10 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩატარდა გამგებლის შესარჩევი კომისიის მეორ...
2013-06-12
მუნიციპალიტატის გამგებელს გიორგი ლოლაძეს და მის მოადგილეს ბესიკ მარტიაშვილს სასამართლო გადაწყვეტილებით უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ.
2013 წლის 12 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძე და სხვა თანამშრომლებთან ერთად დააკავა. მათ ბრალად ედებათ დიდი რაოდენობით თანხის მითვისება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
ამ დრომდე საგარეჯოში მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას ასრულებს ცის...
2013-06-12
12 ივნისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე თანამდებობიდან გაათავისუფლეს გამგებელი ოთარ ჩიტაიშვილი.
მიუხედავათ აზრთა სხვადასხვაობისა, საკრებულოს წევრების უმრავლესობა დაეთანხმა საკრებულოს თავმჯდომარის ნოდარ კაპანაძის წინადადებას გამგებლის ოთარ ჩიტაიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. სხდომას ესწრებოდა 23 დეპუტატი, გამგებლის გადაყენებას ხმა მისცა 14 დეპუტატმა, წინააღმდეგი 9 დეპუტატი იყო.
ამავე დღეს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება # 337 თანახმა...
2013-06-11
11 ივნისს ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს გადადგომის თხოვნით მიმართა. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ჯემალ ანანიძემ გადადგომის მიზეზებზე ისაუბრა. „გადაწყვეტილება მივიღე დამოუკიდებლად, ყოველგვარი პარტიული კონსულტაციების გარეშე, რადგან არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არ გახლავართ. ბათუმის მერის მოვალეობას არჩევნებამდე ორი თვით ადრე ვასრულებდი, ამ თანამდებობაზე არჩევნების შემდგომ რამდენიმე დღეში დავინიშნე მაშინ, როცა თვითმმართველობაში იყო ძალთა სხვა თანაფარდო...
2013-06-10
10 ივნისს ახმეტის მუნიციპალიტეტში გამგებლის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. 21 ივნისამდე გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე დარეგისტრირდა 23 კანდიდატი. 2013 წლის 28 ივნისს ჩატარდა კონკურსის პირველი ეტაპი, სადაც შეირჩა 17 კანდიდატი. 5 ივლისს კი ჩატარდა კონკურსის მეორე ეტაპი-ტესტირება. შერჩეული 17 კანდიდატიდან გამოცხადდა მხოლოდ 5 კანდიდატი: ბექა ბაიდაური (მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი), ნიკოლოზ ალავიძე, დავით მაისურაძე, შოთა ლეკაშვილი, კახა ნერგაძე. აღნიშნული...
2013-06-05
15 მაისს დასრულდა მერის ვაკანტური თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი. საკონკურსო - საატესტაციო კომისია 7 კაცით დაკომპლექტდა. კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსი ჩატარდა 2 ეტაპად. შემოსული 69 განაცხადიდან მეორე ეტაპზე გადავიდა 12 კანდიდატი. მათგან ერთმა მოხსნა კანდიდატურა და დარჩენილ კანდიდატებს 27-28 მაისს ჩაუტარდათ გასაუბრება. კონკურსის გამარჯვებულად გამოცხადდა დიმიტრი კოპალიანი.
5 ივნისის საკრებულოს სხდომამ დაამტკიცა ქალაქის ახალი მერი დიმიტრი კოპალიანი. 24 დეპუტატიდან მის კა...
2013-04-25
25 აპრილს გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა საკრებულოს თავმჯდომარე ვლადიმერ სტამბულციანმა. როგორც მან განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდა მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანთან. აღნიშნულ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებებია მათ შორის ვინც სხდომას ესწრებოდა. ვლადიმერ სტამბულციანი საკრებულოს 2010 წლიდან თავმჯდომარეობდა.
25 აპრლის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ არჩეულ იქნა სუმბატ კიურეღიანი საკრებულოს თავმჯდომ...
2013-02-28
ონის გამგებელმა პაატა მაისურაძემ, 2012 წლის 11 ოქტომბერს დატოვა დაკავებული თანამდებობა. 2012 წლის 19 ოქტომბერს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს როგგარეშე სხდომა, რომელზეც ერთ-ერთ საკითხად წამოყენებული იყო ონის მუნიციპალიტეტის გამგებლის დანიშვნაზე თანხმობის მიცემა. კენჭისყრის შედეგად გადაწყდა, მიეცეს თანხმობა საკრებულოს თავჯდომარეს გამგებლის თანამდებობაზე დანიშნოს კობა გამყრელიძე. ამავე წლის 19 ოქრომბერს დაინიშნა გამგებელი კობა გამყრელიძე(ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს...