2013-10-21
21 ოქტომბერს, ლანჩხუთის ცენტრში მდებარე ყოფილი სასტუმროს შენობის პირველ სართულზე გაკრულ დავით ბაქრაძის პლაკატებს კოალიცია “ქართული ოცნების” აქტივისტებმა - ნუგზარ ცინცაძემ და გიორგი ზენაიშვილმა გიორგი მარგველაშვილის პლაკატები გადააკრეს. ამ ფაქტს კოალიციის წარმომადგენლებსა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს - კახა ასკურავას შორის დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ...
2013-10-21
21 ოქტომბერს სოფელ ბაკურციხეში “ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის - ნინო გელაშვილის განცხადებით, ბაკურციხის მცხოვრებმა, კოალიცია “ქართული ოცნების“ აქტივისტმა - ნოდარ სამადაშვილმა, ორ დაუდგენელ პირთან ერთად დავით ბაქრაძის პლაკატები ჩამოხია. ამ ფაქტის გამო მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება ნინო გელაშვილსა და ნოდარ სამადაშვილს შორის, რაც „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს თვითმხილველმაც დაუდასტურა. ...
2013-10-08
7 ოქტომბერს ბათუმის ცენტრში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის - დავით ბაქრაძის საარჩევნო პლაკატები ჩამოხიეს, ნაწილი კი სხვადასხვა წარწერებით გააფორმეს.
მომხდარში ბათუმის მერიის ავტოტრანსპორტის თანამშრომელი და ასევე, პარტია "თავისუფალი საქართველოს" აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე - მერაბ ღოღობერიძე მონაწილეობდა. აღნიშნული ფაქტი მერაბ ღოღობერიძემ თავადაც დაადასტურა სატელევიზიო ინტერვიუში . მისი თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წი...
2013-10-21
21 ოქტომბერს კოალიცია "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი - გიორგი გვილავა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი - დავით დარცმელიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გვილავას განცხადებით, ის საკუთარ ჭიშკართან იმყოფებოდა, როდესაც დარცმელიძემ, თანმხლებ პირებთან ერთად, მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს თვითმხილველებმა აცნობეს, აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და განსაკუთრ...
2013-10-23
14 ოქტომბერს ,,დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს’’ აქტივისტის - ვახტანგ კოშაძის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კოალიცია ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა - სოსო მარტინენკომ და ირაკლი მუმლაძემ. როგორც ,,სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს ვახტანგ კოშაძის ოჯახის წევრებმა განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება....
2013-10-18
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრის - ცირა ჯავახაშვილს განცხადებით, მის მიერ 16 ოქტომბერს მცხეთაში, სამხედრო ქუჩაზე გაკრული დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო პლაკატები 18 ოქტომბერს ჩამოხეული დახვდა და მის ადგილზე გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო პლაკატები იქნა გაკრული. როგორც ცირა ჯავახიშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს აცნობა, ის პლაკატების ხელახლა გაკვრას შეეცადა, თუმცა, ამ დროს მას მანქანიდან მცხეთის რაიონის გამგებლის მდივანმა - ოლიკო სოლოღაშვილმა გაურკვეველი საგ...
2013-10-21
სოფელ ბაკურციხეში მცხოვრებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ მაყვალა ბეჟაშვილზე ბაკურციხის სოფლის რწმუნებულის აპარატის სპეციალისტის - მარიამ მიჩიტაშვილის მხრიდან მუქარა განხორციელდა.
მაყვალა ბეჟაშვილის თქმით, 19 ოქტომბერს იგი გურჯაანის კულტურის სახლში დავით ბაქრაძესთან გამართულ შეხვედრას დაესწრო, რასთან დაკავშირებითაც მას 21 ოქტომბერს მარიამ მიჩიტაშვილმა აგრესიული ტონით მოსთხოვა პასუხი და დაემუქრა, რომ მის ოჯახს სოციალური დახმარება მოეხსნებოდა.
„სამართლიანი არჩევნებ...
2013-10-20
წყალტუბოს საკრებულოს წევრის - ხათუნა წერეთლის ინფორმაციით, მასზე მიმდინარეობს ზეწოლა საკრებულოს თავჯდომარის - ნოდარ კაპანაძის მხრიდან. მისი განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება საკრებულოს თავჯდომარემ რამდენჯერმე მოსთხოვა, რაზეც მან უარი განაცხადა.
ხათუნა წერეთელი საკრებულოს თავმჯდომარეს, ასევე, ადანაშაულებს მისი შვილის - საჩხეურას ტერიტორიულო ორგანოს სპეციალისტის, პოზიციიდან გათავისუფლებაში.
,,სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორთან საუბარში ნოდარ კაპანაძე აღნიშნულ ...
2013-10-06
საანგარიშო პერიოდში მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, მარტვილის N65-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლის შესახებ. „გურია ნიუსის“ ცნობით, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ მარტვილის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი - ლევან სურმავა საოლქო საარჩევნო კომისიაში მივიდა სიით, სადაც მითითებული იყო იმ პირთა მონაცემები, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის, მოადგილისა და მდივნის თანამდებობაზე უნდა აერჩიათ. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ დაუშვებელია საარჩევნო ადმინ...
2013-10-17
2013 წლის 9 სექტემებრს თბილისში, ქვემო ფონიჭალის დასახლებაში, პრეზიდენტობის კანდიდატის - დავით ბაქრაძის შეხვედრის ჩაშლას, ,,ქართული ოცნების“ მაისურებში გამოწყობილი პირები პროვოკაციული ქმედებებითა და შეძახილებით შეეცადნენ. შეხვედრა შეხლა-შემოხლასა და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა...
2013-10-17
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თეთრიწყაროს რაიონის, სოფ. ასურეთში გამართულ შეხვედრაზე "ქართული ოცნების“ წევრმა ადგილობრივმა მოსახლეებმა - თემურ ბეგიაშვილმა და ნუგზარ ჩომახაშვილმა, პროვოკაციული ქმედებებით და შეძახილებით შეხვედრის ჩაშლა სცადეს. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით ინციდენტის აღმოფხვრა მოხერხდა....
2013-10-16
,,სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის ინფორმაციით, 2013 წლის 11 სექტემბერს ქ. ზუგდიდში, პრეზიდენტობის კანდიდატის - დავით ბაქრაძის ამომრჩევლებთან შეხვედრის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვის მიზნით, სამეგრელოს რეგიონის სოფლებიდან მოქალაქეები ჩამოიყვანეს, რასაც ორგანიზებას ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისათვის“ თავჯდომარე - ლალი ანთია და ,,დაიცავი საქართველოს“ აქტივისტი კახა მიქაია უწევდნენ. საპროტესტო აქციის გამართვის მიზნით, აღნიშნული აქტივისტების
მობილიზება მოხდა ქ. ზუგდიდის...
2013-10-06
ჩუღურეთის რაიონის N37–ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის - გივი არჩუაძის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებზე განხორციელდა ზეწოლა. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს - მაია თევდორაძეს, კომისიის სხდომიდან სათითაოდ გაჰყავდა სხვა წევრები და საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარისა და მდივნის კანდიდატურებზე მისთვის სასურველი პირების დანიშვნას ავალდებულებდა....
2013-10-05
ამა წლის 5 ოქტომბერს, ნაძალადევის რაიონში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს - კახა კალაშოვს მისივე განცხადებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიტიკური შეხედულებების გამო. კახა კალაშოვის ინფორმაციით, მოქალაქეები - მიხეილ სამანაშვილი, თამაზ გვარამია და კიდევ ერთი მისთვის უცნობი პიროვნება, მას თავისივე ჯიხურიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი პლაკატების ჩამოხსნას სთხოვდნენ. შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორი,...
2013-09-09
„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის ინფორმაციით, 2013 წლის 9 სექტემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის რწუმუნებულმა - ილო ბიწაძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ კოორდინატორს რამაზ კუპრაძეს. რწმუნებულის განცხადებით, რამაზ კუპრაძე პრეზიდენტობის კანდიდატის ხელმოწერებს აგროვებდა. იგი ტელეფონით დაუკავშირდა მას და მოსთხოვა შეეწყვიტა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. სატელეფონო საუბრის შემდეგ მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, ხოლ...
2013-10-16
2013 წლის 10 ოქტომბერს ხულოს მუნიციპალიტეტში ბათუმის მერიის თანამშრომელმა, პარტია ”თავისუფალი საქართველოს” აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ღოღობერიძემ ჩამოხია და დააზიანა დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო პლაკატები, რაც აჭარის ტელევიზიის მეშვეობით გაშუქდა. მერაბ ღოღობერიძის თქმით საპრეზიდენტო კანდიდატის პლაკატები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ აკრძალულ ადგილას იყო გაკრული და მან ამის გათვალისწინებით იმოქმედა. იმ შემთხვევაში, როდესაც სააგიტაციო მა...
2013-10-16
2013 წლის 8 ოქტომბერს პარტია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ შეხვედრა გამართა ცაგერის რაიონის სოფელ ორბელის მოსახლეობასთან. შეხვედრის მიმდინარეობისას დაფიქსირდა აგიტაციის ხელშეშლის მცდელობის ფაქტი. ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე გოგიტა ახვლედიანი, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, არ აძლევდა კანდიდატს საშუალებას მიემართა შეკრებილთათვის. ასევე იგი ხაზგასმით იმეორებდა, რომ პარტი...
2013-09-18
3 აგვისტოს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერსა და არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ზონის“ ახალციხის კოორდინატორზე - ირინე გელაშვილზე, რომელიც სოფელ საყუნეთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის - დავით ბაქრაძის სასარგებლოდ ხელმოწერებს აგროვებდა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა განხორციელდა ადგილობრივი მოსახლის - ბესო ქუქჩიანის მხრიდან. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში ირინე გელაშვილსა და მის მეზობელს, რომელიც ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ...
2013-09-16
16 სექტემბერს „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის - ნინო ბურჯანაძის შეხვედრას ახმეტაში ესწრებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი - თამარ ონიაშვილი. იგი „დემორკატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ პარტიის ახმეტის შტაბის თავმჯდომარის - ბაგრატ ნათელაურის მეუღლეა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პანკისის ხეობის სოფლებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირები გააფრთხილეს, რომ ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრას თუ არ დაესწრე...
2013-10-06
,,სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლის ინფორმაციით, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ჩოხატაურის შტაბის ხელმძღვანელი - ირაკლი კუჭავა წინასწარ ადგენდა კოალიციის აქტივისტებით დაკომპლექტებულ სიებს, რომლებიც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს უნდა გადასცემოდათ, რათა მათ აღნიშნული პირები საუბნო კომისიების წევრებად აერჩიათ. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ - თემურ კუტუბიძემ საოლქო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ პირდაპირ გამოხატა უკმაყოფილება კომისიის წევრების მიმართ, რადგან წინასწა...