2014-05-29
„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის ინფორმაციით, 29 მაისს, სოფ. რუხში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს იმ დროს, როდესაც ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები წინასაარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ. სამართალდამცავი ორგანოების დროული ჩარევის შედეგად დაპირისპირება არ გამწვავებულა....
2014-04-07
2014 წლის 7 აპრილს, ახალციხეში, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების, გიგი უგულავას, გოკა გაბაშვილის, კოტე გაბაშვილის, მიხეილ მაჭავარიანისა და სხვა წარმომადგენლების შეხვედრა ,,ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის წინ გაიმართა. აქცია გაგრძელდა დაახლოებით 10-15 წუთი და მიმდინარეობდა ხმაურის ფონზე.
„სამართლიანი არჩევების“ კოორდინატორის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ აქტივისტები, მოქალაქეები ტრანსპარანტებით აპროტესტებდნენ აღნიშნული შეკრების მიმდინარეობას. საპარლამენტო უმცირესობის წე...
2014-04-10
10 აპრილს ,,ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი, თენგიზ გუნავა, გეგმავდა ანაკლიაში შეჩერებული მშენებლობების შესახებ ბრიფინგის მოწყობას.
ბრიფინგის ჩაშლა სცადეს ,,ქართული ოცნებისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა - ,,დაიცავი საქართველოს“ აქტივისტებმა. ისინი ,,ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს დახვდნენ ცოცხებით და ფიზიკური ძალის გამოყენებით ცდილობდნენ მიზნის მიღწევას.
თენგიზ გუნავას განცხადებით, ბრიფინგის ჩაშლა წინასწარ იყო დაგეგმილი. ,,ქართული ოც...
2014-04-10
2014 წლის 10 აპრილს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრას ატარებდნენ ქ. თელავში. აღნიშნულ შეხვედრაზე მოვიდნენ საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ივერიელისა“ და კოალიცია ქართული ოცნების“ აქტივისტები . ისინი წინასაარჩევნო შეხვედრის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებდნენ, რის შემდეგაც 2014 წლის 10 აპრილს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრას ატარებ...
2014-05-24
28 მაისს, რუსთავში, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ ოფისში, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წევრების ტრენინგის მიმდინარეობისას ოფისში შეიჭრნენ საარჩევნო ბლოკ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რასაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რის შემდეგაც სიტუაცია განიმუხტა, თუმცა ტრენინგის გაგრძელება ვეღარ მოხერხდა.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ მიერ მოხდა ს...
2014-05-24
2014 წლის 24 მაისს რუსთავის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ მოხდა დაპირისპირება აღნიშნული პარტიისა და კოალიცია "ქართული ოცნების" წევრებს შორის. დაპირისპირება აქტივისტებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფით დასრულდა. „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა - მამუკა ჩიქოვანმა განუცხადა, რომ 24 მაისს გეგმავდა ოფისის წინ ბრიფინგის ჩატარებას რუსთავში შეჩერებული პროექტების შესახებ. ბრიფინგის დაწყების დროს კი პარტიის ოფისთან სამარშუტო ტაქსებით...
2014-05-31
31 მაისს, სოფ. ფონიჭალაში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტს, ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი - ხათუნა ბერძენიშვილი დაესწრო მომხრეებთან ერთად. შეხვედრაზე მისულმა კოალიცია ,,ქართული ოცნების“ აქტივისტებმა კვერცხები დაუშინეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია, თუმცა მაჟორიტარობის კანდიდატის - ხათუნა ბერძენიშვილის განცხადებით, პოლიცია გამოძახებიდა...
2014-04-24
24 აპრილს პარტია ,,საქართველოს გზის“ მერობის კანდიდატი, ლექსო კობაიძე და მისი პარტიის წარმომადგენლები ქ. რუსთავში სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის განკუთვნილ უფასო სასადილოს ეწვიენ. შეხვედრას აშუქებდა ქვემო ქართლის ტელევიზიაც.
პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენლმა, მამუკა ჩიქოვანმა დააფიქსირა, თუ როგორ გამოჩდნენ შეხვედრის დაწყებისთანავე რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. აქვე მოსულმა გაურკვეველმა ორმა მოქალაქემ კი პარტიის წარმომადგენლებს ტერიტორიის დ...
2014-04-01
2014 წლის 1 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარეს - იასონ ჭუმბურიძეს ბრალი წაუყენეს. საქმე ეხება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ე.წ. „მთათა ცვენის“ გასამაგრებელი სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებას. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით: "ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, იასონ ჭუმბურიძემ გულგრილად და არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები, რაც გამოიხატა იმა...
2014-03-29
29 მარტს ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - მალხაზ ფარტენაძე დააკავეს. მოგვიანებით კი ბრალდება შეიცვალა და გამოძიებამ იგი თაღლითობის მცდელობაში დაადანაშაულა.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, მალხაზ ფარტენაძე მოქალაქეებს ამირან ადეიშვილსა და ნათია მახარაშვილს მოტყუებით დაპირდა გონიოში მიწის ფართის შესყიდვას და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით და აუქციონის წესით გაყიდვის გარეშე აპირებ...
2014-03-28
28 მარტს 19 საათზე საკუთარ კაბინეტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სოფელ ხალას რწმუნებული მალხაზ დიასამიძე დააკავა. იგი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია და ამავე პარტიის მიერ თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება. დიასამიძეს ბრალად ედება 2013 წელს ციტრუსისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სუბსიდიების მითვისება.
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი საინფორმაციო წყაროებში ამ ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას...
2014-02-11
2014 წლის 11 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - ზურაბ ოტიაშვილი დააკავა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოტიაშვილის დაკავებას მის პარტიულ საქმიანობას უკავშირებს, ვინაიდან იგი დაგეგმილ პარტიის შიდა პრაიმერში სავარაუდო კანდიდატად სახელდებოდა.
გამოძიებით დადგენდა, რომ ზურაბ ოტიაშვილმა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგე...
2014-02-10
2014 წლის 10 თებერვალს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ზურაბ ჯიბუხაია და მოადგილე ბესარიონ ჭელიძე დააკავა. საქმე ეხება 2010 წელს ხონის მუნიციპალიტეტში უკანონოდ მოჭრილ ხე-ტყეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ზურაბ ჯიბუხაია თვითმმართველობის არჩევნებზე გამგებლის პოსტზე პარტიის კანდიდატი უნდა ყოფილიყო. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება გამორიცხავს მათ უშუალო და აქტიური მონაწილეო...
2014-04-10
2014 წლის 10 აპრილს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვაზე მისულ გიგი უგულავას ორგანიზაცია ,,ანტი-კლანის“ წევრებმა მერაბ ღოღობერიძემ და ვახტანგ მითიაშვილმა კვერცხები დაუშინეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ინციდენტის გამო მერაბ ღოღობერიძეს 3 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ვახტანგ მითიაშვილი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის 100 ლარით დაჯარიმდა....
2014-07-04
2014 წლის 4 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიგი უგულავას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ბრალდებულის მხარდამჭერებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის. ჩხუბის დროს დააკავეს თბილისის ყოფილი მერი კონსტანტინე გაბაშვილი, ,,თავისუფალი ზონის“ აქტივისტები - გოჩა დარჯანია, დავით გოგოხია, ასევე პარლამენტის წევრი - ლევან ბეჟაშვილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, რაც ითვალისწინებს...
2014-07-03
2014 წლის 3 ივლისს თბილისის ყოფილი მერი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი - გიგი უგულავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, მისი დაკავება გადაუდებელი აუცილებლობით იყო გამოწვეული, რადგან არსებობდა ბრალდებულის მიმალვის საფრთხე. გიგი უგულავას ბრალი ედება გიორგი ღონიაშვილთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი უდენობით შემოსავლების ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ...
2014-06-22
თერჯოლის რაიონის სოფ. ჭოგნარის რწმუნებულზე - შოთა შანიძეზე, (რომელიც კენჭს თერჯოლის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა და საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო წარდგენილი), მისივე განცხადებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ - მერაბ დევიძემ ზეწოლა განახორციელა თანამდებობის დატოვების მოთხოვნით. როგორც შოთა შანიძემ „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს განუცხადა, ის 22 ივნისს, არასამუშაო დღეს - კვირას მერაბ დევიძემ თავის კაბინეტში დაიბარა და დაემუქრა, რომ თუ ის რწმუნებულის ...
2014-06-09
2014 წლის 9 ივნისს ცაგერის კულტურის სახლში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები - გიგი უგულავა და გიგი ბოკერია ამომრჩეველს შეხვდნენ. შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ დახვდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები - ლაშა კვირიკაშვილი - კოალიცია “ქართული ოცნების“ კანდიდატი ცაგერის საკრებულოს პარტიულ სიაში, გოგიტა ახვლედიანი - კოალიციის წევრი და სოფ. აღვის დამოუკიდებელი კანდიდატი, რამაზ მურცხვალაძე - კოალიციის წევრი და ცაგერის შტაბის თანამშრომელი, რომლებმაც გიგი უგულავას და გიგა ბო...
2014-06-07
2014 წლის 7 ივნისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გიგი უგულავა, გიორგი ბარამიძე და გიგა ბოკერია წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ ბათუმში, დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეხვედრაზე ყოფილი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახალხო კრების“ წარმომადგენელი - დავით ლორია და პოლიტპატიმარი - ჯემალ დუაძე მივიდნენ. მათი განცხადებით, სურდათ პასუხები მიეღოთ პარტიის ლიდერებისგან მათი მმართველობის პერიოდში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე დამსწრე პირებმა დუაძეს და ლორ...
2014-04-25
25 აპრილს ყვარლის საკრებულოს დახურულ სხდომაზე გამგებელი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. მის გადაყენებას წინ უძღოდა 24 აპრილის ხმაურიანი სხდომა, სადაც დეპუტატების ნაწილი გამგებელს 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების შედეგების განხილვისას დაუპირისპირდა. დეპუტატთა ნაწილმა უარყოფითად შეაფასა საფინანსო სამსახურის დასკვნა, გამგებელმა კი საკრებულო საჯაროდ გააკრიტიკა მისი მუშაობისთვის ხელის შეშლაში. სხდომა კამათსა და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
„სამართლიანი არჩევნების...