1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023
  30. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  31. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - არჩევნების დღე
    2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - არჩევნების დღე



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
ISFED-ის მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 49
123

გამგებელ გია ჩალათაშვილის მიერ მოსახლეობაზე განხორციელებული ზეწოლა

თარიღი: 2012-09-21
ოლქი: თბილისი , საგარეჯო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-09-20
საგარეჯოში ამომრჩევლებთან შეხვედრა ჰქონდა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ თინა ხიდაშელს. ყველა ის ადამიანი, ვინც ესწრებოდა აღნიშნულ შეხვედრას, აღმოჩნდა მუქარის და შეურაცხყოფის მსხვერპლი გამგებელ გია ჩალათაშვილის მიერ. იგი გამუდმებით ზეწოლას ახდენს მოსახლეობაზე, ითხოვს მათგან, რომ ხმა ნაციონალურ მოძრაობას მისცენ. რაიონში მსგავსი მუქარების გამო ადამიანებს ეზღუდებათ არჩევანის უფლება....

მასწავლებლებისა და მშობლების პრეზიდენტთან შეხვედრაზე დასწრების იძულება სოფელ სართიჭალაში


2012-09-21
გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში ნაცმოძრაობის შტაბის უფროსმა პაატა თეთრაულმა მასწავლებლებს განუცხადა შემდეგი: "თქვენი ხმა ყველა ჩვენია, ჩვენ გამარჯვებულები ვართ და არაფერი შეგეშალოთ". სოფელ სართიჭალის სკოლის დირექტორს ქალბატონ ირინა მაისურაძეს მისცეს დავალება, რომ უკლებლივ ყველა მშობელი და პედაგოგი აიძულოს შაბათს გარდაბანში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე ბავშვებით მივიდნენ. გარდაბნის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ასეთ დავალებებს აძლევს რაიონის ყველა სკოლის დირექტორს....

“ქართული ოცნების” მხარდამჭერ ციცინო ივანიშვილის მიმართ განხორციელებული ზეწოლა ლაგოდეხში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ლაგოდეხი , ვარდისუბანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-08-20
სოფელ ვარდისუბნის მკვიდრი, კოალიცია “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ციცინო ივანიშვილი „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას განაცხადა, რომ იმ დროიდან, რაც ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე ხელმოწერებს აგროვებდა, ადგილობრივი ხელისუფლება მისით და მისი ოჯახით დაინტერესდა. ციცინო ივანიშვილი დაბარებული იყო დაკითხვაზე კონტროლის პალატის მიერ. იგი აცხადებს, რომ მას სდევნიან, ემუქრებიან, რომ წამოვიდეს კოალიციიდან. მისი მეუღლის მიმართ სისტემატურად ...

სკოლის პედაგოგებზე განხორციელებული ზეწოლა ჩოხატაურში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-08-19
2012 წლის 19 აგვისტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ჩოხატაურის სკოლის რამდენიმე პედაგოგი დასწრებას არ აპირებდა. ამ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე სკოლის დირექტორი მათ ხელფასის დაქვითვით დაემუქრა, რის გამოც პედაგოგები შეხვედრას დაესწრნენ. „სამართლიანი არჩევნები“ პედაგოგების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მათი ვინაობის საჯაროდ დაფიქსირებისგან თავს იკავებს....

„ქართული ოცნების“ აქტივისტ ჰასმიკ იეგიანის მიმართ განხორციელებული ზეწოლა ახალციხეში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ახალციხე , ახალციხე
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-08-12
2012 წლის 12 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი ჰასმიკ იეგიანი სამ თანამოაზრესთან ერთად ახალციხეში, ივერიელის ქუჩაზე, კოალიცია „ქართული ოცნების“ ბუკლეტებს არიგებდა. ამ დროს მათთან აღასა ირიციანი თანმხლებ ორ პიროვნებასთან ერთად მივიდა, თავი პოლიციის წარმომადგენლად გააცნო და აქტივისტებს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერი საქმიანობის შეწყვეტა მოსთხოვა, წინააღდეგ შემთხვევაში დაჭერით დაემუქრა. ირიციანმა დახია ბუკლეტების ნაწილი და გოგონებს მაისურების გახადა აიძულა. ...

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მიერ განხორციელებული ზეწოლა კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ლევან თაბორიძის ოჯახზე კასპში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-08-08
2012 წლის 8 აგვისტოს ბელგიაში მცხოვრებ, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ლევან თაბორიძის მამასთან შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი მალხაზ ბარნოვი მივიდა და დაემუქრა, რომ თუ მისი შვილი არ „დაჭკვიანდება“ ოჯახი სახლს დაკარგავდა. ლევან თაბორიძე აღნიშნულ ფაქტს იმ მოვლენას უკავშირებს, რომ ის აქტიურად მონაწილეობს ემიგრანტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციებში....

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ განხორციელებული ზეწოლა "ქართული ოცნების" წევრ ნიკოლოზ კიკილაშვილზე სიღნაღში


2012-08-03
2012 წლის 3 აგვისტოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კოტე ჯანელიძემ და უშიშროების რეგიონული სამსახურის უფროსმა, სოსო ციციშვილმა წნორში მცხოვრებ ნიკოლოზ კიკილაშვილს „ურჩიეს“ დაეტოვებინა კოალიცია „ქართულ ოცნება“, რაზეც მისგან უარი მიიღეს. მათ კიკილაშვილი მანქანაში ჩასვეს და სიღნაღში წაიყვანეს, სადაც მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ. სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარე „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას აღნიშნულ ფაქტს პროვოკაციად აფასებს და არ გამორი...

ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ განხორციელებული ზეწოლა "ქართული ოცნების" კოორდინატორ ემზარ ცაავაზე

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ზუგდიდი , ორულუ
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-08-02
2012 წლის 2 აგვისტოს კოალიცია "ქართული ოცნების" სოფელ ორულუს კოორდინატორ ემზარ ცაავას ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ირაკლი ცაავა ეწვია. ემზარ ცაავას თქმით, ირაკლი ცაავამ ოთახის კარი გადაკეტა და მისგან ითხოვდა ახსნა-განმარტებას, თუ რატომ იყო ოპოზიციაში და რომ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა შეეწყვიტა. შელაპარაკების დროს ირაკლი ცაავა იარაღით იმუქრებოდა. მოგვიანებით ემზარ ცაავამ ოთახიდან გაქცევა მოახერხა და თხილის ნარგავებში 2 საათის განმავლობაშ...

სოფელ ბახვის რწმუნებულ გოჩა შარაშიძის მიერ ნუკრი ბაჯელიძის წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება


2012-07-04
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ბახვის რწმუნებულმა, გოჩა შარაშიძემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა ამავე სოფლის მცხოვრებ ნუკრი ბაჯელიძეს. ნუკრი ბაჯელიძემ "სამართლიანი არჩევნების" გრძელვადიან დამკვირვებელს განუცხადა, რომ სანამ ოზურგეთში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია გაიმართებოდა, მას გოჩა შარაშიძემ დაურეკა და უთხრა, წამოსულიყო კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, უწმაწური სიტყვებით მიმართა და დაემუქრა. 4 ივლისს საღამოს სოფელ ბახვის ცენტრში გოჩა შარაშ...

ცუცხვათის თემის რწმუნებულ ჯემალ ობოლაძის მიერ განხორციელებული ზეწოლა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ თემურ კუპრაშვილზე


2012-07-14
2012 წლის 14 ივლისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ თემურ კუპრაშვილს ცუცხვათის თემის რწმუნებულმა - ჯემალ ობოლაძემ დაურეკა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. მოგვიანებით მათი შეხევდრა რწმუნებულის მხრიდან კვლავ სიტყვიერი შეურაცხყოფით დასრულდა. კოალიცია "ქართული ოცნების" წევრების ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტი უკავშირდება იმ ფაქტს, რომ თემურ კუპრაშვილი ორგანიზებას უწევდა კოალიციის წარმომადგენლების შეხვედრას ახალგაზრდებთან ცუცხვათის თემში. საბოლოოდ ახლგაზრდებთ...

პოლიციელ ზურაბ ფარეულიძის მხრიდან კოალიცია „ქართული ოცნების“ რეგისტრატორებზე განხორციელებული ზეწოლა

თარიღი: 2012-08-21
ოლქი: ახმეტა , ახმეტა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-06-25
2012 წლის 25 ივნისს N24-ე ომალოს უბანზე პოლიციელმა ზურაბ ფარეულიძემ სახლიდან გამოყარა კოალიცია „ქართული ოცნების“ რეგისტრატორები მარინა გაურგაშვილი და ნანა ციხესაშვილი და ამავდროულად თანასოფლელები გააფრთხილა, ვინც მათთან ითანამშრომლებდა დახმარებები მოეხსნებოდათ....

კოალიცია "ქართული ოცნების“ რეგისტრატორებზე, მარიამ ხოსიაშვილსა და თეონა უმცროსაშვილზე განხორციელებული ზეწოლა ახმეტაში

თარიღი: 2012-08-21
ოლქი: ახმეტა , ახმეტა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-07-06
კოალიცია "ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ოთარ კვირიკაშვილის განცხადებით, ამომრჩეველთა სიების გადამოწმება, რომელიც კარდაკარის პროგრამით ხორციელდება, რეგისტრატორებზე ზეწოლებით მიმდინარეობს. 2012 წლის 6 ივლისს ახმეტის N1 ჟალურის უბანზე ამომრჩეველთა სიების გადამოწმების - კარდაკარის განხორციელების დროს, რეგისტრატორებს - მარიამ ხოსიაშვილს და თეონა უმცროსაშვილს შპს „ახმეტა გამწვანების“ მმართველის მოადგილემ, თემურ ერთგულაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სამუშაოს შესრულებაშ...

"თავისუფალი საქართველოს" აქტივისტ მელანია ბერიაშვილზე განხორციელებული ზეწოლა თელავში

თარიღი: 2012-08-21
ოლქი: თელავი , თელავი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-07-04
2012 წლის ივლისის დასაწყისში პარტია "თავისუფალი საქართველოს" აქტივისტი მელანია ბერიაშვილი საარჩევნო რეგისტრაციის მიზნით თელავში ამომრჩეველთა ხელმოწერებს აგროვებდა. 2012 წლის 4 ივლისს მას სახლში ესტუმრა თელავის პოლიციის უბნის რწმუნებული, ბადურ რევაზიშვილი, რომელიც დაინტერესდა, რატომ აგროვებდა ბერიაშვილი ხელმოწერებს, რა თანხას უხდიდა პარტია ამ სამუშაოს შესრულებისთვის და რა აკავშირებდა მას პარტიასთან. როგორც მელანია ბერიაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვე...

ფოთის სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომელ მანუჩარ ქუჩულორიაზე განხორციელებული ზეწოლა და სამსახურიდან გათავისუფლება


2012-08-13
მე, მანუჩარ ქუჩულორია, 8 წელი ვმსახურობდი სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში. ბოლო თვეებია ჩემზე ხორციელდება პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა. მამაჩემი, ვახტანგ ქუჩულორია არის "ეროვნული ფორუმის" წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ქართული ოცნების ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი. დაახლოებით 2 თვის წინ დამიბარეს წალენჯიხის კუდ-ში. მალხაზ ღურცკაია – კუდ-ის უფროსი დაჟინებით მოითხოვდა, მამაჩემი დემონსტრაციულად გადასულიყო ნაციონალურ მოძრაობაში. ამის შემდეგ ფოთის სანაპ...


იხილეთ ყველა (2) კომენტარი

რწმუნებულ შალვა ხორნაულის მიერ პარტია "თავისუფალი საქართველოს" აქტივისტებზე განხორციელებული ზეწოლა სოფელ არხილოსკალოში


2012-08-21
2012 წლის 17 ივლისს სოფელ არხილოსკალოს რწმუნებულმა, შალვა ხორნაულმა პარტია"თავისუფალი საქართველოს" აქტივისტებს, ჟუჟუნა ქენქაძეს და ნათია ნათაძეს, რომლებიც სოფელ არხილოსკალოში პარტიის მხარდამჭერების რეგისტრაციას ახდენდნენ, საქმიანობის განხორცილება აუკრძალა. როგორც პარტიის აქტივისტებმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს განუცხადეს, სოფლის რწმუნებულის მხრიდან აკრძალვას სოფლის ტერიტორიაზე გადაადგილების და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ სოფლის სხვადასხვა უბან...

მოსახლეობის მიმართ განხორციელებული მუქარა სოფელ ოდიშში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ზუგდიდი , ოდიში
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-07-13
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა, გურგენ სართანიამ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს აცნობა, რომ ჯული ქალდანი, რომელიც სოფ. ოდიშში „ერთანი ნაციონაური მოძრაობის“ აქტივისტია, ასევე, ოდიშის საბავშვო ბაღის თანამშრომლები - ხათუნა ანთია და მარინა დარსანია სოფელ ოდიშის მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ არ წასულიყვნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში წამსვლელთა სიას პოლიციას გადასცემდნენ....

პაატა თორდიას მიმართ სატელეფონო ზარებით განხორციელებული მუქარა ზუგდიდში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-07-13
კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლებმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს განუცხადეს, რომ პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ წევრთან, პაატა თორდიასთან უცნობი ნომრიდან სისტემატიურად ხორციელდება სატელეფონო ზარები, რა დროსაც უცხო პიროვნება მას ოჯახის წევრების დაჭერით ემუქრება....

"ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული მუქარა ხურვალეთში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: გორი , ხურვალეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-07-13
კოალიცია „ქართული ოცნების“ რეგისტრატორები - ტარიელ მიდელაშვილი და მაია მიდელაშვილი, რომლებიც ამომრჩეველთა სიების გადამოწმებას ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში ახორცელებდნენ, აცხადებენ, რომ დასახლების შესასვლელთან, სადაც პოლიციის პოსტია, გაააჩერეს და ბეიჯები გამოართვეს. რეგისტრატორების თქმით, ოცი ოჯახი აღწერეს, შემდეგ მათთან ხუთი ახალგაზრდა მივიდა და უთხრეს, აღარ გაეგრძელებინა სიის გადამოწმება, წინააღდეგ შემთხვევაში ცემით დაემუქრნენ....


იხილეთ ყველა (2) კომენტარი

ზეწოლა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებზე ლაგოდეხში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ლაგოდეხი , ლელიანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-07-13
2012 წლის 25 ივნისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩეველთა სიების გადამოწმების - კარდაკარის დროს რეგისტრატორებს - ხათუნა კობერიძეს, ლია ჯაჯნიძეს, ანა ჭუმბურიძესა და ხათუნა ჯანაშვილს სოფელ ლელიანის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა ნინო კაპანაძემ საქმიანობის შეწყვეტა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ათასლარიანი ჯარიმის გამოწერით დაემუქრა. მომხდარი ფაქტის შემდეგ ოთხივე ინტერვიუერმა უარი განაცხადა ამომრჩეველთა სიის გადამოწმებაზე....

საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული მუქარა დედოფლისწყაროში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: დედოფლისწყარო , დედოფლისწყარო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-07-13
2012 წლის 1 ივნისს შპს „სერვისი 2007“-ის დასუფთავების სამსახურის უფროსმა - ილია ტალიაშვილმა, სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო ცენტრის უფროსმა - მურად ოზაშვლმა და ხელოვნების სკოლის დირექტორმა - აკაკი მერაბიშვილმა თანამშრომლებს გამოუცხადეს, რომ თუ ისინი ან მათი ნათესავები დაესწრებიან 2012 წლის 2 ივნისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ შეხვედრას, სამსახურიდან გათავისუფლდებოდნენ. „სამართლიან არჩევნებს“ აღნიშნული ინფორმაცია არაერთმა წყარომ დაუდასტურა....