2018-11-29
29 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით კასპის რაიონის სოფელ ხიდისყურში, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი - ალიოშა გულიოღლი თანასოფლელებმა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა - გულო ბაირამოვმა და გურაზა ბაირამოვმა სცემეს. ნაცემი ალიოშა გულიოღლი, კასპში მედალფას კლინიკაში გადაიყვანეს. დაზარალებულს მედიკოსებმა, თავის ტრავმა (ტვინის შერყევა) დაუდგინეს.
თავდაპირველად კონფლიქტი გულო ბაირამოვსა და ალიოშა გულიოღლის შორის არჩევნების დღეს, 28 ოქტომბერს დაიწყო. სოფელ ხიდისყურის ცენტრში, „ქართული ოცნე...
2018-11-13
13 ნოემბერს, ადილობრივი მედიასაშუალება „სპექტრის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ვეჯინში მცხოვრებმა გულნაზი ცანკაშვილმა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა მასზე განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტის გამო. გულნაზი ცანკაშვილის განცხადებით მასზე ფიზიკური ძალადობა განახორციელეს შვილმა და რძალმა, იმ მიზეზით, რომ მან 28 ოქტომბერს ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცა. გულნაზი ცანკაშვილის თქმით მისმა რძალმა ნათია ყარაულაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის, ელმირა ბეციაშვილ...
2018-11-07
7 ნოემბერს, გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტი, რემო პოღოსიანი გადაიყვანეს ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში. მას თავზე 2 ჭრილობა ჰქონდა. გაერთიანებული ოპოზიციის ახალქალაქის შტაბის უფროსმა, აშოტ რაისიანმა განაცხადა, რომ აქტივისტი რემო პოღოსიანი პოლიტიკური ნიშნით ცემეს, თუმცა თავად პოღოსიანმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ არავის უცემია, ოჯახში საშემოდგომო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც დაეცა და დაშავდა.
აშოტ რაისიანი აცხადებს, რომ რემო პოღოსიანმა ინციდენტიდ...
2018-11-06
6 ნოემბრის ღამის საათებში, სოფელ ბოდბეში „ევროპული საქართველოს“ აქტივისტს, ბესიკ ლაზარიაშვილს თავს დაესხა სამი ნიღბიანი პირი. პარტიის ინფორმაციით, უცნობი პირები ლაზარიაშვილს სიტყვიერ შეურაცყოფასაც აყენებდნენ და მოითხოვდნენ მეორე ტურისთვის პოლიტიკური აქტივობა შეეწყვიტა.
თავად ბესიკ ლაზარიაშვილი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისგან და დამატებითი ინფორმაციის მიწოდებისგან თავს იკავებს. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება....
2018-10-30
30 ოქტომბერს ახალქალაქის მაჟორიტარის ენზელ მკოიანის ნათესავები და მისი მხარდამჭერები თავს დაესხნენ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრებს, თავდასხმის შედეგად გაერთიანებული ოპოზიციის 4 წევრი სხვადასხვა დაზიანებით ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიერ მოპოვებული ინფორმაციით ენზელ მკოიანის შვილი, ძმა და ძმისშვილები 30-მდე ადამიანთან ერთად შევარდნენ გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში და ცემეს მელიქ რაისიანი, მისი შვილი - აშოტ რაისიანი ...