2012-07-13
2012 წლის 28 მაისიდან სოფელ ბაკურციხეში მცხოვრები მარიამ მიჩიტაშვილი შპს „ხიდმშენი“ და “გვირაბები 99’’-ში მზარეულის პოზიციაზე მუშაობდა. ამასთანავე, მარიამ მიჩიტაშვილმა აღნიშნულ სამშენებლო კომპანიას სამი თვის ვადით მიაქირავა თავისი საცხოვრებელი სახლის ორი ოთახი. როგორც მარიამ მიჩიტაშვილი აცხადებს, 2012 წლის 20 ივნისს „ხიდმშენის“ და „გვირაბები 99’’ სამმართველოს უფროსის მოადგილე გივი მახარაძე დაბარებული იყო კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან, გიორგი სიბაშვილთან, რომელმაც მას ...
2012-05-21
2012 წლის აპრილის დასაწყისში, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელებმა მოქალაქე სოსო მელაშვილთან მიაღწიეს შეთანხმებას საოფისე ფართის დაქირავებასთან დაკავშირებით. შეთანხმების გასაფორმებლად მისულ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მან მიზეზის განმარტების გარეშე უთხრა უარი ფართის მიქირავებაზე....
2012-05-21
კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისის თავმჯდომარის, გია გვალიას ინფორმაციით, სხვა რაიონების მსგავსად, კოალიციისათვის ოფისის მოძებნა ძალიან გართულდა. დაახლოებით დაფიქსირდა 5 შემთხვევა, როდესაც შეთანხმების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე, მესაკუთრეებმა მოსალოდნელი უსიამოვნებების გამო უარი განაცხადეს ფართის გაქირავებაზე....
2012-05-21
ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა 2012 წლის მარტის ბოლოს ტელეკომპანია ,,მეცხრე არხის’’ კორესპონდენტი გახდა. იგი ა/წ აპრილის დასაწყისიდან ცდილობდა საოფისე ფართის პოვნას. მესაკუთრეებთან მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, მას შემდეგ, რაც ისინი იგებდნენ, რომ ტელევიზია “მეცხრე არხს” ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა კავშირი, ჟურნალისტს უარს ეუბნებოდნენ ფართის მიქირავებაზე....
2012-05-21
კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს აცნობეს, რომ ისინი 3 თვის განმავლობაში ეძებდნენ ფართს ოფისისთვის. ფართის მესაკუთრეები თავიდან თანხმდებოდნენ ოფისის გაქირავებას, თუმცა საბოლოოდ უარს აცხადებდნენ. ფართის მესაკუთრეები კოალიცია „ქართული ოცნებასთან“ საუბრებში აღნიშნავდნენ, რომ მათი ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ სამსახურიდან დათხოვნით....
2012-05-21
2012 წლის 18 აპრილს,„ქართული ოცნების“ კასპის რაიონული ოფისის გახსნის დღეს, სოფლებიდან რაიონული ცენტრისკენ გამომავალი 12 საათიანი ავტობუსების მარშრუტი გადაიდო. მოძრაობა, ასევე, შეიზღუდა 11 საათიდან 16 საათამდე ადგილობრივ (საქალაქო) ტრანსპორტზე.მარშრუტების გადადების მიზეზი სადგურის მოლარე ოპერატორმა დამკვირვებელთან საუბრისას ვერ ახსნა....