1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023
  30. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  31. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - არჩევნების დღე
    2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - არჩევნების დღე



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
ISFED-ის მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 79
1234

პატრულის თანამშრომლის მიერ ამომრჩეველთა მონაცემების შეგროვება თბილისში


2012-09-12
მეზობელმა გააქირავა უცხოეთში წასული ნათესავის ბინა. დამქირავებელი არის პატრულის თანამშრომელი, რომელმაც მოითხოვა ბინის პატრონის პირადობის ნომერი. კითხვაზე - რატომ - უპასუხა, რომ დაგვავალეს თითომ 20 ხმა უნდა მოვაგროვოთო,(თუნდაც მიიტანონ მრავალჯერ განმეორებადი პირადობის ნომრები)....

მასწავლებლებისა და მშობლების პრეზიდენტთან შეხვედრაზე დასწრების იძულება სოფელ სართიჭალაში


2012-09-21
გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში ნაცმოძრაობის შტაბის უფროსმა პაატა თეთრაულმა მასწავლებლებს განუცხადა შემდეგი: "თქვენი ხმა ყველა ჩვენია, ჩვენ გამარჯვებულები ვართ და არაფერი შეგეშალოთ". სოფელ სართიჭალის სკოლის დირექტორს ქალბატონ ირინა მაისურაძეს მისცეს დავალება, რომ უკლებლივ ყველა მშობელი და პედაგოგი აიძულოს შაბათს გარდაბანში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე ბავშვებით მივიდნენ. გარდაბნის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ასეთ დავალებებს აძლევს რაიონის ყველა სკოლის დირექტორს....

თბილისის მერის Facebook-ის გვერდის წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება


2012-09-12
IDFI-იმ პროექტის „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში დააფიქსირა წინასაარჩევნო დარღვევა. თბილისის მერის ოფიციალური Facebook-ის გვერდი საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენება. მერის ოფიციალურ გვერდზე აქტიურად იდება ალბომები და ჩანაწერები, რომლებიც მაჟორიტარი დეპუტატების საკუთარ საარჩევნო რაიონებში წარდგენას შეეხება. გიგი უგულავა კი მოხსენიებულია როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და არა როგორც თბილისის მერი. ი...

სოციალურად დაუცველი ოჯახების მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის პოლისების დარიგება რუსთავში


2012-08-27
მაისის თვეში რუსთავში დარიგდა უფასო სამგზავრო ბარათები. მოქმედების ვადა 2012 წელი. ბარათს აწერია: "სოციალურად დაუცველი ოჯახების მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის პოლისი". ცხელ ხაზზე დარეკვისას მიპასუხეს, რომ ბარათები გაიცა სოციალურად დაუცველთა ბაზის სიებზე დარყდნობით, არადა ამ ბაზაში უკვე ორ წელზე მეტია არ ვართ. ვცხოვრობ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში. აქ ოცამდე ოჯახია პოლისი ყველას დაურიგდა, სოციალურად დაუცველის მოწმობა კი მხოლოდ რამდენიმეს აქვს. პოლისი მოვიდა ...

ახმეტის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება


2012-09-07
ახმეტის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე (www.myakhmeta.ge) გამოქვეყნებული მრავლობითი ინფორმაციის მეშვეობით შეუფარავად ხორციელდება მთავარი ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აგიტაცია და ამავდროულად, მმართველი პარტიის მიმართ პოლიტიკური სიმპათიების გამოხატვას აქვს ადგილი. საია მიმართავს ცესკოს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ზემოაღნიშნული საქმის გარემოებები და შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმები შესაბამისი პირების მიმართ. ასევე, საია მოუწოდებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებ...

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება


2012-09-07
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის სათაური საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ღირებულება მხოლოდ პარტიული საქმიანობის წამოჩენის კუთხით გააჩნია. სათაურის მიხედვით: „მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ნაყოფია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბოლნისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.“ საია მიმართავს ცესკოს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ზემოაღნიშნული საქმის გარემოებები და შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმები შესაბამისი პირების მიმა...

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება


2012-09-07
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მმართველი პარტიის კანდიდატის წარდგენას ეხება. პრესრელიზი მმართველი პარტისადმი პოზიტიურად განწყობილი ტონით აღწერს სააგიტაციო შეხვედრის მიმდინარეობას. კერძოდ, აქ მითითებულია: „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობასთან განაცხადა რომ როლანდ ახალაია არის პიროვნება რომელიც ერთგულად ემსახურება თავის ქვეყანას და მის სახელთან არის დაკავშირებული ყველა ის სასიკეთო ცვლილებები რაც ბოლო პერიოდის საქართველოში გან...

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის პარტიული მიზნებისათვის გამოყენება


2012-09-07
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში უხვადაა გამოყენებული პარტიული ღონისძიების ამსახველი ფოტოები, სადაც კარგად ჩანს სააგიტაციო მაისურში ჩაცმული მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი, მერაბ ჯანელიძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბანერი. ბანერში მოკლედაა ასახული საარჩევნო პროგრამა, გამოსახულია კანდიდატი და საარჩევნო ნომერი „5“. პრესრელიზში კანდიდატი მოხსენიებულია „სამტრედიელებისათვის საკმაოდ ნაცნობ“ პიროვნებად.აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირე...

სოფელ ხვანჭკარის გამგებლის მიერ მოქალაქეთა დასაქმება


2012-08-22
2012 წლის 22 აგვისტოს სოფელ ხვანჭკარის გამგებელი - ლევან მეტონიძე „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებს - ვეფხია ვაწაძეს და ალეკო გვენცაძეს და კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ - როსტომ ვაწაძეს დაუკავშირდა და მათ პირადობის მოწმობები მოსთხოვა, რათა მომავალში დასაქმების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე დაესაქმებინა. რამოდენიმე დღეში ისინი გამოცხადნენ სოციალური დახმარების სამინისტროს ამბროლაურის განყოფილებაში. ვეფხია ვაწაძესა და ალეკო გვენეტაძეს მართლაც გა...

საპრეზიდენტო პროგრამა „ღიმილიანი საქართველო“-ს ამოქმედება სუფსაში


2012-08-13
2012 წლის 13 აგვისტოდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში საპრეზიდენტო პროგრამის „ღიმილიანი საქართველო“-ს ამოქმედება დაიწყო. პროგრამის შესაბამისი წარწერიანი ორი ავტობუსი სუფსის ცენტრშია განთავსებული და მხოლოდ სუფსის თემის მოსახლეობას უწევს სტომატოლოგიურ მომსახურებას. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი თავად გაესაუბრა პაციენტებს და შეიტყო, რომ სტომატოლოგიური მომსახურება, კერძოდ, ორთოპედიული და ქირურგიული, მხოლოდ განსაზღვრული ასაკის ადამიანებს (50 წლიდან ზემ...

პროდუქტების დარიგება ჭიათურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში


2012-08-04
2012 წლის აგვისტოს დასაწყისში ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე სხვადასხვა პროდუქტით დატვირთული ტომრები განთავსდა, რომელშიც მოთავსებული იყო ფქვილი, ზეთი, შაქარი. 2012 წლის 4 აგვისტოს აღნიშნული პროდუქტი დაურიგდა სოფელ პერევის მოახლეობას, ხოლო ტვირთის განაწილებას ახლდა ჭიათურის გამგებელი -პროკოფ ჩიკვილაძე. 6 აგვისტოს სოფელ წირქვალში პროდუქტის განაწილებისას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზურაბ კეთილაძე იმყოფებოდა. სურსათი დაურიგ...

საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების უფასო პროგრამა ყაზბეგში


2012-09-03
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საკარმიდამო ნაკვეთების დაკანონება უფასოდ მიმდინარეობს. რაც ჩვეულებრივ 51 ლარი ღირდა. მიწის დაკანონების მსურველი მოქალაქეები მხოლოდ აზომვითი ნახაზის თანხას იხდიან....

საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების უფასო პროგრამა ქედაში


2012-07-02
ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების უფასო პროგრამა, რომელმაც ქედის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე თემი მოიცვა. პროგრამა 2012 წლის ივლისში დაიწყო და ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების უფასო რეგისტრაციას (რისი ღირებულებაც პროგრამის დაწყებამდე 51 ლარი იყო)....

პოლიციის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო მაისურების დარიგება ბახმაროში


2012-08-19
2012 წლის 19 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი ბახმაროში მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა. „გურია news”-ის მიერ დაფიქსირებულია კადრები, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო მაისურებს პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები არიგებენ. ისინი, ასევე, იღებენ მითითებებს სააგიტაციო მაისურების გავრცელებასთან დაკავშირებით....

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ თინა ხიდაშელის ამორჩევლებთან შეხვდრის ხელშეშლა იორმუღანლოში


2012-08-17
შეხვედრის დამთავრების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა "info-9“ ის ჟურნალისტს გიორგი ნანუაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გადამღები კამერა დაუზიანეს....

„ქართული ოცნების“ წევრ მანანა ბერიკაშვილის ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრისთვის ხელშეშლა გურჯაანში


2012-08-09
2012 წლის 9 გვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანის ოლქში მანანა ბერიკაშვილი ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა. შეხვედრაზე გურჯაანის გამგეობის სოციალური სამსახურის თანამშრომელი, ეკა ნაქევხიშვილი მივიდა, რომელსაც ხუთი ქალბატონი ახლდა თან. შეხვედრის დროს ქალბატონები აფიქსირებდნენ, რომ მადლიერები იყვნენ გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილის. ისინი თავიანთ აზრს ხმაურით აცხადებდნენ და იქნებოდა შთაბეჭდილება, რომ შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ.დ...

„ქართული ოცნების“ მიერ გაკრული სააგიტაციო მასალის დააზიანება ყაზბეგში


2012-08-07
2012 წლის 7 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გაკრულ სააგიტაციო მასალა დააზიანეს, კერძოდ მას წითელი საღებავით შემოხაზული ციფრი „5“ გადააწერეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღნიშნული ქმედება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა გია ხუციშვილმა განახორციელა....

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ განხორციელებული ზეწოლა "ქართული ოცნების" წევრ ნიკოლოზ კიკილაშვილზე სიღნაღში


2012-08-03
2012 წლის 3 აგვისტოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კოტე ჯანელიძემ და უშიშროების რეგიონული სამსახურის უფროსმა, სოსო ციციშვილმა წნორში მცხოვრებ ნიკოლოზ კიკილაშვილს „ურჩიეს“ დაეტოვებინა კოალიცია „ქართულ ოცნება“, რაზეც მისგან უარი მიიღეს. მათ კიკილაშვილი მანქანაში ჩასვეს და სიღნაღში წაიყვანეს, სადაც მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ. სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარე „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას აღნიშნულ ფაქტს პროვოკაციად აფასებს და არ გამორი...

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება


2012-09-07
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია - 1. „დავით ბაქრაძემ სენაკში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა“; 2. „საქართველოს პრეზიდენტი ჩხოროწყუში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სიტყვით მიმართა“. ამონარიდი: დღეს ჩვენი მოწინააღმდეგის ფულით დაფინანსებული ხალხი გამოსულია ასპარეზზე გრძელი სიით თუ რა აქვთ დასანგრევი, გრძელი სიით თუ რის აშენებაში უნდათ ჩვენთვის ხელის შეშლა...ოპტიმისტები ვართ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. 3. „საქარ...

სენაკის მუნიციპალიტეტის გემგეობის ვებ-გვერდის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება


2012-09-07
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა - „დავით ბაქრაძემ სენაკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა“ (29.08.2012). საია მიმართავს ცესკოს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ზემოაღნიშნული საქმის გარემოებები და შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმები შესაბამისი პირების მიმართ. ასევე, საია მოუწოდებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორის კომისიას, სრულყოფილად შეისწავლონ სახელმწიფო დაწესებულებების ვებ-გვერდები, ეფექტური ზედამხედველობა გაუწიონ ს...