1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023
  30. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  31. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - არჩევნების დღე
    2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - არჩევნების დღე



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
აგიტაცია სოციალური ქსელით
ISFED-ის მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 40
12

საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება


2021-09-29
„სამართლიან არჩევნების" წარმომადგენელს მიაწოდეს ინფორმაცია ქუთაისის N38-ე საჯარო სკოლის დირექტორზე, ალექსანდრე კერესელიძეზე მიმდინარე ზეწოლის შესახებ. აღნიშნული პოლიტიკური მოტივით ხორციელდება. ადგილობრივი ხელისუფლების და მმართველი პარტიის წარმომადგენლები სკოლაში მათთვის სანდო მასწავლებლების დასაქმებას და საკადრო პოლიტიკაში ამ ფორმით ჩარევას ცდილობენ. დირექტორს, მერის მოადგილის, იუზა უგულავას პირდაპირი მითითებით მოსთხოვეს სკოლაში დაესაქმებინათ. იგი აქტიურად არის ჩართული ,,ქა...

საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება


2021-09-29
პარტია ,,საქართველოსთვის” ადგილობრივი წარმომადგენლების განცხადებით საჯარო სკოლის პედაგოგებზე ზეწოლა ხორციელდება. მათ ზეწოლის შედეგად უარი განაცხადეს საუბნო საარჩევნო კომისიაში პარტიის წარმომადგენლობაზე. ,,სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელთან ფაქტი დაადასტურეს პედაგოგებმა, თუმცა მათ ანონიმურად ყოფნა არჩიეს. მათი თქმით, ზეწოლა ხორციელდება ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, ლირა ღურწკაიას მიერ. ღურწკაია ამავდროულად წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსია....

საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება


2021-09-29
6 სექტემბერს, ტელეკომპანია ,,ფარვანა”-მ გაავრცელა პოლიტიკური პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მოსახლეობის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია. ვიდეო რგოლში ჩანს სოფელ პატარა არაქალის საჯარო სკოლის დირექტორი, მელანია ვარტანიანი. იგი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერ მიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს მუნიციპალურ არჩევნებზე მმართველ პარტიას მისცეს ხმა. იგივე ვიდეოში საუბრობს ოროჯოლარის საბავშვო ბაღის აღმზრდელიც....

საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება


2021-09-28
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგს, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა სააგიტაციო კამპანიაში ჩართვის მიზნით მიმართა და პარტიის სასარგებლოდ მხარდამჭერთა სიის შედგენა მოსთხოვა. ,,სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელს პედაგოგმა მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნული მითითების შესახებ, თუმცა ანონიმურად დარჩენა ისურვა....

საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება


2021-09-28
1 სექტემბერს ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა ამავე სკოლის დირექტორისა და ხუნევის თემის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლენა აბაშიძის მხარდასაჭერი პოსტი. აბაშიძე პოლიტიკური პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატია. საჯაროდ გამოქვეყნებულ პოსტზე ჩანს კანდიდატის წარდგენის ამსახველი ფოტომასალა ,,ქართული ოცნების" ბანერის ფონზე, სადაც გა...

მოქმედი თანამდებობის პირების წინასაარჩევნო კამპანია


2021-09-28
თბილისის მერმა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად კიდევ 55 ოჯახს გადასცა სამგორში. მერის განცხადებით, ბინების დაკანონების პროგრამით, რომელიც 2017 წლიდან დაიწყო 2 000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული და რამდენიმე ასეულ მილიონზე მეტის ქონებაა დაკანონებული. პროგრამა გრძელდება და ფართების დაკანონების მსურველ ადამიანებს მერი თანადგომას დაჰპირდა....

ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენება

თარიღი: 2021-09-26
ოლქი: ქარელი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2021-09-26
ქარელში, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებით დასახლებულ უბანში მცხოვრებლები ამბობენ რომ მათ „ქართული ოცნების" წევრები გზის და გარეგანათების გაკეთებას დაპირდნენ თუმცა იმის გამო რომ ისინი ოპოზიციის მხარდამჭერები არიან, დაპირება არ შეასრულეს. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლთან საუბრისას აღიშნულ ფაქტს ადგილობრივები ადასტურებენ,...

ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენება


2021-09-26
10 სექტემბერს, 18:00 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, რომელიც მერობის კანდიდატიც არის, კონსტანტინე შარაშენიძემ წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების თანამშრომლები. ღონისძიება 1.5 საათს გრძელდებოდა. წინასაარჩევნო შინაარსის შეხვედრაზე სამსახურებრივი ნიშნით შეკრების ნიშნები იკვეთებოდა.„სამართლიანი არჩევნების" საჩივრის საფუძველზე, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ, საარ...

ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენება


2021-09-26
2 სექტემბერს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, მთავარ სიახლეებში, დაიდო ინფორმაცია მინისტრის გამოსვლის შესახებ, მასში ნათქვამი იყო, საქართველოს ტერიტორიის სრულად დამისამართებაზე და დამატებული იყო, რომ „ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს ვანში გამართულ „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე ისაუბრა." ინფორმაციას თან ერთოდა სურათი, სადაც მინისტრი „ქართული ოცნების" საიმიჯო ტრიბუნასთან იდგა და კარგად ჩანდა პარტიის საარჩევნო...

საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირების ჩართვა კამპანიაში


2021-09-16
„ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ, მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებას სამუშაო დროს, ესწრებოდა წალკის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ბერიანიძე. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა საგანმანათლებლო რესურსცენტრში გაარკვია, რომ პირველი საჯარო სკოლის დირექტორი არ გასულა შვებულებაში და არც ერთდღიანი შვებულება აუღია. ...

საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირების ჩართვა კამპანიაში


2021-09-16
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზედა წინსვლის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნატალია კეჭეხმაძემ, მისი სკოლის პედაგოგებს საერთო ჩათში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატების წარდგენის ფეისბუქლაივი მიაწოდა და მხარდამჭერი კომენტარების დაწერა მოსთხოვა. დირექტორის და პედაგოგების მიმოწერის ჩანაწერიდან ნათლად ჩანს დირექტორის მითითების შინაარსი. ...

საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირების ჩართვა კამპანიაში


2021-09-16
„სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, სენაკის საჯარო სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებს მმართველი პარტიის ოფისებში იბარებენ და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას აიძულებენ, მათ შორის, არაპირდაპირი ზემოქმედების გზითაც. მსგავსი მითითებები აქტიურად გაიცემა სენაკის N3 საჯარო სკოლის დირექტორის, მარინე ნანეიშვილის და N2 საჯარო საჯაროს სკოლის მასწავლებლის, გული ბარკალაიას მიერ. შეკრების ორგანიზებაში ჩართულია სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე, კახაბერ რუსია. პარტიულ ოფისებში გამართულ შეხვედრებზ...

მოქმედი თანამდებობის პირების კამპანია


2021-09-16
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, რომელიც „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატია, აგრძელებს მუნიციპალიტეტის პროექტების საჯარო წარდგენას, მათ შორისაა: ახალკახათში ახალი სანიაღვრე არხის მოწყობის და ძველი სანიაღვრე არხების ამოწმენდის სამუშაოები, ცაიშისა და ახალი აბასთუმნის ადმინისტრაციული ერთეულების საჯარო სკოლების ტერიტორიაზე ხელოვნურსაფარიანი ღია სპორტული მოედნების ვრცლად

მოქმედი თანამდებობის პირების კამპანია


2021-09-16
თბილისში, გრიშაშვილის ქუჩზე ახალი საბავშვო სივრცის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ამ პროექტის ფარგლებში კრწანისის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს კრწანისის რაიონის მოქმედ მაჟორიტარ დეპუტატთან ლევან ჯაფარიძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდა და პროექტის დეტალები განიხილა. ლევან ჯაფარიძე, 2 ოქტომბრის არჩევნებზე, კვლავ კრწანისში მაჟორიტარ კანდიდატად არის წარდგენილი. ...

მოქმედი თანამდებობის პირების კამპანია


2021-09-16
12 აგვისტოს, შიდა ქართლის გუბერნატორმა და კასპის მერმა ვახტანგ მაისურაძემ „განახლებული რეგიონების‘’ პროგრამის ფარგლებში ქალაქ კასპში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. მოქმედი მერი კვლავ იყრის კენჭს „ქართული ოცნებიდან". ...

მოქმედი თანამდებობის პირების კამპანია


2021-09-16
5 აგვისტოს, კასპის მერი ვახტანგ მაისურაძე სოფელ ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ გამყოფ ხაზისპირა სოფელ ხვითში იმყოფებოდა. დაათვალიერა სოფელში მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. ვახტანგ მაისურაძის თქმით, რომელიც ამავდროულად მერობის კანდიდატია „ქართული ოცნებიდან", აგრძელებენ კასპის მუნიციპალიტეტის ისეთ სოფლებში გზების მოასფალტებას სადაც არასდროს ყოფილა ასეთი გზა. სოფელში მისასვლელი გზების შემდეგ, კი, შიდა გზების მოწესრიგებაზე იზრუნებენ. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ...

მოქმედი თანამდებობის პირების კამპანია


2021-09-16
თბილისის მერმა გლდანის რაიონში მცხოვრებ 36 ოჯახს, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. მათ დაუკანონდათ ის ფართები, სადაც მრავალი წელია ცხოვრობენ. მერიის ინფორმაციით, დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და ფართებით დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. ...

მოქმედი თანამდებობის პირების კამპანია


2021-09-16
გლდანის რაიონში „ქართული ოცნების" მიერ მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებული გამგებლის მოქმედი მოადგილე კოტე ზარნაძე, 4 აგვისტოს, გამგებელთან და საკრებულოს დეპუტატთან ერთად დაესწრო გლდანის პირველ მიკრო-რაიონში მოქალაქეთა დასასვენებელი და გასართობი სივრცის გახსნას.
ამავე შეხვედრის მიმდინარეობისას, კოტე ზარნაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პირდაპირი ეთერის საშუალებით საზოგადო...

მოქმედი თანამდებობის პირების კამპანია


2021-09-16
5 აგვისტოს ხარაგაულის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ხარაგაულის მერის კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით დაბა ხარაგაულში ე.წ. "წყალსადენის " ტერიტორიაზე წყლის ალტერნატიული ჭაბურღილის გაჭრა მიმდინარეობს. მისი მიზანია მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების დროისა და ხარისხის გაუმჯობესება.
აღსანიშნავია, რომ დაბა ხარაგაულში, მოსახლეობას წყალი წლებია გრაფიკით მიეწოდება. ...

მოქმედი თანამდებობის პირების კამპანია


2021-09-16
„ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი და მოქმედი მერი ზვიად მხეიძე აქტიურად ხვდება ა(ა)იპების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს. განიხილავს მათ სფეროში არსებულ პრობლემებს. 17 აგვისტოს კანდიდატი შეხვდა დასუფთავების, კეთილმოწყობისა და წყალმომარაგების სფეროს წარმომადგენლებს. 18 აგვისტოს - კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის წარმომადგენლებს. ...