2014-05-31
კრწანისის №30 საარჩევნო უბნის წევრი - გენადი ხშიანი, „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის ინფორმაციით, მონაწილეობდა 31 მაისს, სოფ. ფონიჭალაში ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრის ჩაშლაში.
„საარჩევნო კოდექსის“ მეორე მუხლის ჰ1 პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციად ითვლება როგორც საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად, ასევე მის საწინააღმდეგოდ განხორციელებული მოწოდება ან ქმედება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 2014 წლის 1 ივნისს, კრწანისის საოლქო საარჩევნო კომის...
2014-05-23
23 მაისს გურჯაანის N12 საოლქო კომისიის წევრმა - თორნიკე წინწლაშვილმა, რომელიც კომისიაში ,,ეროვნული ფორუმიდან“ არის წარდგენილი, კაჭრეთის N36-ე და N37-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარეებს - ხატია ბურდულაძესა და თამარ ლაზაშვილს მოსთხოვა ფოტო გადაეღო უბნებზე არსებული ამომრჩეველთა სიებისთვის, რათა კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატის ემზარ ჯიქურაშვილისთვის, რომელიც იმავდროულად გამგებელია, განესაზღვრათ, რამდენი ამომრჩეველი მისცემდა ხმას. ,,სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორთან საუბა...
2014-05-19
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, 2014 წლის 19 მაისს, გურჯანიის N5 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი - ბესარიონ თოდაშვილი, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი გამგებლობის კანდიდატის - გივი გერგიძის სასარგებლოდ მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ - ნატალია ბეგაშვილმა შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომელიც გადაეგზავნა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს განსახილველად. გურჯაანის რ...
2014-04-22
კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. გომში ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული - კახაბერ კაციაშვლი და აღნიშნული ორგანოს სპეციალისტი - მარინა ლომიაშვილი ერთ-ერთი საკრებულოს წევრობის კანდიდატის, ალექსი ბიძინაშვილის მხარდასაჭერად ხელმოწერებს აგროვებდნენ 2014 წლის 22 აპრილიდან 5 მაისამდე პერიოდში. ,,სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორი უშუალოდ ესაუბრა კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. გომში მცხოვრებ რამდენიმე მოქალაქეს, რომლებმაც აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს და განაცხადეს, რომ რწმუნებულისა და ორგანოს სპეც...
2014-05-03
3 მაისს ქუთაისში კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნების“ გამგებლების კანდიდატები წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ აქციაზე მოსახლეობა მიმდებარე რაიონებიდანაც იყო ჩასული. „სამართლიანი არჩევნების“ კოორინატორმა დააფიქსირა, რომ ხარაგაულიდან ქუთაისში პრემიერის მიერ მოწყობილ შეხვედრაზე გამგებელი კობა ლურსმანაშვილი მივიდა გამგეობის საკუთრებაში არსებული ავტომანქანით, კო...
2014-04-14
14 აპრილს თვითმმართველ ქალაქ ბათუმის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით გაიზარდა. დამატებული თანხებით ჯანდაცვის, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამები დაფინანსდება. თანხის ყველაზე დიდი ნაწილი - 7 200 000 ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდა. 50 000 ლარამდე გაიზრდება დაფინანსება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები.
საქართველოს „საარჩევნო კოდექსით“ დადგენილის წესის თანახმად, არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, ...
2014-05-07
2014 წლის 7 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და „ლიბერთი ბანკმა“ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც განხორციელდება მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობა აჭარის ტერიტორიაზე. პროგრამის ფარგლებში „ლიბერთი ბანკი“ ბენეფიციარებს შესთავაზებს სესხებს გადახდის სეზონური გრაფიკით. აღნიშნული სესხის საპროცენტო განაკვეთი 15% იქნება, აქედან 3%-ს გადაიხდის მოსარგებლე, დარჩენილ 12% სამი წლის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაიფარება, სამი ...
2014-03-31
ფოთში ტროტუარების კეთილმოწყობისა და ფასადების რეაბილიტაციის სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით თვითმმართველ ქალაქ ფოთსა და კერძო კომპანიას (შპს „მოდერნ სერვისის საქართველოს ფილიალი“) შორის 2014 წლის 31 მარტს მოხდა შეთანხმება, კერძოდ, განახლდა მხარეებს შორის 2013 წლის 30 მარტს დადებული ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორთან საუბრისას მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ვასილ თოდუამ განაცხადა, რომ 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფი...
2014-05-01
ინტერნეტ გაზეთის ,,ქიზიყის“ საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დედოფლისწყაროს სკოლამდელი აღზრდის ცენტრის თანამშრომლები მაისის თვიდან გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ. საკრებულოს აპარატის უფროსის, ხათუნა გონაშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილება 2014 წლის ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული, თუმცა ხელფასების ზრდა უშუალოდ 1 მაისიდან მოხდა. დედოფლისწყაროს სკოლამდელი აღზრდის ცენტრის 250 თანამშრომლის ხელფასი 30%-ით გაიზარდა. ...
2014-05-03
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 3 მაისს ქუთაისში, იმერეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულების ვიზიტისას განაცხადა, რომ მომავალი თვიდან ექიმების ხელფასი 30%-ით გაიზრდება.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ მთავრობის კანცელარიას მიმართა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, რათა დაეზუსტებინა როდის დაიგეგმა აღნიშნული ცვლილება. თუმცა, ამის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში ათასობით ამომრჩევლისთვის ხელფასის გაზრდის დაპირება, ბადებს კითხვას, ხომ არ ხდე...
2014-04-14
“საარჩევნო კოდექსის“ 49-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად: „არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობების ზრდა, გარდა იმ გასაცემლებისა, რომელთა ოდენობების ზრდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე, აგრეთვე ისეთი სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ან/და შეღავათების დაწესება, რომლებიც არჩევნების ...
2014-04-10
ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაზრდილი თანხა სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, ასევე დაბა ბაკურიანის, სოფელ მზეთამზის, ქვაბისხევისა და ლიკანის დასახლების ქუჩების რეაბილიტაციას მოხმარდება; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გაზრდილი თანხა მიიმართება სოფელ ბორითის საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციოდ, ასევე, ხარაგაული-საქარიქედის ოთხკილომეტრიანი გზის მონაკვეთის, ისლარი-ფარცხნალის ერთკილომეტრიანი გზისა და ბორითი-მაქათუბნის გზაზე გარე განათების მოსაწყობად. კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გა...
2014-06-03
2014 წლის 28 აპრილს, ქუთაისის თვითმმართველობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე, ქუთაისის მერის მოადგილემ ნოდარ მიქიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან კირკიტაძემ 14-15 წლის წყალბურთელებს სპორტული დანიშნულების ფასიანი საჩუქრები გადასცეს. საჩუქრები ახალგაზრდა წყალბურთელებისთვის კომპანია „მაკნატუნამ“ შეიძინა. აღნიშნულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და კომპანია „მაკნატუნას“ 25% წილის მფლობელი გრიგოლ გუმბერიძე. აღნ...
2014-06-03
საქართველოს პრემიერ - მინისტრის განკარგულების თანახმად, 2014 წლის ივნისი - სექტემბრის თვეებში დაგეგმილია 14 – 18 წლის სკოლის მოსწავლეების ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ დასვენება. ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრების, ფიზიკურად ძლიერი და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდის მიზნით. შესაძლოა პრემიერის აღნიშნული ინიციატივა წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტს წარმოადგენდეს....
2014-06-03
საქართველოს პრემიერ - მინისტრის ინიციატივის თანახმად იგეგმება საერთაშორისო განათლების ცენტრის მეშვეობით წარჩინებული სტუდენტების საჯარო სამსახურში სტაჟირება, ხოლო სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის საერთო საცხოვრებლის აშენება. როგორც საიასთვის გახდა ცნობილი 2014 წლის აპრილში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა აღნიშნული ინიციატივის სტუდენტებისათვის გაცნობა დაიწყეს. წინასაარჩევნოდ მსგავსი პროექტის განხორციელება, შესაძლოა საარჩევნო მიზნებით იყოს განპირობებული, რაც ადმინისტრაციულ...
2014-06-03
საქართველოს პრემიერ - მინისტრის ინიციატივით, რეგიონებში სადაც შობადობის კლებაა და მწვავედ დგას დემოგრაფიული პრობლემა, 2014 წლის 1 ივნისიდან ყოველ მესამე და მომდევნო შვილზე ყოველთვიურად ფინანსური დახმარება გაიცემა, რომელიც ბავშვს 2 წლის ასაკამდე გაჰყვება. ფინანსური დახმარების ოდენობა მთიან რეგიონებში 200, ხოლო ბარში 150 ლარს შეადგენს. მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამა გურიის, იმერეთის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, მცხეთა - მთიანეთისა და კახეთის მასშტაბით იმოქმედებს. პროექტ...
2014-06-03
საქართველოს მთავრობის, 13 მაისის N344-ე დადგენილების თანახმად, სახელმწიფო რწმუნებულებს - გუბერნატორებს ყოველთვიური დანამატი 2950 ლარი დაუწესდათ. წინასაარჩევნო პერიოდში, აღნიშნული ფაქტი შესაძლოა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენდეს....
2014-06-03
ხარაგაულის მუნიციპალური გაზეთის, „ახალი ხარაგაულის“ 2014 წლის 13 მაისის გამოშვება, თითქმის სრულად ეძღვნება კოალიცია „ქართული ოცნების“ ხარაგაულის რაიონის გამგებლობის კანდიდატს კობა ლურსმანაშვილს. გაზეთის აღნიშნულ ნომერში განთავსებულია რამდენიმე სვეტი, რომელთაგან ერთ-ერთი ეხება კობა ლურსმანაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მათ შორის გამგებლის თანამდებობაზე საქმიანობის დროს. ზემოხსენებული ფაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, კერძოდ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ოფიციალ...
2014-06-03
2014 წლის 10 მაისს ქარელის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ FACEBOOK გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ქარელის გამგებლობის კანდიდატის დასახელების თაობაზე. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად აკრძალულია საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება. ეს უკანასკნელი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენს....
2014-05-27
27 მაისს, ქ. მცხეთაში 5 საათზე გაიმართა კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრა მოსახლეობასთან. ამომრჩეველს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მოსახლეობას მერობისა და გამგებლობის კანდიდატები წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას სამუშაო საათებში ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები, მათ შორის მცხეთის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი - მარინა ზურაბიშვილი, კულტურის განყოფილების თანამშრომ...