2018-11-19
გურჯაანში „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით „ქართული ოცნების“ აქტივისტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს სთავაზობენ 50 ლარს არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღისთვის მათი პირადობის მოწმობების სანაცვლოდ....
|
თარიღი: 2018-11-19
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა
|
2018-11-19
გურჯაანის მერიის თანამშრომლები ადგილობრივი ამომრჩევლების სატელეფონო გამოკითხვას აწარმოებენ, რომლის ფარგლებშიც ეკითხებიან, თუ ვის აძლევენ ხმას. პირი, რომელმაც ინფორმაცია დამკვირვებელს მიაწოდა ანონიმურობის დაცვას ითხოვს....
|
თარიღი: 2018-11-19
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა
|
2018-11-19
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გურჯაანის უფასო სასადილოს დირექტორის ზაზა ჯადუგიშვილის დავალებით ხდება სასადილოს ბენეფიციარების გამოკითხვა თუ ვის აძლევენ ხმას და დგება სიები. პიროვნება, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მიაწოდა, ანონიმურობის დაცვას ითხოვს....
|
თარიღი: 2018-11-19
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა
|
2018-11-19
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეებზე ხორციელდება ზეწოლა, კერძოდ ისინი მუნიციპალიტეტის ხელმძვანელობამ გააფრთხილა, რომ თუ მათ საარჩევნო უბანზე სალომე
ზურაბიშვილი ვერ გაიმარჯვებს, სამსახურებს დაემშვიდობებიან. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს საჯარო მოხელეებმა, რომელთაც ანონიმურობის დაცვა ითხოვეს....
|
თარიღი: 2018-11-19
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა
|
2018-11-19
„გურჯაანის ნაყინის“ ქარხნის მეპატრონე გურამ ბერიკაშვილი, რომელიც მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის მომხრე და „ქართული ოცნების“ აქტივისტია, მის კუთვნილ კომპანიაში დასაქმებულ ამომრჩევლებს და მათი ოჯახის წევრებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას ავალებს. ერთ-ერთი თანამშრომელი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს ფაქტის განსაჯაროებაზე თავდაპირველად დასთანხმდა, თუმცა გარკვეული პერიოდის
შემდეგ თავი შეიკავა, იმ მიზეზით, რომ მას არ უნდა ოჯახის წევ...
2018-11-13
13 ნოემბერს, ადილობრივი მედიასაშუალება „სპექტრის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ვეჯინში მცხოვრებმა გულნაზი ცანკაშვილმა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა მასზე განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტის გამო. გულნაზი ცანკაშვილის განცხადებით მასზე ფიზიკური ძალადობა განახორციელეს შვილმა და რძალმა, იმ მიზეზით, რომ მან 28 ოქტომბერს ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცა. გულნაზი ცანკაშვილის თქმით მისმა რძალმა ნათია ყარაულაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის, ელმირა ბეციაშვილ...
2018-11-07
ვეჯინის საბავშვო ბაღის მენეჯერი თამარ სიბაშვილი 7 ნოემბერს სამსახურიდან აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს, რომელიც ბაღის შესამოწმებლად წინა დღეს შევიდა. გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში საფუძვლად მითითებულია მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება. თამარ სიბაშვილის თქმით, გათავისუფლების მიზეზად დაასახელეს საბავშვო ბაღში უსაფრთხოების და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დარღვევა, რასაც გარკვეულწილად ეთანხმება, მაგრამ აღნიშნავს, რომ ეს ნორმები დარღვეულია მისგან დამოუკიდებელი...