1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023
  30. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  31. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - არჩევნების დღე
    2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - არჩევნების დღე



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
ISFED-ის მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 13
1

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა კედელაშვილის მიერ მოქალაქის მოსყიდვის ფაქტი დედოფლისწყაროში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: დედოფლისწყარო , დედოფლისწყარო
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, უკანონო დაპირება ან შეთანხმება

2012-09-03
2012 წლის 9 აგვისტოს დედოფლისწყაროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაზა კედელაშვილი მოქალაქე მარინა ბენაშვილს სტუმრობდა. „სამართლიანი არჩევნების“გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას მარინა ბენაშვილმა განაცხადა, რომ კედელაშვილი მას ბინის გაფორმების ხარჯების დაფარვასა და შემდგომ დასაქმებაში დახმარებას დაჰპირდა....

სასწრაფო დახმარების მედპერსონალის, ეთერ ჭუჭულაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება დედოფლისწყაროში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: დედოფლისწყარო , დედოფლისწყარო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-08-07
2012 წლის 7 აგვისტოს დედოფლისწყაროს შპს "ადითის" სასწრაფო დახმარების ბრიგადის მედპერსონალი - ეთერ ჭუჭულაშვილი დირექტორმა იმ მოტივით გაათავისუფლა, რომ რომ მისი მეუღლის ძმა - გიორგი ნასრაშვილი "ქართული ოცნების" ოფისის წარმომადგენელია. ფაქტის გახმაურების შედეგად (დაახლოებით 10 დღის შემდგომ), ეთერ ჭუჭულაშილი აღდგენილ იქნა სამსახურში. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან შპს "ადითის"დირექტორმა, ნუკრი ბაღაშვილმა გათავისუფლების ფაქტი არ ...

საკარმიდამო მიწის ნაკვეთებისა და საცხოვრებელი ბინების უფასო რეგისტრაცია დედოფლისწყაროში

თარიღი: 2012-08-22
ოლქი: დედოფლისწყარო , ზემო და ქვემო ქედი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-07-01
2012 წლის ივლისის თვეში სოფლებში - ზემო და ქვემო ქედში საჯარო რეესტრის მიერ უფასოდ მიმდინარეობს საკარმიდამო მიწის ნაკვეთებისა და საცხოვრებელი ბინების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის სამსახურის უფროსის ასისტენტმა, გოჩა სამუკაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს დაუდასტურა ინფორმაცია, რომ 1 ივლისიდან დაწყებულია საცხოვრებელი ბინების საჯარო რეესტრში უფასოდ დარეგისტრირება, რომლის საფასურიც მანამდე 91 ლარს შეადგენდა....


იხილეთ ყველა (2) კომენტარი

"ქართული ოცნების" აქტივისტ გიორგი ჭინჭარაულის დაკავება სოფელ გამარჯვებაში

თარიღი: 2012-08-13
ოლქი: დედოფლისწყარო , გამარჯვება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-08-13
2012 წლის 6 აგვისტოს დედოფლისწყაროს ცენტრში დააკავეს სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები გიორგი ჭინჭარაული, რომელიც კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტია. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს გიორგი ჭინჭარაულმა განუცხადა, რომ იგი სოფლიდან პირადი საქმეებთან დაკავშირებით რაიონში ჩამოვიდა, რა დროსაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა ყოველივე მიზეზის გარეშე ჩასვეს საპატრულო პოლიციის მანქანაში და სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორში წაიყვანეს. როგორც გიორგი ...

რწმუნებულ შალვა ხორნაულის მიერ პარტია "თავისუფალი საქართველოს" აქტივისტებზე განხორციელებული ზეწოლა სოფელ არხილოსკალოში


2012-08-21
2012 წლის 17 ივლისს სოფელ არხილოსკალოს რწმუნებულმა, შალვა ხორნაულმა პარტია"თავისუფალი საქართველოს" აქტივისტებს, ჟუჟუნა ქენქაძეს და ნათია ნათაძეს, რომლებიც სოფელ არხილოსკალოში პარტიის მხარდამჭერების რეგისტრაციას ახდენდნენ, საქმიანობის განხორცილება აუკრძალა. როგორც პარტიის აქტივისტებმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს განუცხადეს, სოფლის რწმუნებულის მხრიდან აკრძალვას სოფლის ტერიტორიაზე გადაადგილების და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ სოფლის სხვადასხვა უბან...

„თავისუფალი საქართველოს“ აქტივისტ არტიომ ოვსეფიანის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება საბათლოში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: დედოფლისწყარო , საბათლო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-07-13
2012 წლის 13 ივნისს სოფელ საბათლოში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ აქტივისტს, არტიომ ოვსეფიანს დაუდგენელი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დედამისი მომხდარ ფაქტს შვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და აცხადებს, რომ ერთი კვირის წინ, არტიომი სოფელ საბათლოში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გამოცემულ გაზეთებს ავრცელებდა, იგი სოფლის გამგებელმა, დავით გუნდაძემ გააფრთხილა - თავი დაენებებინა ოპოზიციისთვის, თორემ მას პრობლემები შეექმნებოდა....

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, დიმიტრი ხუმარაშვილის დაჯარიმება დედოფლისწყაროში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: დედოფლისწყარო , დედოფლისწყარო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-07-13
2012 წლის 10 ივნისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დიმიტრი ხუმარაშვილი ოჯახთან ერთად საკუთარი ავტომობილით სოფელ ქვემო ქედიდან დედოფლისწყაროს მიმართულებით გადაადგილდებოდა, როდესაც საპატრულო პოლიციამ მას ჩამოართვა მანქანა და თელავის საჯარიმო ავტოსადგომზე გადააგზავნა. აღნიშნულ შემთხვევას „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ლიდერი ნუკრი ხუციშვილი და დიმიტრი ხუმარაშვილი იმ ფაქტს უკავშირებს, რომ ხუმარაშვილი დაესწრო 2012 წლის 2 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ აქციას ქუთა...

„ქართული ოცნების“ აქტივისტ გია პოპიაშვილის პოლიტიკური ნიშნით დაკავება გამარჯვებაში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: დედოფლისწყარო , გამარჯვება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-07-13
2012 წლის 10 ივნისს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი, გია პოპიაშვილი. აღსანიშნავია, რომ გია პოპიაშვილმა 27 მაისს, კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ისევე როგორც 2 ივნისს დედოფლისწყაროში კოალიცია "ქართული ოცნების" გამართულ მოსახლეობასთან შეხვედრაზე სამარშუტო ტაქსით განახორციელა კოალიციის მხარდამჭერების ტრანსპორტირება.პოპიაშვილის დაკავებისთანავე დაინი...

საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული მუქარა დედოფლისწყაროში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: დედოფლისწყარო , დედოფლისწყარო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-07-13
2012 წლის 1 ივნისს შპს „სერვისი 2007“-ის დასუფთავების სამსახურის უფროსმა - ილია ტალიაშვილმა, სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო ცენტრის უფროსმა - მურად ოზაშვლმა და ხელოვნების სკოლის დირექტორმა - აკაკი მერაბიშვილმა თანამშრომლებს გამოუცხადეს, რომ თუ ისინი ან მათი ნათესავები დაესწრებიან 2012 წლის 2 ივნისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ შეხვედრას, სამსახურიდან გათავისუფლდებოდნენ. „სამართლიან არჩევნებს“ აღნიშნული ინფორმაცია არაერთმა წყარომ დაუდასტურა....

პედაგოგ ელენე პოპიაშვილზე პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა დედოფლისწყაროში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: დედოფლისწყარო , დედოფლისწყარო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება, მუქარა/დაშინება

2012-05-21
დედოფლისწყაროს საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი, ელენე პოპიაშვილი აცხადებს, რომ სკოლის დირექტორს, ია ლაპიაშვილს, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მოსთხოვა, რომ ელენე პოპიაშვილს დაეწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. დირექტორმა მასთან პირად საუბარში მიზეზად დაასახელა ის, რომ ქ-ნი ელენე კოალიაცია „ქართული ოცნების“ რაიონული შტაბის აქტივისტის - გიორგი ნასრაშვილის მეუღლეა. ელენე პოპიაშვილს განცხადება საკუთარი ნებით არ დაუწერია და აცხადებს, რომ დაელოდება სამსახურიდან გათავ...

პედაგოგ თამარ თამაზაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება დედოფლისწყაროში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: დედოფლისწყარო , დედოფლისწყარო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-05-21
2012 წლის 18 აპრილს სახელოვნებო სკოლის ფორტეპიანოს პედაგოგი და სასწავლო ნაწილის გამგე - თამარ თამაზაშვილი სამსახურიდან გათავისუფლდა. იგი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისის ხელმძღვანელის, ალექსანდრე თამაზაშვილის მამიდა და თამაზ თამაზაშვილის დაა. საგულისხმოა, რომ კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი ამჟამად სასჯელს იხდის და თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს....

ნანა კოკილაშვილის საბავშვო ბაღიდან გათავისუფლება დედოფლისწყაროში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: დედოფლისწყარო , დედოფლისწყარო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-05-21
2012 წლის 2 აპრილს, საბავშვო ბაღის დირექტორმა მ. ოზაშვილმა ამავე საბავშვო ბაღის აღმზრდელს - ნანა კოკილაშვილს გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა აიძულა. ნანა კოკილაშვილის განცხადებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლება დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ იგი არის კონსერვატიული პარტიისა და „ქართული ოცნების“ ოფისის წარმომადგენელი....

კულტურისა და სპორტის ცენტრის თანამშრომლის, აკაკი ნატროშვილის მიერ სამსახურის დატოვება დედოფლისწყაროში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: დედოფლისწყარო , დედოფლისწყარო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-05-21
საკრებულოს მიერ დაფუძნებული კულტურისა და სპორტის ცენტრის თანამშრომელმა, აკაკი ნატროშვილმა ზეწოლის შედეგად სამსახური დატოვა. აკაკი ნატროშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს რაიონული შტაბის ოფის-მენეჯერია. იგი ზეწოლის ფაქტს „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან პირად საუბრებში ადასტურებს, თუმცა დამატებითი დეტალების საჯაროდ გამხმაურებისაგან თავს იკავებს....