1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023
  30. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  31. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - არჩევნების დღე
    2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - არჩევნების დღე



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
ISFED-ის მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 14
1

“სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკირვებელის ირმა კიტრიაშვილის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ზემო ხანდაკში

თარიღი: 2012-09-26
ოლქი: კასპი , ზემო ხანდაკი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება, სხვა სახის ზეწოლა

2012-09-26
26 სექტემბერს კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკში სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა და „ნაციონალური მოძრაობის“ კასპის მაჟორიტარი კანდიდატის წარმომადგენელმა გია იორდანაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტსა და“სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკირვებელს ირმა კიტრიაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ირმა კიტრიაშვილი ცდილობდა გადაეღო თუ როგორ ურიგებდა გია იორდანაშვილი სეტყვით დაზარალებულ მოსახლეობას ფქვილსა და შაქარს. გია იორდანაშვილმა ირმა კიტრია...

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, მამუკა ჯანანაშვილი დაკავების ფაქტი ხოვლეში

თარიღი: 2012-09-23
ოლქი: კასპი , ხოვლე
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-09-23
23 სექტემბერს, კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ხოვლეში მცხოვრები კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მამუკა ჯანანაშვილი დააკავეს. დაკავების ოპერაცია დილის 6 საათზე განხორციელდა, დაკავებულის დედის განმარტებით, ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს. თუმცა როგორც ჯანანაშვილის დედა, აცხადებს მის შვი...

"თავისუფალი საქართველოს” კასპის მაჟორიტარი კანდიდატის, ლაშა ფავლენიშვილის ცემის ფაქტი

თარიღი: 2012-09-20
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-09-20
კასპის ცენტრში "თავისუფალი საქართველოს” კასპის მაჟორიტარი კანდიდატი, ლაშა ფავლენიშვილი სცემეს. ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი ლაშა ფავლენიშვილს გაესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ არ იცის ვინ და რატომ სცემეს ის....

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მიერ განხორციელებული ზეწოლა კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ლევან თაბორიძის ოჯახზე კასპში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-08-08
2012 წლის 8 აგვისტოს ბელგიაში მცხოვრებ, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ლევან თაბორიძის მამასთან შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი მალხაზ ბარნოვი მივიდა და დაემუქრა, რომ თუ მისი შვილი არ „დაჭკვიანდება“ ოჯახი სახლს დაკარგავდა. ლევან თაბორიძე აღნიშნულ ფაქტს იმ მოვლენას უკავშირებს, რომ ის აქტიურად მონაწილეობს ემიგრანტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციებში....

მოსახლეობის უძრავი ქონების უსასყიდლო რეგისტრაცია კასპში


2012-07-14
კასპის რაიონის სოფელ მეტეხის გამგეობაში საჯარო რეესტრის დაკვეთით შპს „ბანი“ მოსახლეობის უძრავი ქონების უსასყიდლო რეგისტრაციას ახორციელებს. აღნიშნული პროექტი 2012 წლის 14 ივლისს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს....


იხილეთ ყველა (2) კომენტარი

დაპირისპირება „ინფო 9“-ის ჟურნალისტებსა და უცნობ გადამღებ ჯგუფს შორის

თარიღი: 2012-08-22
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-11
„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ შეხვედრებზე გამოჩნდა გადამღები ჯგუფი, რომლებიც არ ასახელებენ რომელი მედიაკომპანიის წარმომადგენლები არიან, არა აქვთ ლოგო და სამკერდე მოწმობა. „ჟურნალისტი“ ნინო ზაქარაშვილია, ხოლო ოპერატორი გიორგი ჩუგუაშვილი. „ქართული ოცნების“ კასპის ორგანიზაციის ლიდერების თქმით, აღნიშნული ჯგუფი მათ შეხვედრებზე დადის და აფიქსირებს აქციის მონაწილეებს. გადამღები ჯგუფი თავდაპირველად 2012 წლის 11 ივლისს სოფელ ახალქალაქში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაზე დააფიქსირეს, ს...

„ინფო 9-ის“ ჟურნალისტ შორენა ხაბალაშვილზე განხორციელებული ზეწოლა კასპში

თარიღი: 2012-08-22
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-06-20
2012 წლის 20 ივნისს კასპის საკრებულოს სხდომაზე კასპის რაიონის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში იხილებოდა. აღნიშნულ სხდომაზე „ინფო 9-ის“ ჟურნალისტები არ შეუშვეს. მიზეზად დაცვის პოლიციამ ჟურნალისტების სხდომაზე დაგვიანებით მისვლა დაასახელა, ასევე მათ განუცხადეს, რომ სხდომა დახურული იყო. მოგვიანებით ჟურნალისტმა შორენა ხაბალაშვილმა კამერის გარეშე საკრებულოს თავჯდომარესთან შესვლა და გასაუბრება სცადა, მაგრამ დაცვის პოლიციამ იგი უკვე კაბინეტის კართან მისული ძალის გამოყენებით გამოა...

ქართული ოცნების პლაკატების ჩამოხევა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ კასპში

თარიღი: 2012-08-21
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-07-14
2012 წლის 14 ივლისს კოალიცია ქართული ოცნების აქტივისტებმა ქალაქ კასპში პლაკატები გააკრეს, სადაც მითითებული იყო გორის აქციის ჩატარების ადგილმდებარეობა და საათი. ის პიროვნებები, რომლებიც ქართული ოცნების პლაკატებს ხევდნენ, მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივ თვითმმართველობაში მომუშავე პირების მანქანებით გადაადგილდებოდნენ. ვიდეო კადრებში დაფიქსირდა კასპის ქალაქის რწმუნებული მირიან ბერიანიძე, რომელიც საჭეს თავად მართავს და მიშკა მერებაშვილი- კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამეურ...

კასპის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება


2012-09-07
კასპის მუნიციპალიტეტი - „მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი“.ამონარიდი: პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გასაკეთებელი მუნიციპალიტეტში კიდევ ბევრია, დაწყებული საქმეები დასრულებას საჭიროებს, ამიტომ კახაბერ ხაჩირაშვილი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდანაც, ასევე გულისხმიერად იზრუნებს დაგეგმილი სამუშაოების დამთავრებისათვის. საია მიმართავს ცესკოს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ზემოაღნიშნული საქმის გარემოებები და შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმები შესაბამისი პირების მიმართ. ასევე, საია მოუწო...

ელგუჯა თაბორიძისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარა

თარიღი: 2012-08-08
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-09-03
2012 წლის 8 აგვისტოს, როდესაც ელგუჯა თაბორიძე თავის შვილთან ერთად იმყოფებოდა კასპის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, მასთან მივიდა კასპის კრიმინალური პოლიციის უფროსი მალხაზ ბარნოვი, რომელიც დაემუქრა, თუ მისი შვილი არ დაანებებდა თავს პოლიტიკურ საქმიანობას შესაძლებელი იყო დაეკარგათ სახლი. ბატონი ელგუჯას შვილი ლევან თაბორიძე ცხოვრობს და საქმიანობს ბრიუსელში. 2011 წლიდან არის ”ქართული ოცნების” აქტივისტი. 2012 წლის 15 ივლისს ბატონი ლევანი ”TV9”-ის ეთერით გამოვიდა ”ქართული ოცნების” მხარდას...

ზაზა ჭელიძის დაკავება პოლიციის მოსყიდვის ფაქტზე კასპში


2012-07-13
2012 წლს 17 ივნისს პოლიციელის მოსყიდვის ფაქტზე ზაზა ჭელიძე დაკავეს. მას ბრალად ედება კასპის რაიონის იგოეთის განყოფილების ოპერატიული თანამშრომლის,ლაშა კურტანიძის მოსყიდვა. შსს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის ინფორმაციით, ზაზა ჭელიძემ ლაშა კურტანიძეს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ფარული ჩანაწერების მიწოდება შესთავაზა....

სოფელ დოესში მომხდარი ინციდენტი

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: კასპი , დოესი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-07-13
22 წლის 23 ივნისს კასპის რაიონის სოფელ დოესის მოსახლეობა სარწყავი წყლის გამართულად მიწოდების მოთხოვნით სოფლის ცენტრში შეიკრიბა. მოულოდნელად მათთან ახალგაზრდების 5-6 კაციანი ჯგუფი, კერძოდ, სოფლის გამგებლის გიორგი ხორბალაძის ძმის შვილი თანატოლებთან ერთად მივიდა. მან შეკრებილ ხალხს „პუტინის მოსყიდულები“ უწოდა. ამას კი აღელვებულ ხალხსა და მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა. 26 ივნისს კი ტარიელ და გია ოხანაშვილები კასპის პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა და ადმინისტრაციული ...


იხილეთ ყველა (2) კომენტარი

ფეხბურთელებზე განხორციელებული ზეწოლა კასპში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-06-15
2012 წლის 15 მაისს კასპის საფეხბურთო მოედანზე დაგეგმილი იყო რაიონული ტურნირი. ტურნირის დაწყებამდე ფეხბურთელებს ოჯახებში მიაკითხეს უბნის ინსპექტორებმა და არ მისცეს საშუალება დროულად გამოცხადებულიყვნენ შეხვედრაზე, რის გამოც გუნდს თამაში წაგებულად ჩაეთვალა. ამასთან, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ გუნდს არ მისცეს უფლება „ქართული ოცნების“ წარწერიანი მაისურები ჩაეცვა....

ზეწოლა ავტობუსების მძღოლებზე „ქართული ოცნების“ კასპის რაიონული ოფისის გახსნის დღეს

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ბიზნესზე ზეწოლა

2012-05-21
2012 წლის 18 აპრილს,„ქართული ოცნების“ კასპის რაიონული ოფისის გახსნის დღეს, სოფლებიდან რაიონული ცენტრისკენ გამომავალი 12 საათიანი ავტობუსების მარშრუტი გადაიდო. მოძრაობა, ასევე, შეიზღუდა 11 საათიდან 16 საათამდე ადგილობრივ (საქალაქო) ტრანსპორტზე.მარშრუტების გადადების მიზეზი სადგურის მოლარე ოპერატორმა დამკვირვებელთან საუბრისას ვერ ახსნა....