1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023
  30. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  31. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - არჩევნების დღე
    2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - არჩევნების დღე



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
ISFED-ის მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 11
1

"ქართული ოცნების" წარმომადგენლების დაკავება ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით ქუთაისში


2012-07-13
2012 წლის 5 ივნისს კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები გიორგი ამბროლაძე, მიშა მესხი და მიხეილ ამაშუკელი ფლაერებს არიგებდნენ, რომლებზეც, მათი თქმით, მოსახლეობას შეეძლო დაეწერათ სურვილები და ოცნებები ათასი ლარის ფარგლებში და მიეღოთ სასურველი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. აღნიშნული პირები სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე 6 ივნისს იქნენ დაკავებულ და მიესაჯათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა....


იხილეთ ყველა (2) კომენტარი

ნატო ქათამაძის გამოცდების ეროვნული ცენტრიდან გათავისუფლება ქუთაისში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-13
2012 წლის 12 ივნისს რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე, ნატო ქათამაძე, რომელიც გამოცდების ეროვნულ ცენტრში მუშაობდა, სამსახურიდან გათავისუფლდა. როგორც ნატო ქათამაძე აცხადებს, ის გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამ ცენტრის დაარსების დღიდან მუშაობდა, ხოლო მისი ახლანდელი გათავისუფლება პირდაპირ კავშირშია მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან....

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლის, ცირა ყურაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება (შესთავაზეს სხვა სამსახური)

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-13
2012 წლის 4 ივნისს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომელი ცირა ყურაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ცირა ყურაშვილი აცხადებს, ის ღიად აფიქსირებს პოლიტიკურ სიმპათიებს კოალიცია "ქართული ოცნების" მიმართ და სამსახურიდან დათხოვნაც დაკავშირებულია მის პოლიტიკურ შეხედულებებთან. საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ნარგიზა ჩოგოვაძემ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვრვებელს განუცხადა, რომ ყურაშვილის გათავისუფლება ბიბლიოთეკაში ოპტიმიზაციის პროცესს უკავშირდება....


იხილეთ ყველა (2) კომენტარი

თინათინ გოჩელაშვილის ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: ქუთაისი , ქ. ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-06-15
2012 წლის 23 იანვრის ბრძანებით მე-14 საჯარო სკოლის დირექტორმა ნონა ჩუბინიძემ პედაგოგი თინათინ გოჩელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი, გოჩელაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნაზე ხელმოწერაა....

ქუთაისის 26-ე ბაგა-ბაღის თანამშრომლებისთვის დარიგებული პოლისები


2012-05-21
2012 წლის აპრილში ქუთაისის 26-ე ბაგა-ბაღის თანამშრომლებს ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ნემსიწვერიძემ, PSP-ს სადაზღვეო პოლისები დაურიგა. „სამართლიანი არჩევნები“ ამჟამად იკვლევს რა პროგრმის ფარგლებში გადაეცათ აღნიშნული პოლისები ბაგა-ბაღის თანამშრომლებს....

სააღდგომო საჩუქრების გადაცემის ფაქტები ქუთაისში


2012-05-21
ქუთაისის მერიამ ქალაქში არსებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა. აღსანიშნავია, რომ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეების უმრავლესობა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები და პარტიის წარმომადგენლები იყვნენ საარჩევნო კომისიებში....

ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები ქუთაისში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-05-21
2012 წლის 2 მაისს საქართველოს პრეზიდენტის დაცვისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის ფაქტი ჟურნალისტებზე. კერძოდ,რეგიონული პრესის წარმომადგენლებს არ მიეცათ პრეზიდენტის ვიზიტის გაშუქებისა და შეხვედრის ადგილზე შესვლის საშუალება. შეურაცხოფა მიაყენეს გაზეთი „პოსტსკრიპტუმის“ და “ახალი გაზეთის” ჟურნალისტებს....


იხილეთ ყველა (2) კომენტარი

ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება ქუთაისში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-05-21
2012 წლის 3 მაისს ქუთაისში გაიმართა შსს მინისტრის ვანო მერაბიშვილის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების დახურული შეხვედრა.გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“-ის ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე შეხევდრაზე ჩუმად შევიდა. დაცვამ დაიჭირა და მისი წიხლებით ცემა დაიწყო, თავშიც სცემდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ასევე, წაართვეს აპარატურა, რომელიც მოგვიანებით უცნობმა პირებმა უკან დაუბრუნეს....


იხილეთ ყველა (2) კომენტარი

"ქართული ოცნების" აქტივისტების დარბევა ქუთაისში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-05-21
2012 წლის 1 მაისს თვითმართველობის შენობასთან “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებული გაიმართა აქცია, რომელიც ითვალისწინებდა სანთლებით ქუთაისელებისათვის 2 მაისის - ქუთაისობის მილოცვას.აქციაზე დასუფთავების სამსახურმა მომიტინგეთა მიმართ გამოიყენა წყლის ჭავლი....

აქციის წყლის ჭავლით დაშლა ქუთაისში

თარიღი: 2012-05-02
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-07-31
2012 წლის 2 მაისს ღამით, ,,ქუთაისის ქალაქობის” აღსანიშნავად, ,,ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის აქტივისტები ქალაქის ცენტრში აღმაშენებლის ძეგლთან შეიკრიბნენ და ანთებული სანთლებით გამოსახეს წარწერა ,,გილოცავთ ქუთაისობას.” ტელეკომპანია „მაესტროს” კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ შეკრების მიმდინარეობისას ტროტუარს მიუახლოვდა სატვირთო მანქანა, რომელმაც დემონსტრანტებისა და დანთებული სანთლების მიმართულებით გაუშვა წყლის ჭავლი. კადრებში ჩანს, როგორ უმიზნებს წყლის ჭავლს სპეცფორმაში გამოწყობ...

პოლიტიკური პარტიების საჩუქრები ამომრჩევლებს


2012-01-02
2012 წლის 2 იანვარს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა/გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ და ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს ქალაქ ქუთაისში საახალწლო საჩუქრები გადასცეს. http://imereti.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=9&info_id=1050...