2012-08-13
2012 წლის 13 აგვისტოდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში საპრეზიდენტო პროგრამის „ღიმილიანი საქართველო“-ს ამოქმედება დაიწყო.
პროგრამის შესაბამისი წარწერიანი ორი ავტობუსი სუფსის ცენტრშია განთავსებული და მხოლოდ სუფსის თემის მოსახლეობას უწევს სტომატოლოგიურ მომსახურებას. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი თავად გაესაუბრა პაციენტებს და შეიტყო, რომ სტომატოლოგიური მომსახურება, კერძოდ, ორთოპედიული და ქირურგიული, მხოლოდ განსაზღვრული ასაკის ადამიანებს (50 წლიდან ზემ...
2012-08-15
15 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მიკროავტობუსებში სხდებოდნენ. „ინფო–9“-ის ჟურნალისტი, ნინო ხელაძე და ოპერატორი დავით ჩავლეიშვილი აღნიშნული ფაქტის გადაღება–ჩაწერას აწარმოებდნენ. ერთ–ერთი ახალგაზრდამ ჟურნალისტს მიკროფონის მოშორება მოსთხოვა. შემდეგ კი მუშტი ოპერატორს მოუქნია, რის შედეგადაც ოპერატორმა სახისა და თავის მიდამოში დაზიანება მიიღო. როგორც მედია–საშუალებებით შემდეგ გახდა ცნობილი, უცნობი მამაკაცი, ზურაბ კვირ...
2012-08-08
2012 წლის 8 აგვისტოს ლანჩხუთში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისადმი მიძღვნილი აქციის ფარგლებში ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო. აქციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა „ქართული ოცნების“ მაისურში გამოწყობილმა ეკა კვაჭაძემ, რომელსაც წინააღმდეგობა აქციის ორგანიზატორმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა, ირმა მგელაძემ გაუწია. მან ეკა კვაჭაძეს უთხრა - „შენ ჩვენიანი არ ხარ, აქ დგომის უფლებაც არ გაქვს, „ქართულ ოცნებაში წადიო“.
ეკა კვაჭაძის დედა სკო...
2012-09-07
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - „დავით ბაქრაძე ლანჩხუთში“. ამონარიდი: შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ მოსახლეობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგუაძე წარუდგინა, რომელსაც დავალება მისცა, მივიდეს თითოეულ ქუჩაზე, სოფელში, ოჯახში, იმისათვის რომ იცოდეს, რა არის გასაკეთებელი და თანდათანობით გადაჭრან ყველა ის პრობლემა, რაც აწუხებს მოსახლეობას. საია მიმართავს ცესკოს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ზემოაღნიშნული საქმის გარემოებები და შეადგი...
|
თარიღი: 2012-08-22
ოლქი: ლანჩხუთი , ლანჩხუთი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2012-07-27
2012 წლის 27 ივლისს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ოფისის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მათი პირადი საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია და თითოეულ მათგანს მილიონი ლარი დავალიანება ერიცხებათ. დაჯარიმებულთა შორის არიან კოალიცია „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ხელმძღვანელი სოსო ბოლქვაძე, კოალიციის ლიდერები - რომან ბიწაძე, ელგუჯა ჩხაიძე და ოფისში მომუშავე პირები, სულ 23 მოქალქე.
მართალია სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი ტექნიკურ შეცდომას წარმოადგენს, მაგრამ...
2012-06-17
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლის, ზურაბ კუჭაშვილის თქმით, იგი კოალიცია „ქართული ოცნების“ მიტინგზე სურათებს იღებდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ქალბატონმა ჰკითხა რატომ იღებდა ფოტოებს და ფოტოაპარატის დაზიანებით დაემუქრა. მოგვიანებით კუჭაშვილის დედასთან მივიდა ქალბატონი, რომელმაც გააფრთხილა, რომ თუ მისი შვილი ამ საქმეს თავს თუ არ დაანებებდა, „პრობლემები შეექმნებოდა“....
2012-08-15
მიმდინარე წლის 15 აგვისტოს ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოს შენობაში, კერძოდ კი რწმუნებულის სამუშაო კაბინეტში დაფიქსირებულ იქნა პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო პლაკატი შემოხაზული საარჩევნო რიგითი ნომრით.
[youtube]U2Rzaf0IsfE[/youtube]...
2012-07-23
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი, ნანა სანიკიძე, ნახევარ განაკვეთზე დასაქმებულია ლანჩხუთის კულტურის ცენტრის დაქვემდებარებაში არსებულ ვალოდია სულაძის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში. 23 ივლისს, მისი სამსახურიდან გათავსუფლების საკითხი ლანჩხუთის კულტურის ცენტრის იურისტმა, ზაირა გურგენიძემ იმ უკანონო საბაბით მოითხოვა,რომ, თითქოსდა, საჯარო მოსამსახურისთვის არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობა შეუთავსებელი საქმიანობაა....
2012-07-13
2012 წლის 25 ივნისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთერთობისა და ინფორმაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნინო მშვიდობაძე სამსახურიდან გათავისუფლდა. ამის მიზეზი სოფელ გვიმბალაურში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის გიორგი ყაველაშვილის სტუმრობას უკავშირდება. ნინო მშვიდობაძე არ გამორიცხავს, რომ მისი სამსახურიდან დათხოვნა პოლიტიკური მოტივითაც არის განპირობებული, რადგან, როგორც თავად ამბობს, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს "ქართული ოცნების" რაიონული ორგა...
2012-05-21
„გლობალ TV-ს” სატელიტური ანტენის დამონტაჟების შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეებს და სხვა დასაქმებულებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები სამსახურის დატოვებით ემუქრებიან. აღნიშნული ფაქტი "სამართლიანი არჩევნების" გრძელვადიან დამკვირვებელს რამოდენიმე ადამიანმა დაუდასტურა....
2012-07-30
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 26 მარტის ბრძანების საფუძველზე სოფელ ნიგვზიანის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი ავთანდილ სურმანიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე 2008 წლიდან მუშაობდა. ბატონი ავთანდილის აზრით, მისი გათავისუფლება დაკავშირებულია მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან. იგი პოლიტიკური გაერთიანება ”თავისუფალი დემოკრატების” წევრია.
საია გათავისუფლებული პირის წარმომადგენობას ახორციელებს....
2012-07-13
2012 წლის 13 იანვარს პოლიციამ ”თავისუფალი დემოკრატების” აქტივისტი ელგუჯა ჩხაიძე დააკავა. ბატონი ელგუჯა თავის დაკავებას მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს. იგი ივანიშვილის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებდა. პოლიცია ბრალად იარაღის უკანონო შენახვას ედავებოდა. მას გირაო შეუფარდეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
წყარო: [url]http://www.presage.tv/?m=politics&AID=9248[/url]...
იხილეთ ყველა (2) კომენტარი