2014-04-30
2014 წლის 30 აპრილს ბათუმის ბიბლიოთეკაში "ბიბლიოთეკის კვირეულის" ფარგლებში მოხდა ბიბლიოთეკარების დაჯილდოება. ბიბლიოთეკარებს საჩუქრები მერიის ბიუჯეტიდან ბათუმის მერობის მოვალეობის შემსრულებელმა და ბათუმის მერობის კანდიდატმა - გიორგი ერმაკოვმა გადასცა.
აღსანიშნავია, რომ სოციალურის ქსელის (ფეისბუკის) მეშვეობით გიორგი ერმაკოვი აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს და მისი, როგორც მერობის კანდიდატის გვერდზე მერიის ბიუჯეტით დაფინანსებული ამ ღონისძიების ფოტოებიც დაიდო. გვერდი, რომელსაც...
2014-04-10
2014 წლის 10 აპრილს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვაზე მისულ გიგი უგულავას ორგანიზაცია ,,ანტი-კლანის“ წევრებმა მერაბ ღოღობერიძემ და ვახტანგ მითიაშვილმა კვერცხები დაუშინეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ინციდენტის გამო მერაბ ღოღობერიძეს 3 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ვახტანგ მითიაშვილი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის 100 ლარით დაჯარიმდა....
2014-06-07
2014 წლის 7 ივნისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გიგი უგულავა, გიორგი ბარამიძე და გიგა ბოკერია წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ ბათუმში, დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეხვედრაზე ყოფილი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახალხო კრების“ წარმომადგენელი - დავით ლორია და პოლიტპატიმარი - ჯემალ დუაძე მივიდნენ. მათი განცხადებით, სურდათ პასუხები მიეღოთ პარტიის ლიდერებისგან მათი მმართველობის პერიოდში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე დამსწრე პირებმა დუაძეს და ლორ...
|
თარიღი: 2014-06-04
ოლქი: ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2014-05-06
„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის ინფორმაციით, 6 მაისს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, რომელზედაც „ლეიბორისტურმა პარტიამ“ აჭარაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა ვინაობა დაასახელა, „ლეიბორისტური პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა - დავით რობაქიძემ გააკეთა ქსენოფობიური განცხადება, კერძოდ, განაცხადა, რომ მიაჩნია ქალაქს წარმოშობით ქართველი უნდა მართავდეს. მან იქვე დასძინა, რომ მის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატი ძირძველი ბათ...
2014-04-14
14 აპრილს თვითმმართველ ქალაქ ბათუმის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით გაიზარდა. დამატებული თანხებით ჯანდაცვის, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამები დაფინანსდება. თანხის ყველაზე დიდი ნაწილი - 7 200 000 ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდა. 50 000 ლარამდე გაიზრდება დაფინანსება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები.
საქართველოს „საარჩევნო კოდექსით“ დადგენილის წესის თანახმად, არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, ...
2014-05-07
2014 წლის 7 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და „ლიბერთი ბანკმა“ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც განხორციელდება მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობა აჭარის ტერიტორიაზე. პროგრამის ფარგლებში „ლიბერთი ბანკი“ ბენეფიციარებს შესთავაზებს სესხებს გადახდის სეზონური გრაფიკით. აღნიშნული სესხის საპროცენტო განაკვეთი 15% იქნება, აქედან 3%-ს გადაიხდის მოსარგებლე, დარჩენილ 12% სამი წლის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაიფარება, სამი ...