ჩანაწერების რაოდენობა: 5
|
|
|
1 |
|
2012-09-25
25 სექტემბერს, ღამით, ქობულეთში უცნობმა პირებმა 16 წლის დათო როყვა სასტიკად სცემეს. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. პირები, რომლებმაც დათო როყვა სცემეს, ეუბნებოდნენ, რომ მისმა მამამ და ძმამ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას თავი უნდა დაანებონ....
2012-08-03
2012 წლის 3 აგვისტოს კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტები ანზორ ინაიშვილი, ზვიად ცივაძე და ვაჟა ცეცხლაძე დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე გარე განათების ბოძებზე 5 აგვისტოს დაგეგმილი აქციის შესახებ საინფორმაციო სახის პლაკატებს აკრავდნენ, რა დროსაც მათთან ჩაქვის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი მივიდა და პლაკატების გაკვრა აუკრძალა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, აჩიკო დუმბაძის განცხადებით, არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა მუნიციპალ...
2012-08-12
2012 წლის 12 აგვისტოდან ქობულეთი-ზენითის სამარშრუტო ტაქსის მძღოლს, როინ ქათამაძეს სამარშრუტო ხაზზე მუშაობა აუკრძალეს. საქმიანობის აკრძალვას იგი იმ ფაქტს უკავშირებს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა შეხვედრაზე კოალიციის მხარდამჭერები გადაჰყავდა.
„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას შპს "ქობულეთის ტრანსრეგულირების" ხელმძღვანელმა ლევან გუგუნავამ და მისმა მოადგილემ რობერტი კაკალაძემ განაცხადეს, რომ როინ ქათამაძე 2 წელია ...
2012-08-08
2012 წლის 19 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებულმა სსიპ ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორმა მჭედლიშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა საკუთარი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი. მჭედლიშვილმა კაიკაციშვილს პირადი განცხადების საფუძველზე წასვლა ჯერ კიდევ 6 ივნისს მოსთხოვა, თუმცა კაიკაციშვილმა საკითხში გარკვევა და საგამოცდო პერიოდის ვადის დასრულება ითხოვა, რაზეც დირექტორი წინააღმდეგი წავიდა. დირექტორმა დათხოვნის მიზეზად სამინისტროსგან მიღებული დირ...
2012-08-02
2012 წლის 2 აგვისტოს კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტები სალომე ბერიძე, გიორგი ახვლედიანი, მერი ტოტოღაშვილი და ვაჟა ცეცხლაძე სოფელ ცეცხლაურში თიკერის დასახლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ გაზეთებს და 5 აგვისტოს ბათუმში დაგეგმილი აქციის მოსაწვევებს არიგებდნენ.
სოფელ ცეცხლაურში მცხოვრებმა მოქალაქეებმა მათ ქვები ესროლეს, დაუზიანეს ტელეფონები და ავტომობილი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ....
იხილეთ ყველა (2) კომენტარი