2014-05-14
2014 წლის 14 მაისს, ბლოკის 'არაპარლამენტო ოპოზიცია - კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე'-ს წევრმა მერაბ რობერიძემ, რომელიც საარჩევნო ბლოკის პირველი კანდიდატი იყო ხელვაჩაურის პარტიულ სიაში, მოსახლეობას უცხო ქვეყნის ჰუმანიტარული დახმარება გადასცა...
2014-05-29
„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის ინფორმაციით, 29 მაისს, სოფ. რუხში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს იმ დროს, როდესაც ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები წინასაარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ. სამართალდამცავი ორგანოების დროული ჩარევის შედეგად დაპირისპირება არ გამწვავებულა....
2014-04-07
2014 წლის 7 აპრილს, ახალციხეში, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების, გიგი უგულავას, გოკა გაბაშვილის, კოტე გაბაშვილის, მიხეილ მაჭავარიანისა და სხვა წარმომადგენლების შეხვედრა ,,ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის წინ გაიმართა. აქცია გაგრძელდა დაახლოებით 10-15 წუთი და მიმდინარეობდა ხმაურის ფონზე.
„სამართლიანი არჩევების“ კოორდინატორის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ აქტივისტები, მოქალაქეები ტრანსპარანტებით აპროტესტებდნენ აღნიშნული შეკრების მიმდინარეობას. საპარლამენტო უმცირესობის წე...
2014-04-10
10 აპრილს ,,ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი, თენგიზ გუნავა, გეგმავდა ანაკლიაში შეჩერებული მშენებლობების შესახებ ბრიფინგის მოწყობას.
ბრიფინგის ჩაშლა სცადეს ,,ქართული ოცნებისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა - ,,დაიცავი საქართველოს“ აქტივისტებმა. ისინი ,,ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს დახვდნენ ცოცხებით და ფიზიკური ძალის გამოყენებით ცდილობდნენ მიზნის მიღწევას.
თენგიზ გუნავას განცხადებით, ბრიფინგის ჩაშლა წინასწარ იყო დაგეგმილი. ,,ქართული ოც...
2014-04-10
2014 წლის 10 აპრილს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრას ატარებდნენ ქ. თელავში. აღნიშნულ შეხვედრაზე მოვიდნენ საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ივერიელისა“ და კოალიცია ქართული ოცნების“ აქტივისტები . ისინი წინასაარჩევნო შეხვედრის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებდნენ, რის შემდეგაც 2014 წლის 10 აპრილს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრას ატარებ...
2014-05-24
28 მაისს, რუსთავში, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ ოფისში, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წევრების ტრენინგის მიმდინარეობისას ოფისში შეიჭრნენ საარჩევნო ბლოკ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რასაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რის შემდეგაც სიტუაცია განიმუხტა, თუმცა ტრენინგის გაგრძელება ვეღარ მოხერხდა.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ მიერ მოხდა ს...
2014-05-24
2014 წლის 24 მაისს რუსთავის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ მოხდა დაპირისპირება აღნიშნული პარტიისა და კოალიცია "ქართული ოცნების" წევრებს შორის. დაპირისპირება აქტივისტებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფით დასრულდა. „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა - მამუკა ჩიქოვანმა განუცხადა, რომ 24 მაისს გეგმავდა ოფისის წინ ბრიფინგის ჩატარებას რუსთავში შეჩერებული პროექტების შესახებ. ბრიფინგის დაწყების დროს კი პარტიის ოფისთან სამარშუტო ტაქსებით...
2014-05-31
31 მაისს, სოფ. ფონიჭალაში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტს, ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი - ხათუნა ბერძენიშვილი დაესწრო მომხრეებთან ერთად. შეხვედრაზე მისულმა კოალიცია ,,ქართული ოცნების“ აქტივისტებმა კვერცხები დაუშინეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია, თუმცა მაჟორიტარობის კანდიდატის - ხათუნა ბერძენიშვილის განცხადებით, პოლიცია გამოძახებიდა...
2014-05-31
კრწანისის №30 საარჩევნო უბნის წევრი - გენადი ხშიანი, „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის ინფორმაციით, მონაწილეობდა 31 მაისს, სოფ. ფონიჭალაში ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრის ჩაშლაში.
„საარჩევნო კოდექსის“ მეორე მუხლის ჰ1 პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციად ითვლება როგორც საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად, ასევე მის საწინააღმდეგოდ განხორციელებული მოწოდება ან ქმედება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 2014 წლის 1 ივნისს, კრწანისის საოლქო საარჩევნო კომის...
2014-05-23
23 მაისს გურჯაანის N12 საოლქო კომისიის წევრმა - თორნიკე წინწლაშვილმა, რომელიც კომისიაში ,,ეროვნული ფორუმიდან“ არის წარდგენილი, კაჭრეთის N36-ე და N37-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარეებს - ხატია ბურდულაძესა და თამარ ლაზაშვილს მოსთხოვა ფოტო გადაეღო უბნებზე არსებული ამომრჩეველთა სიებისთვის, რათა კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატის ემზარ ჯიქურაშვილისთვის, რომელიც იმავდროულად გამგებელია, განესაზღვრათ, რამდენი ამომრჩეველი მისცემდა ხმას. ,,სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორთან საუბა...
2014-05-19
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, 2014 წლის 19 მაისს, გურჯანიის N5 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი - ბესარიონ თოდაშვილი, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი გამგებლობის კანდიდატის - გივი გერგიძის სასარგებლოდ მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ - ნატალია ბეგაშვილმა შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომელიც გადაეგზავნა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს განსახილველად. გურჯაანის რ...
2014-04-24
24 აპრილს პარტია ,,საქართველოს გზის“ მერობის კანდიდატი, ლექსო კობაიძე და მისი პარტიის წარმომადგენლები ქ. რუსთავში სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის განკუთვნილ უფასო სასადილოს ეწვიენ. შეხვედრას აშუქებდა ქვემო ქართლის ტელევიზიაც.
პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენლმა, მამუკა ჩიქოვანმა დააფიქსირა, თუ როგორ გამოჩდნენ შეხვედრის დაწყებისთანავე რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. აქვე მოსულმა გაურკვეველმა ორმა მოქალაქემ კი პარტიის წარმომადგენლებს ტერიტორიის დ...
2014-04-30
2014 წლის 30 აპრილს ბათუმის ბიბლიოთეკაში "ბიბლიოთეკის კვირეულის" ფარგლებში მოხდა ბიბლიოთეკარების დაჯილდოება. ბიბლიოთეკარებს საჩუქრები მერიის ბიუჯეტიდან ბათუმის მერობის მოვალეობის შემსრულებელმა და ბათუმის მერობის კანდიდატმა - გიორგი ერმაკოვმა გადასცა.
აღსანიშნავია, რომ სოციალურის ქსელის (ფეისბუკის) მეშვეობით გიორგი ერმაკოვი აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს და მისი, როგორც მერობის კანდიდატის გვერდზე მერიის ბიუჯეტით დაფინანსებული ამ ღონისძიების ფოტოებიც დაიდო. გვერდი, რომელსაც...
2014-05-09
9 მაისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზაქარია ენდელაძემ, რომელიც ამავე დროს კოალიცია „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატია, თითოეულ ომის ვეტერანს საჩუქრად გადასცა 50 ლარის ოდენობის ფულადი თანხა, შემდეგ კი მიიწვია სადილზე. მისი თქმით, აღნიშნული ფულადი თანხის გადაცემა წინასწარ იყო გათვალისწინებული ბიუჯეტში. ...
2014-05-09
„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის ინფორმაციით, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 69–ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ასპინძის მუნიციპალიტეტის მოქმედმა გამგებელმა და ამავე დროს "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატმა - ლევან ცაბაძემ ომის ვეტერანებს საჩუქრები და მისალოცი ბარათები გადასცა. ასევე აცნობა, რომ საპენსიო ბარათებზე დაერიცხებათ ფულადი თანხა. ...
2014-04-01
2014 წლის 1 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარეს - იასონ ჭუმბურიძეს ბრალი წაუყენეს. საქმე ეხება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ე.წ. „მთათა ცვენის“ გასამაგრებელი სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებას. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით: "ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, იასონ ჭუმბურიძემ გულგრილად და არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები, რაც გამოიხატა იმა...
2014-03-29
29 მარტს ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - მალხაზ ფარტენაძე დააკავეს. მოგვიანებით კი ბრალდება შეიცვალა და გამოძიებამ იგი თაღლითობის მცდელობაში დაადანაშაულა.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, მალხაზ ფარტენაძე მოქალაქეებს ამირან ადეიშვილსა და ნათია მახარაშვილს მოტყუებით დაპირდა გონიოში მიწის ფართის შესყიდვას და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით და აუქციონის წესით გაყიდვის გარეშე აპირებ...
2014-03-28
28 მარტს 19 საათზე საკუთარ კაბინეტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სოფელ ხალას რწმუნებული მალხაზ დიასამიძე დააკავა. იგი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია და ამავე პარტიის მიერ თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება. დიასამიძეს ბრალად ედება 2013 წელს ციტრუსისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სუბსიდიების მითვისება.
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი საინფორმაციო წყაროებში ამ ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას...
2014-02-11
2014 წლის 11 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - ზურაბ ოტიაშვილი დააკავა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოტიაშვილის დაკავებას მის პარტიულ საქმიანობას უკავშირებს, ვინაიდან იგი დაგეგმილ პარტიის შიდა პრაიმერში სავარაუდო კანდიდატად სახელდებოდა.
გამოძიებით დადგენდა, რომ ზურაბ ოტიაშვილმა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგე...
2014-02-10
2014 წლის 10 თებერვალს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ზურაბ ჯიბუხაია და მოადგილე ბესარიონ ჭელიძე დააკავა. საქმე ეხება 2010 წელს ხონის მუნიციპალიტეტში უკანონოდ მოჭრილ ხე-ტყეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ზურაბ ჯიბუხაია თვითმმართველობის არჩევნებზე გამგებლის პოსტზე პარტიის კანდიდატი უნდა ყოფილიყო. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება გამორიცხავს მათ უშუალო და აქტიური მონაწილეო...