2021-10-02
#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #90 საარჩევნო უბანში, კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობდა არსებითი დარღვევებით. უბანში იყო სიტყვიერი შეურაცხყოფის, დაპირისპირებისა და ზეწოლის ფაქტები "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის ელენე ნარმანიას მიმართ, მოგვიანებით კი, "სამართლიანი არჩევნების" მობილური ჯგუფის დამკვირვებლების დავით ლოგუასა და დათა აქუბარდიას მიმართ. ამ უკანასკნელთა მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპრისპირების მცდელობასაც. ორგანიზაციის დამკვირვებელი ელენე ნარმანია უკანონოდ გამოაძევ...
|
თარიღი: 2021-10-02
ოლქი: სიღნაღი , სიღნაღი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-02
#13სიღნაღის საარჩევნო ოლქის #33 საარჩევნო უბანზე სამი ბიულეტენი აღმოჩნდა კონვერტის გარეშე, რომელიც კომისიამ ნამდვილად მიიჩნია....
2021-10-02
დმანისის #23 საარჩევნო უბნიდან ოლქში შესულ მასალებს არ ახლდა რეგისტრატორი კომისიის წევრებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი. „სამართლიანი არჩევნების" მიერ აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივრის რეგისტრაციიდან რამდენიმე წუთში კომისიამ ოლქში დალუქული ბეჭდები მიიტანა....
2021-10-02
#5 ისნის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბანზე, მასალების დალუქვისა და ხმების დათვლის შემდეგ "სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელმა აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი მაგიდის ქვეშ დაულუქავად ჰქონდათ გამოუყენებელი ბიულეტენების დასტა;...
2021-10-02
ხულოს საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანზე კომისიამ ხმის დათვლის პროცესში ცალკე კონვერტში მოათავსა და დალუქა მერობის ერთ-ერთი კანდიდატის მიერ მიღებული ბიულეტენები და კონვერტზე გააკეთა შესაბამისი რაოდენობის აღმნიშვნელი წარწერა. მოგვიანებით კომისია დაეჭვდა მათ მიერ მითითებულ რაოდენობაში და გახსნა დალუქული კონვერტი;...
2021-10-02
#20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #54 საარჩევნო უბანზე ყუთები გაიხსნა და ხმის დათვლის პროცესი დაიწყო საარჩევნო მასალის, მათ შორის სამაგიდე სიების, ბეჭდების და ა.შ დალუქვის გარეშე;...
|
თარიღი: 2021-10-02
ოლქი: რუსთავი , რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-02
#20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლისას აღმოჩენილ იქნა 28 ბიულეტენი, რომლებსაც არ ჰქონდა რეგისტრატორების ხელმოწერა. აღნიშნული ბიულეტენების უმრავლესობაში ხმა მიცემული იყო ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის. ...
2021-10-02
#82 შუახევის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს გადაეცა შემაჯამებელი ოქმების ასლები ხელმოწერებისა და ბეჭდით დამოწმების გარეშე, ისე რომ ამის შესახებ ადგილზე საჩივრის დაწერის საშუალება არ მიეცა.
...
2021-10-02
#13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის #33 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს, ხმის დათვლისას კომისიამ უფლება არ მისცა ფოტო გადაეღო კონვერტის გარეშე ყუთში მოთავსებული ბიულეტენისთვის. ამასთანავე, როგორც კომისიის წევრები, ასევე თავმჯდომარე მის მიმართ აგრესიულები არიან;...
2021-10-02
#81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #47 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ შემაჯამებელ ოქმის ასლი ბეჭდითა და ხელმოწერით არ დაუმოწმა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს;...
2021-10-02
#9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #65 საუბნო კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებელს არ მისცა კომისიის წევრის წერილობით დაფიქსირებული ახსნა-განმარტებისთვის ფოტოს გადაღების საშუალება. დამკვირვებლის მხრიდან მითითების მიუხედავად, საუბნო კომისიის თავმჯდომარემ დარღვევა არ აღმოფხვრა;...
|
თარიღი: 2021-10-02
ოლქი: დიდუბე , დიდუბე
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-02
დიდუბის #8 საარჩევნო უბანზე პირველი მთვლელი ბიულეტენების ამოღებისას ვიდეოზე არ აფიქსირებდა ბიულეტენის წინა მხარეს და არ აცხადებდა ვისთვის იყო მიცემული ხმა. ამასთან, უბანზე გარკვეული პერიოდით გაითიშა ვიდეოფიქსაციის პროცესი, რომელიც მოგვიანებით აღდგა. დამკვირვებელმა საუბნო კომისიის თავმჯდომარეს მიუთითა არსებულ დარღვევებზე, თუმცა რეაგირება არ მომხდარა. თავმჯდომარემ განმარტების სახით მიუთითა, რომ მოქმედებდა საოლქო საარჩევნო კომისიის მითითებების შესაბამისად....
|
თარიღი: 2021-10-02
ოლქი: დმანისი , დმანისი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-02
#24 დმანისის საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანზე ყუთის გახსნის დროს არ იყო ჩართული ვიდეო ფიქსაციის კამერა. იგი ჩართეს ყუთების გახსნის შემდეგ. ასევე, კომისიის მიერ ყუთების გახსნამდე არ დაილუქა რეგისტრატორების ბეჭდები და ამომრჩეველთა ერთიანი სამაგიდო სიები;...
|
თარიღი: 2021-10-02
ოლქი: ვაკე , ვაკე
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-02
#2 ვაკის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბნის კომისიის მთვლელები ბიულეტენების დათვლისას, ბიულეტენებს ვიდეოკამერას არ აფიქსირებინებდნენ. მითითებების მიუხედავად საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა ეს პრობლემა. ასევე, ხმების დათვლის პროცესში მთვლელების გარდა ჩართულები იყვნენ სხვა პირებიც;...
|
თარიღი: 2021-10-02
ოლქი: სამგორი , სამგორი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-02
#6 სამგორის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანზე, ხმის დათვლის პროცედურის დაწყების დროს მიმდინარეობდა ვიდეო ფიქსაციის პროცესი, რომელიც გაურკვეველ დროს შეწყდა. საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის დროს ვიდეოაპარატურა ერთი საათის განმავლობაში იყო გამორთული, „სამართლიანი არჩევნების" შენიშვნის შემდგომ მოხდა ვიდეო აპარატურის ჩართვა;...
2021-10-02
#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე წილისყრით გამოვლენილი მთვლელების მიუხედავად, საარჩევნო ბიულეტინების დათვლაში უშუალოდ მონაწილეობენ კომისიის სხვა წევრები და სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლები. ამასთან, საარჩევნო კონვერტებიდან დადგენილზე მეტი ოდენობის ბიულეტენების აღმოჩენისას, ისინი შეურიეს და ჩათვალეს ნამდვილ ბიულეტენებში. ასევე, საარჩევნო ყუთში კონვერტის გარეშე არსებული ბიულეტენები ჩაითვალა ნამდვილად. ამგვარი ფაქტები ხმის დათვლისას დაფიქსირდა არაერთგზის. ...
2021-10-02
#68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესში ერთ-ერთ კონვერტში აღმოჩნდა მერის არჩევნებისთვის განკუთვნილი ორი ბიულეტენი, რომელთაგან ერთი ერთი რეგისტრატორის მიერ იყო დამოწმებული, მეორე კი მეორე რეგისტრატორის მიერ. ...
2021-10-02
#81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, სიებში არსებული ხელმოწერების დათვლისა და აგრეთვე გაცემული ბიულეტენების რაოდენობის შედარების შემდეგ გაირკვა, რომ საარჩევნო კომისიის მიერ გაცემულია საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნებისთვის გათვალისწინებული ბიულეტენების მეტი რაოდენობა. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის 9 წევრი რეგისტრირებული იყო უბნის სპეციალურ სიაში და არ წარმოადგენდა უბნის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩეველს;...
2021-10-02
#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #5 უბანთან, დილიდან, 100 მეტრის მოშორებით, მობილიზებულია ავტომანქანა. ავტომანქანაში მყოფი პირი აკვირდება უბანზე მოსულ ამომრჩევლებს; ...
2021-10-02
#39 ასპინძის ოლქის #15 უბანთან დილიდან, 100 მეტრის მოშორებით, მობილიზებულია ავტომანქანა. ავტომანქანაში მყოფი პირი აკვირდება უბანზე მოსულ ამომრჩევლებს;...