2018-11-19
ქუთაისში ე.წ წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ენმ-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პლაკატები დააზიანეს. პლაკატებზე გაკეთებულია სხვადასხვა სახის წარწერები. ენმ-ს წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ ორგანიზაციის დამკვირვებელს უთხრა, რომ სააგიტაციო მასალა დააზიანა კახაბერ აბზიანიძემ, რომელიც მისი თქმით მოძრაობა „არა მიშას“ ოფისის ხელმძღვანელია.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი ესაუბრა კახაბერ აბზიანიძეს, რომელიც აცხადებს, რომ ტერიტორია, რომელზეც პლაკატებია გაკრული მის საკ...
2018-11-19
ბაღდათში სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო პლაკატზე გადაკრულია მინერალური წყლის „საირმეს“ რეკლამა....
2018-11-19
გორში მასობრივად არის დაზიანებული გრიგოლ ვაშაძის პლაკატები. წითლად აწერია „KGB“ და „აგენტი“. ასევე, დატანილია სხვადასხვა სახის ილუსტრაციები....
2018-11-19
გლდანის პირველ მიკრო-რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე, ავტობუსის გაჩერებასთან განთავსებულ სალომე ზურაბიშვილის ბილბორდს დაუდგენელმა პირმა წითელი საღებავი შეასხა. „ქართული ოცნების“ გლდანის ოფისში აცხადებენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია თუ ვინ დააზიანა მათი მხარდაჭერილი კანდიდატის სააგიტაციო მასალა....
2018-11-17
17 ნოემბერს, ლანჩხუთში, ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზში, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა: პაატა ბურჭულაძემ, ნიკა მაჭუტაძემ და ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან კახაბერ ასკურავასთან და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის აქტივისტებთან ერთად მხარდამჭერებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა, რომელსაც დაახლოებით 200-მდე ამომრჩეველი ესწრებოდა, 12 საათის ნაცვლად 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო. შეხვედრის დაწყებამდე, დარბაზში ...
2018-11-12
12 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ. კონკრეტულად, იგი საუბრობდა 9, 10 და 11 ნოემბერს მისი და მისი შვილებისთვის გაგზავნილ მოკლე ტექტურ და ხმოვან შეტყობინებებზე, რომელშიც მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
კანდიდატის განცხადებით, მუქარა რეალური იყო ვინაიდან, მისი თქმით, მუქარის ავტორები იდენტიფიცირებულნი არიან, როგორც ყოფ...
2018-11-10
10 ნოემბერს ღამის საათებში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის კედლიდან ჩამოხიეს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პლაკატი. როგორც ენმ-ს სიღნაღის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ბაბაკიშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას განაცხადა, მან შუაღამის 01:30 საათზე დატოვა ოფისი და დილით მოსულს პლაკატი ჩამოხეული დახვდა....
2018-11-08
8 ნოემბერს, პრეზიდენტობის „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩავიდა სადაც მავთულხლართები 2008 წლის შემდეგ არის გავლებული, თუმცა რუსმა სამხედროებმა ე.წ. „საზღვრის“ ბოძების მონტაჟი დანარჩენ პერიმეტრზე რამდენიმე დღის წინ დაიწყეს.
სალომე ზურაბიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად მცხოვრები მოქალაქეების მშვიდობიანი და ღირსეული ყოფა უნდა უზრუნველყოს.
...
2018-11-05
5 ნოემბერს, საღამოს საათებში, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს შეხვედრა ჰქონდა გლდანის რაიონის მოსახლეობასთან. ის გადაადგილდებოდა ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე და მოქალაქეებს და მოვაჭრეებს ესაუბრებოდა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიდა. ენმ-ს გლდანის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გოჩა კოკაიამ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო შეხვედრის ხელის შეშლის ფაქტს. მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძეს ხელს უშლიდა ჯგუფი ...
2018-10-29
29 ოქტომბრის ღამით, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ მხარდამჭერებმა ერთ-ერთ ბენზინ-გასამართ სადგურზე სალომე ზურაბიშვილის პლაკატები დააზიანეს და ჩამოხიეს....