ჟურნალისტ რევაზ ნადირაძისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფა გორში
2012-06-15 2012 წლის 3 მაისს გორის ადგილობრივი გაზეთის, ფოტოკორესპონდენტი და კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, რევაზ ნადირაძე კარალეთის დევნილთა დასახლებაში ადგილობრივი პრობლემის გასაშუქებლად მივიდა, რა დროსაც მას ქურთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა/მამასახლისმა ლევან მაისურაძემ სხვა პირებთან ერთად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არ მისცა საშუალება გადაეღო რეპორტაჟისთვის საჭირო კადრები.