გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება
2012-07-17 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადების მიხედვით, მიმდინარე წლის 28 მაისს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა „სამინისტროსა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის პრინციპული შეუთავსებლობის გამო“. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ, როგორც სამინისტროს განცხადებაშია მითითებული, მინისტრსა და მიმინოშვილს შორის „დაპირისპირება დაახლოებით 10 თვის განმავლობაში გრძელდებოდა“. თვითონ ქალბატონი მაია მისი სამსახურიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს.აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზეწოლის ფაქტებს ადგილი ჰქონდა ეროვნული ცენტრის სხვა თანამშრომლების მიმართაც.
საიამ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ გამოიძიონ მუქარისა და ზეწოლის ფაქტები და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, დასვან შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემის საკითხი.