სოციალური რეკლამა მმართველი პარტიის სამსახურში - პენსიის გაზრდასთან დაკავშირებული რეკლამა
2012-02-22 ვიდეო რგოლში მთავარი მოქმედი პირი საქართველოს პრეზიდენტია, რომელიც დაპირებას იძლევა, გაზარდოს პენსიები 2012 წლის სექტემბრისთვის. აღნიშნული თარიღი კი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდს ემთხვევა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მიმართა პარტიების საქმიანობის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, საქართველოს კონტროლის პალატას და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა დეტალურად შეისწავლონ თითოეული შემთხვევა და მოახდინონ სათანადო რეაგირება. [youtube]5iWw8bpHdyg[/youtube]


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე