2021-08-30
29 ივლისს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გივი მიქანაძემ, ქართველ, სომეხ და
აზერბაიჯანელ მკვლევრებთან გამართულ შეხვედრაზე „სამართლიან არჩევნებს" „დაბალი
სტანდარტის მქონე" სადამკვირვებლო ორგანიზაცია უწოდა, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ
შეხვედრას „სამართლიანი არჩევნების" გრძელვადიანი წარმომადგენელიც ესწრებოდა.
მმართველ პარტიას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ორგანიზაციასა და მის დამკვირვებლებზე
ზეწოლა და შეახსენა, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობის უსაფრთხო და
კონსტრუქციულ გარემოში წარმართვა, მათ შორის დამკვირვებლების უსაფრთხოების
უზრუნველყოფა, უმთავრესად სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
„სამართლიანი არჩევნები" კვლავაც გააგრძელებს მისი დამკვირვებლების საქმიანობის
შეუფერხებლად წარმართვისთვის ზრუნვას და ყოველ ღონეს იხმარს, რათა მათი მიგნებები და
მონიტორინგის შედეგები ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი.