სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება/წასვლის იძულება
2021-08-30
ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სამსახურის ყოფილი უფროსი, აკაკი გვიანიძე, აცხადებს, რომ თანამდებობა იძულებით დატოვა, რადგან ამის მითითება გადაწყვეტილების მიმღები პირისგან მიიღო, რომლის ვინაობასაც არ აკონკრეტებს. მისი თქმით, გახარიასადმი სიმპათიები მმართველ გუნდში მიუღებლად ჩაუთვალეს.

აკაკი გვიანიძემ „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთან აღნიშნა, რომ მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა და ის ვერ დარჩებოდა ისეთ გარემოში, სადაც პოლიტიკური სიმპათიის გამო ადამიანებს ზღუდავენ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე