სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა
2021-08-30
პარტიას „საქართველოსთვის" ბათუმის ოფისის მეპატრონემ ფართის დატოვება მოსთხოვა და ამის მიზეზად, ნაციონალურ მოძრაობასთან გახარიას შესაძლო კავშირის შესახებ, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაასახელა. მისი თქმით, სურათი, რომელიც იყო ხელშეკრულების გაფორმებისას და რომელიც ახლაა, რადიკალურად განსხვავებულია. პარტია „საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს განუცხადა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ოფისის მეპატრონე ხმამაღლა აცხადებდა ნდობასა და მხარდაჭერას მათ მიმართ. პარტიაში „საქართველოსთვის" მიჩნევენ, რომ ფართის მესაკუთრე ზეწოლის ქვეშ იმყოფება და ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით, დავის გარეშე დატოვეს ტერიტორია.

ფართის მესაკუთრემ „სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელთან საუბარი არ ისურვა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე