ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები
2021-08-30 29 ივლისს, ქალაქ ფოთის მერიამ პროგრამის - „განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელ პირობებში, ასევე უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარება" ფარგლებში, 23 ოჯახს სამშენებლო მასალები (ხის ფიცრები და აზბესტცემენტის შიფერი) გადასცა. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთან განაცხადა, რომ ოჯახები სოციალურად დაუცველები არიან და მათ მერიაში ამ სამშენებლო მასალებით დახმარებისათვის, განცხადებით ჰქონდათ მიმართული. აღსანიშნავია, რომ პროგრამა მიმდინარე წლის ბიუჯეტში თავიდანვე იყო ჩადებული (პროგრამული კოდი: 06 04 19), თუმცა მისი განხორციელება ივლისის ბოლოს, საარჩევნო პერიოდის წინ დაიწყო.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე