სავარაუდოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებად განხორციელებული აქტივობები
2021-08-30
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ივნისისა და ივლისის თვეებში მთავრობის მიერ დაგეგმილი ინიციატივების და პროგრამების შესახებ აცნობა საზოგადოებას. მათი დიდი ნაწილი პირთა ფართო წრეს მიემართება და წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქმება, როგორც ამომრჩეველთა გულის მოსაგებად გამოყენებული ხერხი.

ერთ-ერთი ინიციატივა ჯარიმების და დავალიანებების ჩამოწერას, მათ შორისა კოვიდ-რეგულაციების დარღვევების გამო ფიზიკური და იურიდიული პირების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას გულისხმობს. ეს ინიციატივა შეეხება 245 ათასზე მეტ მოქალაქესა და 344 იურიდიულ პირს, ხოლო ჩმოწერილი ჯარიმების ოდენობა 76 მილიონ ლარს აღწევს.

2 აგვისტოს, ოფიციალური კამპნიის დაწყებამდე 1 დღით ადრე, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა მასშტაბური თანადაფინანსების პროგრამების შესახებ ისაუბრა. გახილულ პროექტებს შორის შორის უნდა აღინიშნოს 2021 წლის რთველის სუბსიდირება, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების საგრანტო პროგრამა, და მრავალშვილიანი ან ახალშეძენილ შვილებიანი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამები.
ამავე სხდომაზე, პრემიერ-მინისტრი შეეხო ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების სიძვირეს და განაცხადა, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ წამლების ფასის მონიტორინგის შუალედური ანგრიშის წრმოგენის შემდეგ, მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ 28 ივლისს, სპეციალური უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა, რომელმაც პენსიონერებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირების გზები უნდა გამოძებნოს.

ზემოთ ჩამოთვლილი სამთავრობო პროგრამები, მართალია, ეხმიანება საზოგადოებაში არსებულ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, თუმცა მათი დამტკიცება და
საჯაროდ წარდგენა ოფიციალური კამპანიის დაწყებას ემთხვევა და წინასაარჩევნოდ მოტივირებულად აღიქმება.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე