2021-08-30 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მეორე დეპუტატი ნონა მამულაშვილი, თავის მაგიდაზე ავიდა და 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო, პროტესტი ლექსო ლაშქარავას გამოსახულებიანი პლაკატის აწევით გამოხატა. „ქართული ოცნების" დეპუტატებმა ჩამოსვლისკენ მოუწოდეს და დეპუტატის ქცევის წესები შეახსენეს, ხოლო, შემდეგ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ის მაგიდიდან ჩამოსვა.