პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება
2021-09-04
4 აგვისტოს, ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს" ფინანსურ მენეჯერს კახა ფანიაშვილს შრომითი ხელშეკრულება ვადის გასვლის გამო შეუწყვიტეს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დაწესებულებაში დასაქმებული 150-მდე ადამიანიდან ფანიაშვილის გარდა ხელშეკრულების ვადა ყველას გაუგრძელდა. იგი გადაწყვეტილებას ძმის, მამუკა ფანიაშვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. ფანიაშვილის ძმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან", თუმცა, პარტია საჯაროდ დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა.
კახა ფანიაშვილის ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები" იცავს.