სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება
2021-09-04
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის ნელი ქარელის ინფორმაციით, 5 აგვისტოს ტყიბულის მერმა, თემურ ჩუბინიძემ ის საკუთარ კაბინეტში დაიბარა და ჰკითხა, გიორგი გახარიას პარტიაში ხომ არ იყო გადასული. ნელი ქარელმა მიუგო, რომ ჯერ არსად წასულა, თუმცა მერთან ადრეც დაუფიქსირებია აზრი, რომ არ მოსწონდა მმართველი გუნდის გამონათქვამები გახარიასთან დაკავშირებით. მერმა მას ისიც უთხრა, რომ პარტია (იგულისხმება "ქართული ოცნება”) ავალებს მის სამსახურიდან გაშვებას. ნელი ქარელმა სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით პირადი განცხადების დაწერაზე უარი თქვა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთან საუბრისას ნელი ქარელთან შეხვედრის ფაქტი დაადასტურა. თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაეწერა არ მოუთხოვია. ამასთან, მერმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის და უშუალოდ ნელი ქარელის საქმიანობა დადებითად შეაფასა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე