სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება
2021-09-04
პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლეს ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ "მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის" თანამშრომელი კესარია წულაია. მისი განმარტებით "მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის" დირექტორმა დავით შამათავამ ის ორჯერ დაიბარა სამსახურში და უთხრა, რომ, ზემოდან მიცემული დირექტივის საფუძველზე, სოციალურ ქსელ ,,facebook"-ზე შეეწყვიტა პარტია „საქართველოსთვის" დაკავშირებული ვიდეო რგოლების გაზიარება. წულაიას თქმით, შრომითი ხელშეკრულება უმთავრდებოდა 2021 წლის 31 დეკემბერს, მიუხედავად ამისა, დავით შამათავამ გაათავისუფლა სამსახურიდან. აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 9 აგვისტოდან "მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის” ყველა თანამშრომელი გადასული იყო დისტანციურ სამუშაოზე. სასახლის დირექტორმა გასართობი ღონისძიებების შემცირების მოტივით, სამსახურიდან დაითხოვა მხოლოდ წულაია, მაშინ როცა სხვა თანამშრომლების დღესაც აგრძელებენ მუშობას.

„მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის" დირექტორთან დაკავშირება არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე