სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება
2021-09-04
თბილისის მერიის კომპანიის, „თბილსერვისის" თანამშრომელი ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან
გაათავისუფლეს. ბაღდავაძის თქმით, გათავისუფლების მიზეზი მისი პროტესტია.
„თბილსერვისის" თანამშრომლები 6 აგვისტოს გაიფიცნენ. მათი მთავარი მოთხოვნები ხელფასის მატება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო. კალაძის
თქმით, პროტესტის მონაწილეებს „პროვოკატორები აბუნტებდნენ". მერიასთან მოლაპარაკებისა და შეთანხმები მიღწევის შემდეგ, 7 აგვისტოს, გაფიცვა შეწყდა.
თბილისის მერიის განცხდებით, ბაღდავაძე სამსახურიდან გაფიცვის უკანონოდ ორგანიზების, თანამშრომლებთან დაპირისპირებისა და მათზე მუქარის გამო გაათავისუფლეს.