აგიტაციის ნიშნები ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე
2021-09-05 8 აგვისტოს ხაშურის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავები გვირგვინებით შეამკეს. თანამდებობის პირებთან ერთად იყო თენგიზ ჩიტიაშვილი - მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი და ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის დუგლაძის ბიუროს ხელმძღვანელი. კითხვაზე თუ რატომ იყო მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩიტიაშვილმა განაცხადა, რომ ის მათთან ერთად იყო როგორც მაჟორიტარის ბიუროს თანამშრომელი.