2021-09-16 მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზედა წინსვლის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნატალია კეჭეხმაძემ, მისი სკოლის პედაგოგებს საერთო ჩათში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატების წარდგენის ფეისბუქლაივი მიაწოდა და მხარდამჭერი კომენტარების დაწერა მოსთხოვა. დირექტორის და პედაგოგების მიმოწერის ჩანაწერიდან ნათლად ჩანს დირექტორის მითითების შინაარსი.