მუქარა საჯარო სკოლის პედაგოგის მიმართ
2021-09-16
„სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგს ,,ქართული ოცნების" ადგილობრივი კოორდინატორი სკოლაში პრობლემების შექმნით დაემუქრა. მუქარა გამოიწვია ,,ლელოს" მიერ ამ პედაგოგისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის შეთავაზებამ. მმართველი პარტიის წარმომადგენელმა პედაგოგს „ურჩია" არ დათანხმებოდა
ოპოზიციური პარტიის წინადადებას და „ქართული ოცნების" სასარგებლო საქმიანობაში ჩართულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარკვეული პრობლემები შეექმნებოდა. საჯარო სკოლის პედაგოგი ანონიმურად დარჩენა სურს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე