გამოკითხვა საჯარო სკოლაში
2021-09-16 „სამართლიანმა არჩევნებმა" დააფიქსირა სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიერ პედაგოგებს გამოკითხვა, თუ რა ფორმით იყვნენ ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ორგანიზაცია არ ასახელებს სკოლასა და გამომკითხველის ვინაობას. კითხვარში იყო ჩამონათვალი: როგორც აგიტატორი, კომისიის წევრი და ა.შ.. პედაგოგების ნაწილმა საქმისმწარმოებელს უპასუხა, რომ ისინი ამომრჩევლის სტატუსით იღებენ მიმდინარე პროცესში მონაწილეობას. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს მიაწოდეს შესაბამისი ფოტომასალაც.