2021-09-16 „ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ, მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებას სამუშაო დროს, ესწრებოდა წალკის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ბერიანიძე. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა საგანმანათლებლო რესურსცენტრში გაარკვია, რომ პირველი საჯარო სკოლის დირექტორი არ გასულა შვებულებაში და არც ერთდღიანი შვებულება აუღია.