სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურის დატოვების იძულება
2021-09-26 2 აგვისტოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხში მცხოვრები ძმები ლერი და მირიან ქათამაძეები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდნენ, გვიან ღამით, ბათუმის სამმართველოს უფროსმა ხვიჩა ქადაგიძემ დაიბარა და სამსახურიდან წასვლის შესახებ პატაკი დააწერინა, ისე რომ ქათამაძეებისთვის მიზეზი არ განუმარტავთ. ძმების თქმით, იმის გამო გაათავისუფლეს, რომ სამსახურში კონსტანტინე ანანიაშვილის დროს დაინიშნნენ, რომელიც ამჟამად პარტია "საქართველოსთვის" წარმოადგენს. 

„საქართველოსთვის" ქობულეთის შტაბის ხელმძღვანელის თქმით, ლერი და მირიან ქათამაძეები ღირსეულად ასრულებდნენ მათ მოვალეობას, არ ეწეოდნენ პოლიტიკურ საქმიანობას და ისინი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე