სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება
2021-09-26 სოფელ ახალსოფლის გამგეობაში დასაქმებულ ნინო გოჯიაშვილს, რომელსაც 1 აგვისტოს გაუვიდა დროებითი ხელშეკრულების ვადა, ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. 

ნინო გოჯიაშვილის ძმის, დავით გოჯიაშვილის თქმით, რომელიც „საქართველოსთვის" წევრი და მაჟორიტარობის კანდიდატია ახალსოფლიდან, თიანეთის მერობის კანდიდატის თამაზ მეჭიაურის წარმომადგენელმა მალხაზ სინჯარაძემ იგი გააფრთხილა, თუ არ "გაჩერდებოდა” მის დას გაათავისუფლებდნენ. 

ნინო გოჯიაშვილი 6 წელი მუშაობდა თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის გამგეობაში სპეციალისტის თანამდებობაზე. 

მალხაზ სინჯარაძემ "სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელთან უარყო მსგავსი ფაქტი და თქვა, რომ ნინო გოჯიაშვილის ხელშეკრულებას უბრალოდ ვადა გაუვიდა და სამსახურიდან თვითონ წავიდა, რადგან ის თბილისში ცხოვრობს და სამსახურში სიარულს ვერ ახერხებს. ნინო გოჯიაშვილმა სინჯარაძის ნათქვამს ტყუილი უწოდა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე