სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა
2021-09-26 „საქართველოსთვის’’ განცხადებით, დაბა ნასაკირალის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნონა ტუნაძემ კანდიდატურა დაშინების საფუძველზე მოხსნა და ამის შესახებ თანაგუნდელებს ტელეფონით ამცნო. პარტიის მერობის კანდიდატი, გია ცეცხლაძე ვარაუდობს, რომ კანდიდატის გადაწყვეტილება ზეწოლას და მოსყიდვას უკავშირდება, რომელშიც ჩართული იყო მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე და მისი ძმა, არჩილ თალაკვაძე, რომელიც უშუალოდაა ჩართული ძმის წინასაარჩევნო კამპანიაში. პარალელურად, საჯაროდ გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც ნონა ტუნაძე ამბობს რომ სკოლაში მუშაობის სურვილი აქვს, რაში დახმარებასაც თალაკვაძეები დაჰპირდნენ.