საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება
2021-09-29
„სამართლიან არჩევნების" წარმომადგენელს მიაწოდეს ინფორმაცია ქუთაისის N38-ე საჯარო სკოლის დირექტორზე, ალექსანდრე კერესელიძეზე მიმდინარე ზეწოლის შესახებ. აღნიშნული პოლიტიკური მოტივით ხორციელდება. ადგილობრივი ხელისუფლების და მმართველი პარტიის წარმომადგენლები სკოლაში მათთვის სანდო მასწავლებლების დასაქმებას და საკადრო პოლიტიკაში ამ ფორმით ჩარევას ცდილობენ. დირექტორს, მერის მოადგილის, იუზა უგულავას პირდაპირი მითითებით მოსთხოვეს სკოლაში დაესაქმებინათ. იგი აქტიურად არის ჩართული ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პარტიულ საქმიანობაში.