უბნის მოწყობის წესის დარღვევა
2021-10-02 #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #68 საარჩევნო უბანი განთავსებულია ორსართულიან შენობაში. კენჭისყრის სივრცე მოწყობილია შენობის მეორე სართულზე. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ნაკადის მარეგულირებელი მარკირებას ამოწმებს შენობის პირველ სართულზე, ხოლო მეორე სართულზე უშუალოდ კენჭისყრის სივრცესთან დგას კომისიის მეორე წევრი, რომელიც არ ამოწმებს მარკირების სითხის არსებობას და მხოლოდ რიგს არეგულირებს. შესაბამისად, მარკირების შემოწმებისა და უშუალოდ კენჭისყრის დაკვირვება ერთდროულად შეუძლებელია;